06:19 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
78 0 0

საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა ევროპას აზიის ქვეყნებთან აკავშირებს, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთში ედირნეს პროვინციაში მონაწილეობა მიიღო ტრანს-ანატოლიური გაზსადენის (TANAP) ტრანს-ადრიატიკულ მილსადენთან (TAP) მიერთების საზეიმო ცერემონიაში და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციებზე ისაუბრა.

ალიევი: TANAP ქვეყნებს შორის ხიდი გახდება >>

TANAP-ი სათავეს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე იღებს და საბერძნეთის საზღვართან ტრანსადრიატიკულ მილსადენს (TAP) უერთდება. გაზსადენის მეშვეობით, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი ევროპის ქვეყნებს მიეწოდება.

„ენერგომატარებლების ტრანსპორტირების თვალსაზრისით ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ შეასრულოს ხიდის ფუნქცია“, - განაცხადა გახარიამ.

მან აღნიშნა, რომ მილსადენი საქართველოს ეკონომიკურად სწრაფად განვითარებაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმარება.

გაზსადენის საერთო სიგრძე, რომელიც ფაზა-0 და ფაზა-1 მონაკვეთებისგან შედგება, 1850 კმ-ს შეადგენს.

2018 წლის 12 ივნისს შედგა პირველი მონაკვეთის ოფიციალური გახსნის ცერემონია, 30 ივნისს თურქეთში კომერციული გაზის პირველი მიწოდება დაიწყო. მილსადენ TANAP-ის გამტარუნარიანობა წელიწადში 16 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, აქედან ექვსი მილიარდი კუბური მეტრი მიეწოდება თურქეთს, დანარჩენი - ევროპაში.

მთავარი თემები