კორონავირუსი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში - რიცხვები, შეზღუდვები, ვაქცინაცია

© Sputnik / Alexander Imedashviliმამაკაცი პირბადით
მამაკაცი პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
უკვე წელიწადზე მეტია მთელი მსოფლიო COVID-19-ის პანდემიას ებრძვის - ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს, მაგრამ საშიში ვირუსის შეჩერება ჯერ ვერ ხერხდება

კორონავირუსის გავრცელების დღიდან ინფექცია 128,3 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, 2,8 მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა.

პანდემიის მესამე ტალღა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიწყო - ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებშიც იმატებს.

Sputnik-საქართველოს მასალიდან შეიტყობთ, როგორი მდგომარეობაა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების მხრივ, რა შეზღუდვები მოქმედებს და როგორ მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი - პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი.

კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღეებში იმატებს - ბოლო დღე-ღამეში 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 268, გარდაიცვალა 5 ადამიანი.

ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
„საიდან მოიტანა, რანაირად...“ – ნუკი კოშკელიშვილის ქმარს და შვილს კორონავირუსი აქვთ

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 281.761 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გამოჯანმრთელდა 273.167, გარდაიცვალა 3.778 ადამიანი. ამჟამად ავადაა 4.790.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. სულ ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში 3.389.798 ტესტი გაკეთდა. ვირუსის გავრცელებამ პიკს შემოდგომასა და ზამთრის დასაწყისში მიაღწია, როდესაც საქართველოში დღეში რამდენიმე ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა. საავადმყოფოები გადავსებული იყო.

გაზაფხულისთვის მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა შეზღუდვების მოხსნის ფონზე კვლავ მატება დაიწყო. ამჟამად საქართველოში გახსნილია საჰაერო საზღვრები. მოქმედ შეზღუდვებს შორისაა: ნიღბების ტარება და კომენდანტის საათი ღამით - 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე. ქვეყანაში შეზღუდულია ხალხმრავალი თავყრილობები და სოციალური ღონისძიებები. გარდა ამისა, საქართველოში იგეგმება წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება ადგილებში, სადაც ახალი შემთხვევების ზრდა ფიქსირდება.

საქართველოში ბრიტანულ-შვედური კომპანიის AstraZeneca-ს ამავე სახელწოდების პრეპარატით, რომელსაც დასახელება შეეცვალა და ამჟამად ცნობილია სახელით Vaxzevria, 15 მარტიდან დაიწყო, მაგრამ პროცესი ქვეყანაში დუნედ მიმდინარეობს. ამ დროისთვის აცრილია 6.757 ადამიანი.  საქართველოს მცხოვრებთა დიდი ნაწილი ვაქცინაციას სკეპტიკურად უყურებს, აცრის შემდეგ მედდის გარდაცვალების ფონზე კი ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა.

ტესტირება  COVID-19-ზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
ინფიცირებულები არიან, მაგრამ „აჭარა ტექსტილის“ დაკეტვის საფუძველი არ არსებობს - დირექტორი

ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობის ნდობის გასაზრდელად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ცნობილი ადამიანებისთვის ვაქცინის 100 დოზა გამოყო - აქციის ფარგლებში ვაქცინა გაიკეთეს რეჟისორებმა გოგა ხაინდრავამ და ლანა ღოღობერიძემ, ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ასევე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს ხელისუფლება ვაქცინაციით ხალხის დაინტერესებას გეგმავს ასევე აცრილებისთვის სხვადასხვა შეღავათისა და წამახალისებელი ღონისძიების დაწესებით. 

საქართველოში აცრა ორი პრეპარატით ტარდება - Pfizer და Vaxzevria. ამჟამად იცრებიან მხოლოდ სამედიცინო სფეროს თანამშრომლები და 55 წელს გადაცილებული პირები, ასევე დიალიზზე მყოფი მოქალაქეები ან გადანერგილი ორგანოების მქონე პაციენტები. მოქალაქეებს შეუძლიათ თავად აირჩიონ, რომელი პრეპარატით აიცრებიან.

ბოლო მონაცემებით, 14 აპრილამდე აცრის მსურველი 14.224 ადამიანია რეგისტრირებული, მათგან Pfizer-ით აცრის მსურველია 10 ათასზე მეტი 65 წელს გადაცილებული მოქალაქე. ახლო მომავალში ქვეყანაში ჩინური ვაქცინის ასი ათასი დოზა შემოვა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში, სავარაუდოდ, ივლისიდან დაიწყება, როდესაც ქვეყანაში ვაქცინის საჭირო მარაგი ჩამოვა. ზაფხულის შუა პერიოდიდან სპეციალისტები დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების გახსნას გეგმავენ. თითოეულში დღეში 3-4 ათასი ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.

კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატებაა - ბოლო დღე-ღამეში 1.148 შემთხვევა გამოვლინდა, 459 გამოჯანმრთელდა, 18 გარდაიცვალა.

ხელოვნური სუნთქვის აპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
ვაქცინა თუ გული – რა გახდა თბილისის ერთ–ერთი კლინიკის ექიმის გარდაცვალების მიზეზი

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალო სამედიცინო ცენტრების რაოდენობა სომხეთში 30 მარტს 20-მდე გაზარდეს, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს არ არის მაქსიმუმი, რადგან 2020 წლის შემოდგომაზე ასეთი კლინიკების რაოდენობა 29-ს აღწევდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა სომხეთში 2020 წლის 28 თებერვალს გამოვლინდა. მას შემდეგ ქვეყანაში 853.829 ტესტირება ჩატარდა. პანდემიის დაწყების დღიდან გამოვლინდა ინფიცირების 192.639 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა - 173.064, გარდაიცვალა 3.515 ადამიანი. ამჟამად ავადაა 16.060 ადამიანი.

ვირუსის გავრცელების გამო სომხეთში 2020 წლის 16 მარტიდან 11 სექტემბრამდე საგანგებო რეჟიმი მოქმედებდა. შემდეგ სომხეთში გამოცხადდა კარანტინი, რომელიც 2021 წლის 11 ივლისამდე გაგრძელდება. ნიღბების ტარება ქვეყანაში სავალდებულოა.

კარანტინი სომხეთში ითვალისწინებს ქვეყანაში შესვლისა და გამოსვლის საგანგებო რეჟიმს, თვითიზოლაციის წესებს, ასევე გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, საზოგადოებრივი ღონისძიებების, სასწავლო პროცესისა და ეკონომიკური საქმიანობის სფეროებში. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ინდივიდუალური დაცვის ზომები მოქმედებს, ხოლო გადაადგილებისას აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტარება.

ვაქცინაცია Pfizer–ის პრეპარატით - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა

სომხეთი 2021 წელს გეგმავს მოსახლეობის 10-15%-ის აცრას. ქვეყანაში რეგისტრირებულია სამი ვაქცინა - „სპუტნიკ V", Vaxzevria და Pfizer. რისკ-ჯგუფის მოქალაქეები სახელმწიფოს ხარჯზე აიცრებიან.

ვაქცინაცია სომხეთში თებერვლის დასაწყისში რუსეთის ნაჩუქარი ვაქცინით  „სპუტნიკ V“ დაიწყო. ბოლო მონაცემებით, სომხეთში ვაქცინა 600-ზე მეტმა მედიცინის მუშაკმა და რისკჯგუფის ადამიანმა გაიკეთა. მომდევნო კვირიდან სომხეთში Vaxzevria-ს ვაქცინით აცრა დაიწყება - 28 მარტს ამ ვაქცინის 24 ათასი დოზა ჩაიტანეს. თავდაპირველად აიცრება სამედიცინო პერსონალი, 65 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობა და ა.შ.

უახლოეს მომავალში ქვეყანაში რუსული ვაქცინის მორიგ პარტიას ელოდებიან. 15 ათასამდე დოზას რისკჯგუფის 7500 მოქალაქის ასაცრელად გამოიყენებენ. მოგვიანებით, ქვეყანაში დამატებითი დოზების შეტანის შემდეგ, აიცრებიან მეორე ჯგუფის მოქალაქეები - მასწავლებლები, პოლიციელები, საგანგებო სამსახურის თანამშრომლები...

კორონავირუსი აზერბაიჯანში

ბოლო დღეებში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი მატება შეინიშნება. ყოველდღიურად ინფიცირების ორი ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. გაიზარდა გარდაცვალების შემთხვევებიც. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ით ინფიცირების 2.237 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 787, გარდაიცვალა 29 ადამიანი.

კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
სამეგრელოში ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება

ვირუსის მესამე ტალღის გამო ხელისუფლებამ ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმი ზაფხულამდე გააგრძელა. გადაწყვეტილების თანახმად, აპრილსა და მაისში დასვენების დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს.

გარდა ამისა, აზერბაიჯანში კვლავ აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები. ახლო მომავალში არც ბაქოს მეტროპოლიტენის მუშაობა განახლდება.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა აზერბაიჯანში 2020 წლის 28 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ ჩატარდა 2.873.658 ტესტირება. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 261.713 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 238.125, გარდაიცვალა 3.567 ადამიანი. ამჟამად ავადაა 20.021.

აზერბაიჯანში მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესის მეოთხე სტადია. პროცედურა უფასოა და ნებაყოფლობითი.

მოსახლეობის აცრა აზერბაიჯანში 18 იანვრიდან დაიწყო. თავდაპირველად აიცრა სამედიცინო პერსონალი. მეორე სტადია შეეხო 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მესამე - 50 წელს გადაცილებულებს, ამჟამად კი მიმდინარეობს 40 წელს გადაცილებულთა აცრა.

გამონაკლისს წარმოადგენენ 18 წლამდე მოქალაქეები, ორსულები და ალერგიული პაციენტები. ვაქცინაცია მიმდინარეობს ჩინური კომპანია Sinovac-ის CoronaVac-ის ვაქცინით.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
ვაქცინაციის პროცესში პოლიციელები და სამხედრო მოსამსახურეები ერთვებიან

ამჟამად აზერბაიჯანში ჩინური წარმოების ვაქცინის 1,5 მილიონი დოზაა შეტანილი. Vaxzevria-ს პირველი პარტია აზერბაიჯანში აპრილის პირველ დეკადაში შევა - ამ ვაქცინის 84 ათასი დოზა კორეიდან 5 აპრილს გაიგზავნება. მაისის ბოლომდე აზერბაიჯანში იგეგმება კომპანია AstraZeneca -ს ვაქცინის 432 ათასი დოზის იმპორტი, მიუხედავად ცალკეული ინფექციონისტების მოწოდებისა, უარი ეთქვათ ამ პრეპარატის გამოყენებაზე საქართველოს კლინიკაში აცრის შედეგად მედდის გარდაცვალების ფონზე. აზერბაიჯანში რვა კვირის განმავლობაში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის 218.790 დოზასაც ჩაიტანენ.

კორონავირუსი თურქეთში

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში COVID-19-ით ინფიცირების 37.303 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 19.925, გარდაიცვალა 155 ადამიანი.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
უკავშირდება თუ არა ექიმის გარდაცვალება ვაქცინაციას – მინისტრის განმარტება

კორონავირუსის პირველი შემთხვევა თურქეთში 2020 წლის 10 მარტს დაფიქსირდა. მას შემდეგ ჩატარდა 38.102.747 ტესტირება. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 3.277.880 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2.995.033, გარდაიცვალა 31.385 ადამიანი. ამჟამად ავადაა 251.462.

COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო თურქეთმა შეზღუდვები გაამკაცრა. უქმე დღეებში კომენდანტის საათი დაწესდება მომატებული რისკის 58 პროვინციაში, სადაც თურქეთის მოსახლეობის 80% ცხოვრობს. მათ შორისაა ქალაქები - სტამბოლი, იზმირი, ანტალია, ბურსა, ტრაბზონი, რიზე, ართვინი და სხვ.

კომენდანტის საათის დროს კაფეები და რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ, დანარჩენ საათებში კი შეძლებენ უმასპინძლონ თავიანთი ტევადობის მხოლოდ ნახევარს.

მთელ თურქეთში სამუშაო დღეებში კვლავ ძალაშია კომენდანტის საათი 21:00 სთ-დან 5:00 სთ-მდე.

შეზღუდვები იმოქმედებს თურქეთში რამადანის თვეშიც, რომელიც 12 აპრილიდან იწყება. ქვეყანაში შეიზღუდება საზოგადოებრივი იფთარებისა (საღამოობით კვება წმინდა თვეში) და სუჰურების (დილის კვება) ჩატარება.

თურქეთში ვაქცინაცია 2021 წლის იანვარში დაიწყო, მიმდინარეობს ოთხ ეტაპად ჩინური СoronaVac ვაქცინით. თავდაპირველად აიცრნენ მედიცინის მუშაკები, ასაკოვანი მოქალაქეები და მასწავლებლები.

კორონავირუსის ეპიდემია – ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამყრელიძე: წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, არაა გამორიცხული, რომ მესამე ტალღა დაიწყოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია ამა წლის მაისში ან ივნისში დასრულდება.

„ჩვენ ველოდებით ჩინეთიდან 50 მილიონ დოზას. გერმანიიდან ჩამოვიდა 1,5 მლნ დოზა BioNTech. გრძელდება მოლაპარაკება რუსეთთან. როგორც კი რუსეთიდან ვაქცინა ჩამოვა, ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდება“, - განუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

თურქეთის აცრილ მოქალაქეთა რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა. ამასთან შვიდ მილიონამდე მოქალაქე ორივე დოზით აიცრა. ეს მოსახლეობის დაახლოებით 8%-ია.

კორონავირუსი რუსეთში

პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 4.545.095 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4.166.172, გარდაიცვალა 98.850 ადამიანი. ამჟამად ავადაა 280.073.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
საქართველოში 55 წელს ზემოთ პირთა ვაქცინაცია 5 აპრილიდან დაიწყება

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში COVID-19-ით ინფიცირების 8.275 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10.176, გარდაიცვალა 408 ადამიანი.

რუსეთი ჩატარებული ტესტირების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა - პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 120,2 მილიონი ტესტირება გაკეთდა.

ვაქცინაცია რუსეთში გასული წლის დეკემბერში დაიწყო - ბოლო მონაცემებით, ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა 6,8 მილიონმა მოქალაქემ - მოსახლეობის დაახლოებით 5%-მა. უპირატესობა ენიჭება 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრას. ეს ასაკობრივი ჯგუფი აცრილთა 46%-ს შეადგენს.

დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებს ორი ვაქცინით აცრა შეუძლიათ - „გამ-კოვიდ-ვაკით“ („სპუტნიკV") და „ეპივაკკორონათი“. რუსეთის მოქალაქეთათვის ვაქცინა უფასოა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის რეგიონებში ვაქცინა უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მოსახლეობა აცრას არ ჩქარობს.

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად რუსეთში 4,5 ათასი სტაციონარული და ათასზე მეტი მობილური აცრის პუნქტი მუშაობს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ადამიანების ინფორმირება, სად და როდის შეუძლიათ მათ აცრის გაკეთება და რისთვისაა ეს საჭირო.

რუსეთის ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ვიდრე ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდება, ისინი  შეზღუდვებს ვერ გააუქმებენ.

ვარშავა - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
საქართველოს საელჩო პოლონეთში წასვლის მსურველებს აფრთხილებს

შეზღუდვებს რუსეთის სუბიექტების ხელმძღვანელები აწესებენ და აუქმებენ რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით.

მაგალითად, მოსკოვში, საზოგადოებრივ ადგილებში, მოქმედებს ნიღბებისა და ხელთათმანების ტარების რეჟიმი, ნიღბების გამოყენება რეკომენდებულია ქუჩაშიც, ხოლო კულტურული, საგამოფენო, საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება ნებადართულია დარბაზის ტევადობის არაუმეტეს 50%-ის შევსების შემთხვევაში.

გარდა ამისა, საგანმანათლებლო ორგანიზაციები ფუნქციონირებს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით, რეკომენდებულია 65 წელს გადაცილებულ თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა.

რუსეთის მრავალ რეგიონში ქრონიკული დაავადებების მქონე და 65 წელს გადაცილებულ პირთათვის მოქმედებს თვითიზოლაციის რეჟიმი.

კაფეები და რესტორნები მუშაობენ არასრული დატვირთვით, ზოგან კი შეჩერებულია მუშაობა ღამის საათებში, გატანის სერვისის გარდა.

ყველა ახალი ამბავი
0