პრეზიდენტი: საქართველოს განათლების სისტემა ფუნდამენტურ რეფორმას საჭიროებს

© photo: Sputnikგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ხარისხიანი განათლების სტანდარტის დამკვიდრებით, საქართველომ თანამედროვე კონკურენციის მაღალ მოთხოვნებს უნდა უპასუხოს.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კანონმდებლების წინაშე ყოველწლიურ ანგარიშშიგანათლების ფეროსაც შეეხო. მისი აზრით, ქვეყნის განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება.
„ხარისხიანი განათლების სტანდარტის დამკვიდრებით, საქართველომ უნდა უპასუხოს თანამედროვე კონკურენციის მაღალ მოთხოვნებს. რეფორმის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს. საჭიროა, პოლიტიკური ნება რეფორმის იმგვარად განსახორციელებლად, რომ განათლების სისტემამ საზოგადოების გრძელვადიან ინტერესებს უპასუხოს“, — აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე ტრადიციული მოხსენებით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა დაიწყო

პრეზიდენტის  გამოსვლას პარლამენტში ესწრება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.
მანამდე მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს იგნორირებას უწევდა.
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 150 დეპუტატიდან რეგისტრაცია 107-მა გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0