00:59 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (524)
80 0 0

თავდაპირველად აცრა უტარდებოდა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, მაგრამ დაბალი აქტიურობის გამო 25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ჩაერთვნენ.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ჩვენ ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე, დიდი ალბათობით, ივლისიდან გადავალთ, როდესაც ვაქცინის, სულ მცირე, ნახევარი მილიონი დოზა გვექნება მარაგში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს (43,2 ათასი დოზა) ვაქცინით დაიწყო, რომელიც ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. პრეპარატ Pfizer-ით (29,5 ათასი დოზა) ვაქცინაციის პროცესი კი დღეს დაიწყო და ამ პრეპარატით მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში მიმდინარეობს.

გამყრელიძის განმარტებით, წლის განმავლობაში საქართველო სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინას მიიღებს, მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ნოვავაქსის“, „ჯონსონ-ენდ-ჯონსონის“ და „სინოფარმის“ ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, გარდა Covax-პლატფორმისა, პირდაპირი მოლაპარაკება მიმდინარეობს „სერუმ ინსტიტუტთანაც“ „ნოვავაქსის“ ვაქცინის მილიონი დოზის შესყიდვის თაობაზე.

„ამას გარდა, ქვეყანა პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ფაიზერთან“ არა „კოვაქსის“ გავლით, არამედ პირდაპირ „ფაიზერიდან“ შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით „ფაიზერისგან" მოწოდების პირობებს. ამიტომ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინა იქნება ქვეყანაში, მათ შორის თავისთავად იქნება AstraZeneca", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ ეტაპზე ბრიტანულ–შვედური კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინით საქართველოში აცრილია 5 ათასზე მეტი მოქალაქე. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისათვის ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებულია 14.097 ადამიანი. აქედან Pfizer-ის პრეპარატით აცრის სურვილი 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა.

ქართველი ეპიდემიოლოგები აცრილ მოქალაქეებს რჩევებს აძლევენ>>

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. თუმცა, დაბალი მიმართვიანობის გამო გადაწყდა, რომ 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი აცრან.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (524)

მთავარი თემები