ივანიშვილს „ალ კაპონეების კრიმინალური ბანდის" შექმნას აბრალებენ – სკანდალი მწიფდება

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია Iberia TV–ს საქმე  სულ უფრო ჩახლართული ხდება

კომპანია Omega Group–ის დამფუძნებლები, რომლებიც ტელევიზიას ფლობენ, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნენის ტერორზე საუბრობენ, ხელისუფლება, კი პირიქით, კომპანიის მხრიდან  სახელმწიფოს წინაშე 52 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანების გადახდისგან თავის დაღწევის მცდელობაზე საუბრობს.

პრემიერი Iberia TV-სთან დაკავშირებით: გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს>>>

თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ Iberia TV–ს ირგვლივ აგორებული სკანდალი,  თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში  ხელისუფლების დადანაშულების კიდევ ერთი მცდელობაა, რომელთანაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ დაკავშირებული.

კალაძის განცხადება Omega Group–ის ერთ–ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ კვირას ტელევიზიით გაკეთებული განცხადებების პასუხი იყო, რა დროსაც ოქუაშვილმა ხელისუფლება და მასთან დაახლოებული პირები მისთვის  4 მილიონი ლარის მოთხოვნაში დაადანაშაულა. 

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
Iberia TV-მ საქართველოს სპორტისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრები „წააჩხუბა"

საერთოდ, ტელეკომპანია  Iberia TV–სა და  მისი მფლობელი კომპანია Omega Group–ის  ირგვლივ სკანდალი რამდენიმე კვირა გრძელდება. ტელეკომპანია Rustavi2 პრაქტიკულად ყოველდღიურად აქვეყნებს აუდიოჩანაწერებს, რომლებშიც ოქუაშვილი თითქოს საუბრობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  ექს–მინისტრ ლევან ყიფიანთან, რომელიც მისგან დიდ თანხას და ძვირადღირებულ მანქანებს ითხოვს  მთავრობის სხვა ჩინოვნიკებისთვის, რათა ისინი მას ვალის რესტრუქტურიზაციაში დახმარებოდნენ.

Iberia TV–ს ირგვლივ  შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ  სისხლის სამართლის საქმე აღძრა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

„ალ კაპონეების კრიმინალური ბანდა“

ოქუაშვილის მტკიცებით, მის ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებდნენ მილიარდელი, ექს–პრემიერი  ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ დროისთვის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, ყოფილი ბიზნეს–ომბუდსმენი, ამჟამად შსს–ს მინისტრი გიორგი გახარია, ქვეყნის მთავარი ექს–პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ასევე ხელისუფლებლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.

თამბაქო, არჩევნები და Iberia TV - მილიონიანი დავალიანება საბედისწერო შეიძლება გახდეს>>>

ოქუაშვილმა Rustavi2–თან ინტერვიუში, რომელშიც რამდენჯერმე ახსენა ჩინოვნიკები როგორც „ალკაპონეების კრიმინალური ბანდა“, ყოფილ მთავარ პროკურორ ფარცხალაძესთან შეხვედრა გაიხსენა, რა  დროსაც განიხილეს მისი კომპანიის სამომავლო საქმიანობის საკითხები. დიდი  ალბათობით, საუბარი 2015–2016 წლების მოვლენებს ეხებოდა. უკვე მაშინ Omega Group–ს მრავალმილიონიანი დავალიანება ჰქონდა სახელმწიფოს წინაშე.

 „ის (ფარცხალაძე – რედ.)   საბურთალოს ბაზართან საკუთარ სახლში  შემხვდა. მასთან შეხვედრა ჩხარტიშვილმა მთხოვა, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ნახვა ვიღაც კარგ ბიჭს უნდა, რომელიც პროკურატურაში მუშაობს. იქ კბილებამდე შეიარაღბული ადამიანები იყვნენ, რომლებმაც მე არაფხიზელი ადამიანების შთაბეჭდილება დამიტოვეს.  ალბათ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ეს ჩემი შთაბეჭდილებაა, მე ექსპერტიზა არ ჩამიტრებია“, – განაცხადა ოქუაშვილმა.

მისი სიტყვებით, ფარცხალაძემ იგი კარგად მიიღო და მის მიმართ პატივისცემა გამოიჩინა.  შეხვედრას ყიფიანიც ესწრებოდა.

 „იგი (ფარცხალაძე – რედ.)  ძალზე პოზიტიურად იყო განწყობილი,  ამბობდა, რომ ჩემთვის „ოცნების ცისარტყელა იხსნება“ და ამით მე ბევრი საქმის გაკეთებას შევძლებდი.  ამ „ცისარტყელის გახსნისთვის“  საჭირო იყო ოთხი მილიონი (ლარი –რედ.)“, – დასძინა ოქუაშვილმა.

ბიზნესმენის მტკიცებით, მას ხელისუფლებისთვის ოთხი მილიონი ლარი უნდა გადაეხადა, რათა მათ, თავის მხრივ, მისთვის 25 მილიონი ლარის  ფინანსური დანაკარგის  კომპენსაციის სახით გაცემა დაეწყოთ, რომელიც კომპანიამ  2004 წელს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში განიცადა. საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდში პროკურატურამ საგადასახადო შემოწმება დაიწყო და Omega Group–ის ქონება დააყადაღა, რის შემდეგაც, იმავე წლის  დეკემბერში Iberia TV დაიხურა, მისი წილები კი გაიყიდა.

ოქუაშვილის მტკიცებით, ფარცხალაძე მასთან ივანიშვილის სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებებს. 

ტელეოპერატორი - Sputnik საქართველო
„არ დავთმობთ "იბერიას": ტელეკომპანიის თანამშრომლები ქუჩაში გამოვიდნენ

ამასთან, ოქუაშვილის სიტყვებით, ფარცხალაძესთან შეხვედრას წინ უსწრებდა საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანთან  შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა შსს–ს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც იმ დროს ბიზნეს–ომბუდსმენი იყო. ამ შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა 4 მილიონი ლარის გადახდის საკითხი.

საბოლოოდ, ოქუაშვილს ოთხი მილიონი ლარის გადახდა მოუწია. მან თანხა ერთ–ერთი ოფშორული კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა, რომელიც მანამდე ერთი დღით ადრე შეიქმნა.  მას შემდეგ რაც თანხა გადაირიცხა, გახარიამ დ ასევე ფარცხალაძემ  TBC Bank–ის ხელმძღვანელობას მოთხოვეს, რომ მათ ოთხი მილიონი ლარი ნაღდი ანგარიშსწორებით გამოეტანათ, რაც შეასრულეს კიდეც, ამტკიცებს Omega Group–ის მფლობელი.

 „გამოგონილი საქმე“

თბილისის მერს მიაჩნია, რომ Iberia TV–ს საქმე,  ხელისუფლების იმიჯის შებღალვის მიზნით, მთლიანად „ნაცმოძრაობის“ გამოგონილია.

კახა კალაძის განცხადებით, სწორედ „ქართული ოცნება“ დაეხმარა ოქუაშვილს 2013 წელს Iberia TV–ს დაბრუნებაში, რომელმაც მაუწყებლობა 2015 წელს განაახლა.

 „საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ  ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძნებელი და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს და დღეს ეს ადამიანი, რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს – სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში ტელეკომპანიას იყენებს“, – აღნიშნა კალაძემ.

კალაძის მსგავსად კომენტარი გააკეთა ივანიშვილმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ოქუაშვილს შეხვდა, ჩანაწერების ოსტატი უწოდა და მისგან მისი მონაწილეობით აუდიოჩანაწერის წარმოდგენა მოითხოვა.

„მე მას (ოქუაშვილს –რედ.)  მართლაც შევხვდი ერთხელ და დავეხმარეთ ჩვენ ისევე, როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. ეს ვალდებულება, როდესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემთან, პრემიერთან ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ბიზნესს. სხვა დანარჩენი  (ოქუაშვილის განცხადებები – რედ.) გასაგებია, რომ მხოლოდ ღიმილისმომგვრელია. ეს კაცი ჩანაწერების ოსტატი ყოფილა, ყველას და ყველაფერს იწერდა, თუმცა რატომღაც ეს ჩანაწერი (საუბარი ივანიშვილთან – რედ.) არ აქვს“, - განაცხადა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრაზე.

„ერთი მსახიობის თეატრი“

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Omega Group–ი  ივანიშვილის, ასევე ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნების წინაარმდეგ  სარჩელის მოსამზადებლად ბრიტანელ იურისტებს დაუკავშირდა. 

მიხეილ დუნდუა - Sputnik საქართველო
შემოსავლების სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

ერთ–ერთი ჩინოვნიკი, რომელსაც ოქუაშვილის კომპანიამ ლონდონის სასამართლოში  პრეტენციები წაუყენა, გახარიაა. შინაგან საქმეთა მინისტრი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ იგი შეიძლება ლონდონის სასამართლოში გამოიძახონ, ამასთან, დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში.

 „რა თქმა უნდა,  ეს ერთი მსახიობის თეატრი ღიმილს იწვევს. მინდა  აღვნიშნო, რომ ბატონი ოქუაშვილს თითოეული თეთრის და ლარის გადახდა მოუწევს, რომელიც მან ბიუჯეტს უნდა გადაუხადოს... მე პირადად  ვაგებ პასუხს ყველა ჩემი ქმედებებისთვის ლონდონში, თბილისსა და ბომბეიში“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

ბანკების პასუხი

ის, რომ Omega Group–ს სახელმწიფოს წინაშე 52 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანება აქვს, ფინანსთა სამინისტროსგან სექტემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი. ორშაბათს ოქუაშვილის კომპანიის ირგვლივ განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა  საქართველოში ერთ–ერთმა მსხვილმა  „საქართველოს ბანკმა“.  აღმოჩნდა, რომ კომპანიას მათი დავალიანებაც აქვს – 84 მილიონი ლარი. 

 „„საქართველოს ბანკი“  კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ „ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.  „ომეგა ჯგუფი“ ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს დავა. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელები მიზანმიმართული ქმედებებით მაქსიმალურად ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. ამასთან, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლისა და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში – „საქართველოს ბანკისთვის“ მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მრჩეველი გახდა

„საქართველოს ბანკში“ დარწმუნებული არიან, რომ გამოიყენებენ დავალიანების ამოღების ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას

 გარდა ამისა,  კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ქვეყნის ერთ–ერთმა მსხვილმა ბანკმა –TBC Bank–მა,  საიდანაც, ოქუაშვილის სიტყვებით, ხელისუფლებამ ოთხი მილიონი ლარი არასამუშაო დროს, ნაღდი ანგარიშსწორებით გამოიტანა, რომელიც ოფშორულ კომპანიის ანგარიშზე გადაირიცხა. ბანკი ოქუაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს.

 „ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკი“ განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. „თიბისი ბანკს“ გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება. „თიბისი ბანკი“ მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბურობის საპასუხოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.

რამდენად შორს წავა Omega Group–სა და  Iberia TV–ს ირგვლივ განვითარებული სკანდალი და რით დამთავრდება ყოველივე, ცნობილი არაა. თუმცა, სამართლიანობისთვის აღსანიშნავია, რომ სკანდალი აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე მიმდინარეობს.  საქართველოში 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები  გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0