ილია მეორე: როცა გაგიჭირდებათ, შესთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს

© photo: Sputnikილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება.

თბილისი, 22 მაისი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნიკოლოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ტაძარებში საზეიმო წირვა აღევლინა.

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 19 დეკემბერი – წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. 

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: „ოჯახი შესდგება ცოლისგან, ქმრისა და შვილებისგან...“

"წმინდა ნიკოლოზი მოწყალე მშობელია, მოწყალე მამა, თავის ცხოვრებაში ყველა ადამიანს წმინდა ნიკოლოზის მოწყალება გამოუცდია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ აგისრულოს თხოვნა წმინდა ნიკოლოზმა. მოწყალეა, მარტო ქრისტიანებს კი არა, მუსულმანებსაც ეხმარება“, - განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ მრევლს მოუწოდა, გაჭირვებისას წმინდა ნიკოლოზს სთხოვონ დახმარება.

„წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით. ახლაც, ამ რთულ დროს, მინდა ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება და შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო", - ბრძანა პატრიარქმა.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0