13:52 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (153)
113 0 0

ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა განაგრძოს ოპერირება საქართველოში და დაიწყოს ფრენები, როგორც კი საერთაშორისო ავიამიმოსვლა განახლდება.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. უნგრული ლოუკოსტერი Wizz Air არ აპირებს ქართული ავიაბაზრის დატოვებას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე.

უფრო ადრე ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ Wizz Air ხურავს თავის ბაზას ქუთაისში და უშვებს თანამშრომლებს.

„ყველაფერი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვისმენდით, არის სპეკულაციები და არ აქვს შეხება რეალობასთან. „ვიზეარი" არსად არ გადის, ის რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას. ჩვენ ვართ ძალიან მჭიდრო კავშირში და კომუნიკაციაში კომპანიის წარმომადგენლობასთან, რათა დავგეგმოთ თანმიმდევრულად და ეტაპობრივად ის ფრენები, რომლებიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში. ეს არის პირველ რიგში დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე", – განაცხადა ზალკალიანმა.

თბილისში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ავიაკომპანიამ რეისების რაოდენობა შეამცირა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

ლოუკოსტერის საქართველოდან გასვლის შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე უარყო ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ მზად არიან ფრენების შესასრულებლად, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული რეისები.

Wizz Air ქართულ ბაზარს ტოვებს? ეკონომიკის მინისტრის პასუხი>>

ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (153)

მთავარი თემები