თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ 2015 წელს საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
2015 წლის შემოდგომაზე საქართველოში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები იგეგმება. პარტიები 150 სადეპუტატო სავარძლისთვის იბრძოლებენ.
„იმედი მაქვს, რომ 2016 წელს არჩევნები ჩატარდება, პირველ რიგში, ძალიან მშვიდ რეჟიმში, რეჟიმში, რომელშიც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა პოლიტიკური შეჯიბრების გზით უკეთესი და უფრო მრავალფეროვანი დინამიკა მივცეთ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას“, — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომანია „იმედის“ ეთერში.
„წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ უნდა ვნახოთ აზრთა შეჯიბრება და არა მუშტი-კრივი, არა დაპირისპირება, არა შანტაჟი, არა შავი პიარი, არამედ შეჯიბრება, რომ უკეთესად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას“, — დასძინა მან.