დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 ნოემბერი

© Pixabay / spiagol56კაკლის ხე ყვავილობისას
კაკლის ხე ყვავილობისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს მრავალი უთანხმოებაა მოსალოდნელი, რაც საქმიანობაში გიშლით ხელს. გიჭირთ თავის გაკონტროლება, რადგან გარშემომყოფებს თქვენს მოსაზრებებში ხშირად ეჭვი შეაქვთ. თუ ამ სიტუაციას გაუმკლავდებით, ვითარების უკეთესობისკენ შეცვლასაც შეძლებთ. არ გარისკოთ. დღეს ნაცნობი, ჩვეული მეთოდებით აჯობებს მოქმედება. მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

კურო

დღის დასაწყისში პრობლემებია მოსალოდნელი, რომლის მიზეზი ხანდახან თქვენი საქციელი და გადაწყვეტილებები ხდება. ხშირად იქცევით ემოციებს კარნახით, ასევე, რისკავთ; ეს შემდგომ, შესაძლოა, სანანებელი გაგიხდეთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად ხელსაყრელი იქნება. გაქვთ საშუალება, გააკეთოთ რაღაც საინტერესო საქმე, წარმარებას მიაღწიოთ მნიშვნელოვან საქმეში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ტყუპი

იღბლიანი და ნაყოფიერი დღეა. შეგიძლიათ სხვადასხვა საქმით დაკავდეთ. შესანიშნავად უმკლავდებით როგორც სრულიად ახალ, ისე კარგად ნაცნობ ამოცანებს. შესაძლებლობა გექნებათ, განამტკიცოთ საქმიანი კავშირები, მოძებნოთ ახალი გავლენიანი მოკავშირეები. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მგზავრობისთვის, რომელიც უამრავ ახალ შთაბეჭდილებას მოგიტანთ. წაგადგებათ გარემოს გამოცვლა. გაჩნდება ახალი იდეები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი

კირჩხიბი

დღის პირველი ნახევარი უღიმღამოდ მიდის. უამრავი დრო მიაქვს ფუჭ საუბრებს, გიწევთ სრულიად უინტერესო საქმეების გაკეთება, გართულებულია გარშემომყოფებთან ურთიერთობები. დღის მეორე ნახევარში ვითარება მკვეთრად შეიცვლება. შეძლებთ მრავალი სასარგებლო საქმის გაკეთებას. არის ალბათობა, რომ გაიცნოთ ადამიანები, რომელთა მხარდაჭერა მალე გამოგადგებათ.

სანაპირო - Sputnik საქართველო
რეტროგრადული მერკური: 31 ოქტომბერი - 19 ნოემბერი - როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

ხელსაყრელია დღის პირველი ნახევარი, რომელიც მნიშვნელოვანი საქმეებისა და შეხვედრებისთვის უნდა გამოიყენოთ. მოსალოდნელია საინტერესო წინადადების მიღება თანამშრომლობაზე, რაზეც, სავარაუდოდ, თანხმობას განაცხადებთ და დიდი ალბათობთ, არც ინანებთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთულად განვითარდება. მოსალოდნელია უსიამოვნო შეხვედრები. თუ თავს გააკონტროლებთ, კონფლიქტს თავიდან აიცილებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

ქალწული

არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში პრობლემებია მოსალოდნელი, რომლის მიზეზი, უმეტეს შემთხვევებში, თქვენ არ იქნებით. ხანდახან ადამიანები არ ამართლებენ თქვენს ნდობას, ხანდახან კი ვითარებები ეწყობა უიღბლოდ. თუ არ შეუშინდებით საკუთარი გადაწყვეტილებებით მოქმედებას, სიტუაციას გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარი სრულიად განსხვავებული იქნება. გაგიმართლებთ რაღაც მნიშვნელოვან საქმეში. გამოიჩინეთ ინიციატივა ცხოვრების ყველა სფეროში.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

მშვიდი და ნაყოფიერი დღეა. დღის პირველ ნახევარში აჯობებს, თუ დამოუკიდებლად იმოქმედებთ. ბევრ საქმეს შესანიშნავად გაართმევთ თავს. მოსალოდნელია წარმატებები სწავლაში. მოგვიანებით გუნდური მუშაობისთვის შესაფერისი დრო დადგება. შეძლებთ საიმედო მოკავშირეების მოძებნას. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლის გაგება თქვენს ახლობლებთან დაკავშირებით.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ხელსაყრელი დღე გელოდებათ. შეგიძლიათ შეეჭიდოთ რთულ საქმეებს, ისწავლოთ რაღაც ახალი. კარგად გაართმევთ თავს რთულ ამოცანებს, არაერთგვაროვან ვითარებებს. ახალ ნაცნობებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, გამოცდილი მოკავშირეები კი არ დაგაღალატებენ. პირად ურთიერთობებში კარგი იქნება, თუ ინიციატივას გამოიჩენთ, გაქვთ შანსი, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოთ. არ შეუშინდეთ საკუთარ განცდებზე საუბარს. მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

მშვილდოსანი

წარმატებული და იღბლიანი დღეა. ბევრ რამეში შეგიძლიათ წარმატების მიღწევა, რაშიც საქმეებისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულება გეხმარებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. ბევრზე ახდეთ კარგ შთაბეჭდილებას. არ არის გასაკვირი, რომ ბევრი გთავაზობთ საინტერესო წინადადებას. პასუხის გაცემა არ იჩქაროთ – დრო გაქვთ. რომანტიკული პაემანი კარგად ჩაივლის, თუ თვითონ გაუწევთ მას ორგანიზებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

რითი შეუძლია იამაყოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

თხის რქა

ეცადეთ, სიმშვიდე არ დაკარგოთ და თავი გააკონტროლოთ, რაც არცთუ მარტივია. ახლა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, გარშემომყოფები ყოველთვის არ ამართლებენ თქვენს იმედებს, მაგრამ არ ინერვიულოთ – ყველა დაბრკოლების გადალახვა შეიძლება, მთავარია, ენდოთ საკუთარ გამოცდილებასა და ჯანსაღი აზრის კარნახს. რასაც სხვები ამბობენ, ყველაფერი სიმართლე არაა, ამიტომ დააზუსტეთ და გადაამოწმეთ ინფორმაციები. საკუთარი იდეები მხოლოდ ძალზე სანდო ადამიანებს გაანდეთ.

ტიგრაი, ეთიოპია - Sputnik საქართველო
მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღის პირველი ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ შემოგთავაზონ თანამშრომლობა მომგებიანი პირობებით. ზოგიერთი თქვენგანი გარშემომყოფებს თავისი ნიჭითა და ცოდნით სასიამოვნოთ გააკვირვებს. არ მოგერიდოთ ზომიერი თვითრეკლამა, ახლა ეს საჭირო ადამიანების ყურადღებას მიიპყრობს. დღის მეორე ნახევარი რამდენადმე რთული იქნება. შესაძლოა, გამწვავდეს ძველი უთანხმოებები. ეცადეთ, საქმე ღია კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები

თევზები

დღე მრავალ სასიამოვნო მომენტს გაჩუქებთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი რამ არ მოხდეს, მაგრამ სიხარულის საბაბი ნამდვილად გექნებათ. ზოგიერთ თქვენგანს გაუჩნდება შესანიშნავი იდეები კარიერასათან ან ბიზნესთან დაკავშირებით. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციების გავლენა ჭარბობს, საყვარელ ადამიანებთან ჰარმონიული კონტაქტი გაქვთ. გაგახარებთ ძველ ნაცნობებთან შეხვედრა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0