ქართულ-უნგრული თანამშრომლობის პერსპექტივები: უნგრეთის მთავარი დიპლომატის ვიზიტის შედეგები

© courtesy of David Zalkalianiპეტერ სიიარტო
პეტერ სიიარტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური პირია, რომელიც საქართველოს ეწვია.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მომავალი პერსპექტივები განიხილა თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან შეხვედრებისას.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური პირია, რომელიც საქართველოს ეწვია. როგორც მანამდე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უნგრელი დიპლომატი კარანტინში არ მოუთავსებიათა, რადგან ეს რეგულაცია ოფიციალურ პირებზე არ ვრცელდება.

მიმზიდველი ბიზნეს-გარემო

„საშუალება გვქონდა გვესაუბრა უნგრულ და ქართულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის წყლის სექტორის განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უნგრელ დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ.

პიტერ სიიარტო - Sputnik საქართველო
როდის მიიღებს უნგრეთიდან ტურისტებს საქართველო: რაზე ისაუბრეს მინისტრებმა

სიიარტომ ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ მიმზიდველ ბიზნეს-გარემოზე და უნგრული კომპანიების სურვილზე ამ ქვეყანაში ბიზნესის წარმართვის კუთხით. კერძოდ, შეხვედრებზე აღინიშნა უნგრული ლოუკოსტერის Wizz Air-ის წარმატებული მუშაობა საქართველოში.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, ავიაკომპანია ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოში და იმ პირობებში, რომლებიც მას შეუქმნეს ქვეყანაში, Wizz Air-მა მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი საქმიანობის არეალი.

საქართველოს მთავრობამ Wizz Air შეიყვანა პროგრამაში, რომელიც პანდემიის პერიოდში თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივ დაბრუნებას გულისხმობს.

ზალკალიანი: Wizz Air არსად არ მიდის >>

პიტერ სიიარტომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უნგრეთის ბანკმა შექმნა ფონდი, რომელშიც აკუმულირებულია თანხა 155 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება დაიხარჯოს.

პატრიარქის კურთხევა

უნგრელი სტუმრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეწვივნენ, რომელმაც დალოცა ისინი და უნგრეთის სახელმწიფოს შემდგომი წინსვლა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება უსურვა.

როგორც პიტერ სიიარტომ აღნიშნა, უნგრეთი ქრისტიანული ქვეყანა ათასი წლის წინ გახდა და როგორც ქართველებისთვის, ისე უნგრელებისთვის მნიშვნელოვანია ქრისტიანული ფასეულობებისა და ოჯახის სიწმინდის დაცვა.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: როცა გაგიჭირდებათ, შესთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს

სიიარტოს თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის საქმიანი ურთიერთობები ჩამოყალიბდა სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, გარდა ამისა, უნგრეთი მზად არის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

პატრიარქმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელიც უნგრეთმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში გაუწია.

უნგრეთისა და საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთთან სტუმრად ივლიან

საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა ტურიზმის გააქტიურების მნიშვნელობა ქვეყნებს შორის. ითქვა, რომ საერთაშორისო მიმოსვლის პირობები გამარტივდება თანდათანობით და ეტაპობრივად, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას და მიღწეულ შედეგებს ზარალი არ მიადგეს.

მოგზაურები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ფასიანი კარანტინი ან ტესტი კორონავირუსზე:როგორ დახვდებიან საქართველოში უცხოელ ბიზნესმენებს

როგორც სიიარტომ აღნიშნა, უნგრეთის სულ უფრო მეტ მოქალაქეს სურს მოინახულოს საქართველო. ამიტომ მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის ფარგლებში ინფორმაციის მიმოცვლა მოხდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს ეწვია თითქმის 7,8 ათასი უნგრეთის მოქალაქე, რაც, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,9%-ით მეტია.

გარდა ამისა, დიპლომატმა აღნიშნა საქართველოს პოზიტიური ნაბიჯები COVID-19-თან ბრძოლის კუთხით, რაც მიღწეულია როგორც მთავრობის გადაწყვეტილებების წყალობით, ისე მოქალაქეების ძალისხმევის შედეგად. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხში დიდ წარმატებას მიაღწია უნგრეთმაც.

როგორ იმოქმედა კორონავირუსმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაზე >>

დიპლომატმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში საგრძნობლად გამყარდა მეგობრობა ქვეყნებს შორის, ხოლო უნგრეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობით მედიკამენტები შემოდის.

ორმხრივი ურთიერთობები

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთაშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.

მეტი კრედიტი, მეტი დახმარება: საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივდება >>

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 45,9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 5,6%-ით ნაკლებია.

ყველა ახალი ამბავი
0