რომელ სფეროებში ახორციელებენ უცხოელები ინვესტიციებს საქართველოში

გამოწერა
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მსხვილი ინვესტორები არიან თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, პანამა და იაპონია.

საქართველოში იანვარ-სექტემბრის პერიოდში ინვესტიციების მოცულობა, გასულ წელთან შედარებით, 17%-ით შემცირდა და 908,9 მლნ დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ინვესტიციების კლების ძირითად მიზეზებს შორის დაასახელეს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის ფაზის დასრულება, ასევე რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლა.

წლის დასაწყისიდან საქართველოში მსხვილი ინვესტორები გახდნენ თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, პანამა და იაპონია. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდების წილი 477,9 მლნ დოლარს შეადგენს. ეს ინვესტიციების საერთო მოცულობის დაახლოებით 52,6%-ია.

ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ენერგეტიკაში, სასტუმროებისა და რესტორნების, საფინანსო სექტორებში, გადამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობის სფეროში.

ამ დარგებში შემოსულობებმა შეადგინა 581,8 მლნ დოლარი – ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 64%-ზე მეტი.

ყველა ახალი ამბავი
0