ირაკლი კობახიძემ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობა დაგმო

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2024
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ამ დანაშაულს სასტიკი და უგუნური უწოდა
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაგმო სლოვაკეთის კოლეგაზე რობერტ ფიცოზე თავდასხმა და დანაშაულს სასტიკი და უგუნური უწოდა.
სლოვაკეთში თავდამსხმელმა რამდენიმეჯერ ესროლა პრემიერ მინისტრ რობერტ ფიცოს. მკვლელობის მცდელობა ბრატისლავიდან 190 კილომეტრში მდებარე ქალაქ განდლოვაში მოხდა, სადაც ქვეყნის მთავრობის გასვლითი შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრი გულმკერდისა და მუცლის არეში ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსროლელი დააკავეს. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ და უგუნურ თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე. ჩვენი აზრებით ვართ მასთან და სლოვაკეთის ხალხთან ამ რთულ პერიოდში“, - დაწერა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში.
ტელეარხ JoJ-ის ინფორმაციით, სლოვაკ პრემიერს 71 წლის მწერალმა ესროლა. ახალი ამბების პორტალი dennikn.sk იუწყება, რომ თავდამსხმელი არის ქალაქ ლევიცედან, რომელიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0