უკავშირდება თუ არა ექიმის გარდაცვალება ვაქცინაციას – მინისტრის განმარტება

© Facebook / Government of Georgiaეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
ექიმის გარდაცვალების შემთხვევას, რომელმაც ორი კვირის წინ გაიკეთა კორონავირუსის ვაქცინა სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. თბილისში 52 წლის ექიმის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის დადგენილი არ არის, მიმდინარეობს მოკვლევა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

როდის დაიწყება საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია: გამყრელიძის განმარტება>>

კლინიკა „მედკაპიტალის“ ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორი კვირის წინ აიცრა და გასული ორი კვირის განმავლობაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა. თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და 29 მარტს ის ჩაფიძის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამშაბათს, 30 მარტს კი ექიმი გარდაიცვალა.

Pfizer–ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
საქართველოში დღეიდან Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო

„რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. მიმდინარეობს მოკვლევა. მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

როგორც ჩაფიძის კლინიკაში აცხადებენ, ექიმს გულის იშემიური დაავადება ჰქონდა და სუნთქვითი უკმარისობის დროს გარდაიცვალა.

რა გახდა ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი, ჯერ უცნობია, მაგრამ ამ ფაქტმა შეიძლება კიდევ უფრო იმოქმედოს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესზე, რომელიც არცთუ აქტიურად მიმდინარეობს. ჯერ კიდევ უცნობია ახალციხეში 27 წლის მედდის გარდაცვალებაზე სასამართლო–სამედიცინო დასკვნა, რომელიც AstraZeneca–ს პრეპარატით აცრის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

ყველა ახალი ამბავი
0