პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა დაიწყო

© Пресс-служба президентаსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატების წინაშე გამოსვლის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ხსოვნას, რომელიც 2005 წლის 3 თებერვალს ტრაგიკულად დაიღუპა.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. დღეს, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესია, ჩვეულებისამებრ ჰიმნით გაიხსნა. სესიის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტრადიციული ყოველწლიური სიტყვით წარსდგა.
გამოსვლის წინ საქართველოს პრემიერმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ხსოვნას, რომელიც 11 წლის წინ 3 თებერვალს ტრაგიკულად დაიღუპა.
„25 წლის წინ, ჩვენ დავასრულეთ და აღვასრულეთ ჩვენი წინამორბედების სანუკვარი ოცნება და საქართველო გახდა დამოუკიდებელი, მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია", — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ თავისუფალი საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შეძლებს გაერთიანდეს არა მარტო ტერიტორიულად არამედ შინაარსობრივადაც. 
„2016 წელი მე გამოვაცხადე ევროპული სახელმწიფოს წლად, ეს არის კიდევ ერთხელ იმ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც ჩვენი წინა თაობები ახორციელებდნენ, ამ გზაზე ნოე ჟორდანია ამბობდა — ჩვენ მომავლის არ გვეშინია; ამ მიზანს სახავდა ზურაბ ჟვანია, როცა ამბობდა მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის  გამოსვლას პარლამენტში ამჯერად ესწრება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები. 

აქამდე მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს არ ესწრებოდა.
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 150 დეპუტატიდან რეგისტრაცია 107-მა გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0