შემოსავლების სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

© courtesy of 59 secondsმიხეილ დუნდუა
მიხეილ დუნდუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ დუნდუა შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტზე გიორგი თაბუაშვილს შეცვლის, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად მიხეილ დუნდუა დაინიშნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მიხეილ დუნდუა შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტზე გიორგი თაბუაშვილს შეცვლის, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

ზაზა სოფრომაძე - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია

წლის  ივლისიდან დღემდე, მიხეილ დუნდუას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. 

მიხეილ დუნდუა სხვადსხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის საბჭოს წევრი, ასისტენტი, ლექტორი; ტელეკომპანია GDS-ის კონსულტანტი; გადაცემა „20/30“ შპს „ქეფითალ რისერჩ სენთერ”-ის დირექტორი; შპს “ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის” (GBC) დირექტორი.

მიხეილ დუნდუა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის 2018 წლის 29 აგვისტოს ბრძანებით დაინიშნა. 


ყველა ახალი ამბავი
0