https://sputnik-georgia.com/20211015/sloveniis-portorojsi-saqartvelos-sapatio-sakonsulo-gaixsna-260590558.html
სლოვენიის ქალაქ პორტოროჟში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა
სლოვენიის ქალაქ პორტოროჟში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა
Sputnik საქართველო
საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მონაწილეობდა. 15.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-15T17:26+0400
2021-10-15T17:26+0400
2021-10-15T21:55+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სლოვენია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0f/260581771_0:6:1166:662_1920x0_80_0_0_f8e976ca6d676860dc53ebca0d7c3c4a.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სლოვენიაში თავისი ვიზიტის ფარგლებში ქალაქ პორტოროჟში საქართველოს საპატიო საკონსულო გახსნა, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, საქართველოს საპატიო კონსული ანდრეი მალგაი გახდა. დავით ზალკალიანმა მას ეს დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სლოვენიის სატრანსპორტო ცენტრში საკონსულოს გახსნა.მინისტრმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში, ასევე აღნიშნა საპატიო საკონსულოს როლი სავაჭრო, საინვესტიციო და ეროვნებათშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში.ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ საპატიო საკონსულოს გახსნით კიდევ უფრო განმტკიცდება ქართულ-სლოვენიური ურთიერთობები. მან ანდრეი მალგაის წარმატებები უსურვა.საკონსულოს გახსნაში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე.მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები სლოვენიის უმაღლეს თანამდებობის პირებთან.საქართველოსა და სლოვენიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დამყარდა.
სლოვენია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0f/260581771_40:0:1151:833_1920x0_80_0_0_e2212fd77382b39db86a0db8c6b1692f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, სლოვენია
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, სლოვენია
სლოვენიის ქალაქ პორტოროჟში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა
17:26 15.10.2021 (განახლებულია: 21:55 15.10.2021) საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მონაწილეობდა.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სლოვენიაში თავისი ვიზიტის ფარგლებში ქალაქ პორტოროჟში საქართველოს საპატიო საკონსულო გახსნა, ნათქვამია საგარეო უწყების
განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს საპატიო კონსული ანდრეი მალგაი გახდა. დავით ზალკალიანმა მას ეს დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სლოვენიის სატრანსპორტო ცენტრში საკონსულოს გახსნა.
მინისტრმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში, ასევე აღნიშნა საპატიო საკონსულოს როლი სავაჭრო, საინვესტიციო და ეროვნებათშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში.
ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ საპატიო საკონსულოს გახსნით კიდევ უფრო განმტკიცდება ქართულ-სლოვენიური ურთიერთობები. მან ანდრეი მალგაის წარმატებები უსურვა.
საკონსულოს გახსნაში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე.
მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები სლოვენიის უმაღლეს თანამდებობის პირებთან.
საქართველოსა და სლოვენიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დამყარდა.