პრეზიდენტი: არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა დაისვას

© Пресс-служба президентаგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნების შედეგად, მოგებული უნდა იყოს არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, არამედ საზოგადოება და ქვეყანა, - თვლის პრეზიდენტი.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. დღეს საქართველოს პარლამენტში დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ტრადიციული მოხსენებით გამოსვლისას, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მიმდინარე წლის მთავარი გამოწვევა უწოდა. “2012 წლიდან არჩევნების სტანდარტი და ხარისხი მიდის უკეთესობისკენ. ეს ტენდენცია არა მარტო უნდა შენარჩუნდეს, არამედ უნდა გაღრმავდეს და ჩვენ 2016 წელს დაგეგმილი არჩევნები მართლაც ევროპული სტანდარტების შესაბამისად უნდა ჩავატაროთ იმისათვის, რომ საქართველო გახდეს მართლაც ევროპული პოლიტიკური კულტურის ქვეყანა”, — თქვა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქართველოს განათლების სისტემა ფუნდამენტურ რეფორმას საჭიროებს

მარგველაშვილის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით არ უნდა დაისვას კითხვები. „კითხვები არ უნდა დაისვას“ ვგულისხმობ იმას, რომ თუ დაისმება ასეთი კითხვები, განსაკუთრებით საზოგადოებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ის, რასაც ვიღებდით წლების განმავლობაში და გავიმეორებ იმას, რასაც ვამბობდი წლების განმავლობაში, რომ არჩევნების შედეგად მოგებული უნდა იყოს არა ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, არამედ მოგებული უნდა იყოს საზოგადოება და ქვეყანა. ჩვენი მიზანი არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით უნდა იყოს ის, რომ მოიგოს ამომრჩეველმა და მანვე განსაზღვროს, რომელი პოლიტიკური ძალა უნდა მართავდეს ქვეყანას”, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: რუსეთს ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური მიზნით გამოყენება სურს

პრეზიდენტის   ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში ესწრებოდა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.
აქამდე მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს არ ესწრებოდა.
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 150 დეპუტატიდან რეგისტრაცია 107-მა გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0