თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საერთაშორისო მრჩეველი გახდა – ის უზბეკეთის მთავრობას სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის დიალოგისთვის პლატფორმის შექმნაში დაეხმარება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
კვირიკაშვილმა შესაბამისი შეთანხმება EBRD-თან რამდენიმე კვირის წინ გააფორმა.
EBRD 1991 წელს, „ცივი ომის" დასრულების შემდეგ დაარსდა და მის მიზანს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ახალი ეპოქის აშენება წარმოადგენს.
კვირიკაშვილი პრემიერის თანამდებობიდან მიმდინარე წლის 13 ივნისს გადადგა.