ელიტური კორუფცია საქართველოში – „ფეიკი" თუ... ექს-მინისტრის სკანდალური აღიარება

© photo: Sputnik / SPUTNIK / LEVAN AVLABRELIევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტის ექს-მინისტრმა ლევან ყიფიანმა აღიარა, რომ მას და კომპანია Omega Group-ის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ცბიერი გეგმა ჰქონდათ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა აღიარა, რომ თავად აკეთებდა სკანდალურ აუდიოჩანაწერებს, რადგანაც ეს კომპანია Omega Group-ის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილისა და მისი ერთობლივი გეგმა იყო.

ოქუაშვილი ყველაფერს უარყოფს და აცხადებს, რომ მზადაა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. ის აუდიოჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნას და მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საფრანგეთის სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

ივანიშვილს „ალ კაპონეების კრიმინალური ბანდის" შექმნას აბრალებენ – სკანდალი მწიფდება>>>

ტელეკომპანია Iberia TV–სა და მისი მფლობელი კომპანია Omega Group–ის ირგვლივ სკანდალი რამდენიმე კვირაა გრძელდება, მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურმა დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანების გამო Omega Group Tobacco-ს ანგარიშები დააყადაღა.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
Iberia TV-მ საქართველოს სპორტისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრები „წააჩხუბა"

ტელეკომპანია Rustavi2 პრაქტიკულად ყოველდღიურად აქვეყნებს აუდიოჩანაწერებს, რომლებშიც თითქოს ოქუაშვილი საუბრობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ექს–მინისტრ ლევან ყიფიანთან, რომელიც მისგან დიდ თანხას და ძვირადღირებულ მანქანებს ითხოვს მთავრობის სხვა ჩინოვნიკებისთვის, რათა ისინი მას ვალის რესტრუქტურიზაციაში დახმარებოდნენ.

აუდიოჩანაწერების სხვა ნაწილში ოქუაშვილი კომპანიის აქციონერებთან საუბრობს და ბიზნესის სირთულეებს განიხილავს. ასევე გავრცელდა ოქუაშვილის საუბარი ბიძინა ივანიშვილის ძმასთან ალექსანდრე ივანიშვილთან, რომელიც ოქუაშვილს ერთ-ერთ ბიზნესში ჩასმას სთხოვს.

ბოლოს ზაზა ოქუაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იძულებული გახდა ლევან ყიფიანისთვის მმართველი პარტიისთვის განკუთვნილი 1 780 ათასი დოლარი გადაეცა.

მას შემდეგ, რაც აუდიოჩანაწერების გავრცელება დაიწყეს, ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება" ელიტურ კორუფციაში დაადანაშაულეს, ხელისუფლებამ კი ოპოზიციის მზაკვრობაზე დაიწყო საუბარი.

მოულოდნელი შემობრუნება

ლევან ყიფიანმა ყველასთვის მოულოდნელად სიმართლის თქმა გადაწყვიტა - ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც თითქოსდა მისი ცემის შესახებ ახალი აუდიოჩანაწერი გავრცელდა.

სპორტის ექს-მინისტრმა პროკურატურაში ჩვენება მისცა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებთანაც ისაუბრა.

ყიფიანის სიტყვებით, იგი Omega Group-ში 2015 წლიდან მუშაობდა და მისი პირდაპირი ვალდებულება იყო კომპანიის ფინანსური რესურსების ეკონომიის მიზნით როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნესის წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარება.

ტელეოპერატორი - Sputnik საქართველო
„არ დავთმობთ "იბერიას": ტელეკომპანიის თანამშრომლები ქუჩაში გამოვიდნენ

„რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რა ხდებოდა ამ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ და შეიძლება თქვენ სასაცილოდ მოგეჩვენოთ: ჩვენ ერთობლივი გეგმა გვქონდა ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით... მან (ოქუაშვილმა) გადაწყვიტა დაეხატა ასეთი სცენარი, რომ ერთობლივად ჩაეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა. იგი მპირდებოდა, რომ ეს იყო მისი შიდა მოხმარებისთვის, ეს უნდა წასულიყო უცხოეთში, რომ დაერწმუნებინა, მე ყოფილი მინისტრი ვიყავი, ჩემი ოჯახისშვილობა უცხოელებისთვის დამაჯერებელი იქნებოდა და მათ დაარწმუნებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მასზე წნეხს ახორციელებდა და მოხდებოდა მისი ვალდებულებების, დავალიანებების, რომელიც აგრეთვე თავის უცხოელ პარტნიორებთან გააჩნდა, გადავადება", – განაცხადა ყიფიანმა.

ყიფიანის სიტყვებით, რომელიც იმ დროისთვის უკვე ყოფილი მინისტრი იყო, იგი თამაშის ამ წესებს დათანხმდა.

„ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ეს ადამიანი დიდი დროის განმავლობაში აკეთებს ჩანაწერებს და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ჩვენ ერთად გავაკეთეთ, დამონტაჟებულია", – აღნიშნა ყიფიანმა.

მან დაამატა, რომ ოქუაშვილს ჩანაწერები საკუთარი ფინანსური პრობლემების შანტაჟის გზით მოსაგვარებლად სჭირდებოდა.

ყიფიანმა დაადასტურა ბანკიდან 1,78 მილიონი აშშ დოლარის მიღება, თუმცა აღნიშნა, რომ არ იცის თანხა სად წავიდა.

დიდი ვალები

2 ოქტომბრის მდგომარეობით, Omega Group-ში შემავალი კომპანია Omega Group Tobacco-ს სახელმწიფოს წინაშე 52,8 მილიონი ლარი დავალიანება დაუგროვდა. 

Главная прокуратура Грузии - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ განმარტა, რატომ შევიდა ჰოლდინგ Palitra Media-ს გამომცემლობაში

აღნიშნული დავალიანება ყოველდღიურად იზრდება, რამდენადაც კომპანია გადასახადებს არ იხდის და მას დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე უარი ეთქვა.

კომპანიას სხვა დავალიანებაც აქვს – „საქართველოს ბანკში" მისი დავალიანება 84 მილიონი ლარია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა Omega Group Tobacco-ს ქონების გაყიდვაზე უფლება მოიპოვა. „საქართველოს ბანკი" ასევე აპირებს Omega Group Tobacco-სგან ვალის ამოღებას.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საგადასახადო დავალიანება აქვს Omega Group-ში შემავალ კიდევ ერთ კომპანიას - ტელეკომპანია TV Iberia-ს. ის შეადგენს 86,8 ათას ლარს. შემოსავლების სამსახურმა უკვე აღნიშნა, რომ უფლება აქვს დააყადაღოს ტელეკომპანიის ანგარიშები და ქონება და ერთადერთი, რაც მას აკავებს – ეს მედიის ხელშეუხებლობა და სიტყვის თავისუფლებაა.

Omega Group-ის პოზიცია

გაღვივებული სკანდალის მთავარი ფიგურანტი, Omega Group-ის ხელმძღვანელი ზაზა ოქუაშვილი ლონდონში იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა პროკურატურამ იგი ჩვენების მისაცემად დაიბარა, ქვეყანაში დაბრუნებას ჯერ არ გეგმავს.

„ასეთი პრაქტიკა არის და იგი კანონითაა დაშვებული – Skype-ით ჩვენების მიცემის შესაძლებლობა, რომლითაც მე სიამოვნებით ვისარგებლებ", – განაცხადა ოქუაშვილმა.

Omega Group-ის ხელმძღვანელმა ყიფიანის ბრალდებებს ტყუილი უწოდა.

„ჩვენ დროს ვკარგავთ, დროს კარგავს საქართველო. პარალელურად ყოველ წუთს ძარცვავენ ბიზნესს, ძარცვავენ საქართველოს და აბიძნურებენ ჩვენ ცნობიერებას, რათა ჩვენ დავკარგოთ დრო და მოვისმინოთ ყიფიანის აბსურდი, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს ახლა გამოვიდა „პადვლიდან". ჩვენ ვკარგავთ დროს, მაშინ, როცა ბოროტმოქმედები, რომლებზეც ჩვენ ბოლო დროს ვსაუბრობთ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ფულს ხალხზე აკეთებენ", – განაცხადა ოქუაშვილმა.

მან უარყო განცხადება იმის შესახებ, რომ უცხოელი პარტნიორების ვალი აქვს.

პრემიერი Iberia TV-სთან დაკავშირებით: გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს>>>

„უცხოელ პარტნიორებთან კარგი ურთიერთობები გვაქვს და პრობლემა არაა. ისინი ძალიან განიცდიან, ისინი საქმის კურსში არიან და საკუთარი ბიზნესის და ჩვენი საქმის გამო ნერვიულობენ. ჩვენ პრობლემები არასდროს გვქონია და აბსურდია იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ უცხოელი პარტნიორების წინაშე დავალიანება გვაქვს. დავალიანება ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც მე ომბუდსმენთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრები დავიწყე", – განაცხადა ოქუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ექსპერტიზაზე საფრანგეთში გაგზავნის, რათა თავისი სიმართლე დაამტკიცოს.

ამასთან, ოქუაშვილმა აღნიშნა, რომ მას აქვს ბიძინა ივანიშვილთან საუბრის ჩანაწერიც და შესაძლოა საზოგადოებამ კვლავ იხილოს „სერიალის" გაგრძელება, რაც, რა თქმა უნდა, განხილვის ახალი თემა გახდება.

ამასთან ერთად Omega Group Tobacco-ს დავალიანება იზრდება და თუ შემოსავლების სამსახური საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, შეიძლება კომპანიას მალე სრულიად ახალი მფლობელი გამოუჩნდეს, რომელსაც ბიზნესის თავიდან დალაგება მოუწევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0