სლოვენია, სლოვენიის რესპუბლიკა - ალპიისპირა სახელმწიფო ცენტრალური ევროპის სამხრეთით. ესაზღვრება იტალია, ავსტრია, უნგრეთი, ხორვატია. ქვეყანას სამხრეთ-დასავლეთით აქვს გასასვლელი ადრიატიკის ზღვაზე. სლოვენიის ყველაზე დიდი ქალაქი და დედაქალაქია ლიუბლიანა. სხვა შედარებით დიდი ქალაქებია მარიბორი, ცელიე, კრანი, ველენიე, კოპერი. სლოვენია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანაა. სახელმწიფო სისტემაა რესპუბლიკა. სლოვენიას ჰყავს სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი, საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი. ქვეყანა დაყოფილია 182 მუნიციპალიტეტად და 11 ქალაქად. მეორე მსოფლიო ომის დროს სლოვენია იუგოსლავიის შემადგენლობაში შევიდა. ქვეყანა იუგოსლავიის შემადგენლობიდან 1991 წელს პირველი გამოვიდა და გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. სლოვენია არის გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ასევე შედის შენგენის შეთანხმებაში.

გაეცანით სიახლეებს სლოვენიის შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0