თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსში 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. ის უკვე შეხვდა ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
რას მოუტანს საქართველოს ენერგეტიკას პირველი ბირჟა>>
ფორუმი დავოსში ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. აქ იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები და უდიდესი კომპანიების წარმომადგენლები. სწორედ ეს ფორუმია ადგილი, სადაც იწყება მოლაპარაკებები შემდგომ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, თანხმდებიან კრედიტების გაცემაზე და იზიდავენ ინვესტიციებს.
წელს ფორუმს 188 ქვეყნის 2,8 ათასზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. მათ შორისაა სახელმწიფოებისა და მთავრობების 53 მეთაური, ასევე 1,7 ათასი ბიზნეს-ლიდერი.
ახალი ინვესტიციები
დავოსში ფორუმის მეორე დღეს გახარიამ დიდი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები. მთავრობის მეთაურმა პოტენციურ ინვესტორებს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო გააცნო.
შეხვედრების დროს მიაღწიეს გარკვეულ შეთანხმებებსაც. კერძოდ, ბრიტანული კომპანია OneWeb – უმსხვილესი სტარტაპ-კომპანია კომუნიკაციების სფეროში მსოფლიო სახელით – საქართველოში სატელიტური ქსელების უზრუნველყოფისთვის სპეციალური სადგურების შექმნით დაინტერესდა. ეს ქვეყანაში უწყვეტ ინტერნეტს უზრუნველყოფს. კომპანიაზე შთაბეჭდილება მოახდინა კარგმა საინვესტიციო გარემომ და საქართველოს სტრატეგიულმა მდებარეობამ.
რომელ სფეროებში ახორციელებენ უცხოელები ინვესტიციებს საქართველოში>>
შეხვედრის დასრულებისთანავე OneWeb-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინტერნეტ-პროვადიერ Silknet-თან („სილქნეტი").
პრემიერ-მინისტრმა ასევე შეძლო და საქართველოს პოტენციალით დააინტერესა გერმანული კონგლომერატი Siemens Energy. ამ კომპანიის წარმომადგენლები სიტუაციის ადგილზე გასარკვევად საქართველოში ჩამოვლენ. საქართველოში თავის წარმომადგენლებს გამოგზავნის ასევე სხვა ბიზნეს-გიგანტი – მულტინაციონალური ენერგეტიკული კომპანია ENEL. ამ საწარმოს სპეციალისტები შეისწავლიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, ახალი ელექტროსადგურების აშენების კუთხით.
საქართველოში თანამედროვე თბოელექტროსადგური ამუშავდა>>
დავოსში საქართველოს პრემიერი ასევე შეხვდა ქვეყნის ძველი ბიზნეს-პარტნიორის – კომპანია Coca-Cola-ს წარმომადგენლებს. ამ შეხვედრაზე გახარია დაარწმუნეს, რომ კომპანია რეგიონში წარმოების გაფართოებით არის დაინტერესებული და გააგრძელებს ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებას.
დავოსის პოლიტიკური ასპექტი
ვიზიტის მეორე დღეს პოლიტიკური შეხვედრების გარეშე არ ჩაუვლია. გახარია შეხვდა მეზობელი და ევროპის ქვეყნების ლიდერებს.
„ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს” - გახარია საქართველოს როლზე TANAP–ში>>
განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი პრემიერის შეხვედრა მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტებთან: სომხეთის - არმენ სარქისიანთან და აზერბაიჯანის - ილჰამ ალიევთან.
საქართველოსა და სომხეთის ლიდერების შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის ლიდერების მაღალი დონის შეხვედრის დადებითი დინამიკა. რაც შეეხება გახარიასა და ალიევის შეხვედრას, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს.
საქართველოს პრემიერი ასევე შეხვდა ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს, ლატვიის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს, სლოვენიის პრემიერ მარიან შარეცს.
შეხვედრებზე მთავარი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც ივნისში გაიმართება. ამას გარდა, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები.
საქართველოდან სომხეთში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტირება მიმდინარეობს>>
ქართული დელეგაციის ვიზიტი შვეიცარიაში 24 იანვარს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერი ევროპელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში New Ambitions for Europe.