ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში "ქართულ ოცნებას" დაეხმარება

© Sputnik / STRINGERბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე დადებითად აისახება.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექსპრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ აქტიურად დაუჭერს მხარს, რაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე დადებითად აისახება, მიიჩნევს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პორტფელი 2012 წელს ჩაიბარა, თანამდებობა საკუთარი სურვილით 2013 წელს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ დატოვა. ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში გადავიდან და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ დააარსა.

„ჩვენ მასთან სხვადასხვა თემებზე გვქონდა კონსულტაციები, არჩევნების წინა პერიოდში მისი ჩართულობა კიდევ უფრო აქტიური იქნება. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გააძლიერებს „ქართულ ოცნებას“ და ეს არჩევნების შედეგებზეც აისახება“, — განაცხადა კობახიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება. 2012 წლის არჩევნების შედეგად ქვეყნის მმართველობის სათავეში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა, რომელმაც ხელისუფლების მართვის სადავეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გადაიბარა.

მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ქვეყანას კვლავ ივანიშვილი მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0