„ქართული ოცნება“ „რა? სად? როდის?“ წევრებს თავის რიგებში იწვევს

© photo: Sputnik / М. Юрченко / გადასვლა მედიაბანკშირა? სად? როდის? გადაღებების მსვლელობისას. საარქივო ფოტო.
რა? სად? როდის? გადაღებების მსვლელობისას. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი - დეპუტატი გედევან ფოფხაძე იმედოვნებს რომ კლუბის სხვა წევრები მიემხრობიან „ქართულ ოცნებას“ და მათი პოზიტიური რესურსის გამოყენება შესაძლებელი იქნება ქვეყნის ინტერესებისათვის.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. მმართველი კოალიცია “ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრებთან, რათა ისინი თავის რიგებში გააწევრიანოს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

2016 წლის შემოდგომაზე საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პარტიები დეპუტატის 150 მანდატისათვის იბრძოლებენ. 

„ეს არის სამუშაო პროცესი. ვიღაცებმა შეიძლება გაიარონ გასაუბრება, ვიღაცების პიროვნული ინტერესი, შეიძლება პარტიასაც ჰქონდეს, რომ ისინი მოხვდნენ სიაში და იყვნენ ჩვენთან ერთად. მოგეხსენებათ, რომ ვარ ამ კლუბის წევრი და მივესალმები ამ კლუბის წევრების საჯარო აქტიურობას ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, თუ ისინი იქნებიან ჩვენს კოალიციაში რაიმე ფორმით, ეს იქნება ძალიან კარგი, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აქვთ ის პოზიტიური რესურსი, რომელიც შეიძლება ქვეყანას მოხმარდეს და ბევრი ისედაცაა ამ პროცესში ჩართული და ბევრი სარგებელი მოაქვთ ჩვენი ქვეყნისთვის“, — განაცხადა ფოფხაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
"ქართული ოცნების" თავმჯდომარეობა შეიძლება გიორგი კვირიკაშვილს შესთავაზონ

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ არ უარყო ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მიესალმება ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებაში ინტელექტუალთა ჩართვას. 

„ეს არ არის გამორიცხული. რაც უფრო მეტი ინტელექტუალი და… პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანი მოხვდება პარლამენტში, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის“, — თქვა კობახიძემ საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრესკონფერენციაზე, რომელიც ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება. 2012 წელს გამართული ბოლო არცევნების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფიძნებულმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა. 


ყველა ახალი ამბავი
0