https://sputnik-georgia.com/20230730/---8---280568504.html
საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიურ ფესტივალზე 8 მედალი მოიპოვა
საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიურ ფესტივალზე 8 მედალი მოიპოვა
Sputnik საქართველო
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი 14-დან 18 წლამდე ევროპის საუკეთესო სპორტსმენებისთვის განკუთვნილი მულტისპორტული შეჯიბრებაა 30.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-30T13:05+0400
2023-07-30T13:05+0400
2023-07-30T13:12+0400
საქართველო
სლოვენია
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1e/280567254_344:843:1575:1536_1920x0_80_0_0_4a3d3895dd0cfff40f494bacc227cb29.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. სლოვენიის ქალაქ მარიბორში ევროპის რიგით XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა.დახურვის ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იყვნენ ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალოსანი მათე გველესიანი და მოცურავე ანა ნიჟარაძე.საქართველო ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 31 სპორტსმენით, რომლებმაც იასპარეზეს სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, 3x3 კალათბურთი, ველოსპორტი-საგზატკეცილო, სამთო ველოსპორტი, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი).ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო ჩათვლაში კი 48 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავა. დახურვის ცერემონიას წინ უძღოდა Fair Play-ის დაჯილდოების ცერემონია. სპეციალური კომისიის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, სამართლიანი თამაშის პრიზი ქართველ ძიუდოისტს, ფესტივალის ჩემპიონ მათე გველესიანს გადაეცა.ქართველმა სპორტსმენმა ხელში აიყვანა ფინალში გასული ტრავმირებული ხორვატი მეტოქე ლუკა ტაკიჩი და ასე დაეხმარა მას მისულიყო კვარცხლბეკამდე 66 კგ წონითი კატეგორიის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიაზე.ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი 14-დან 18 წლამდე ევროპის საუკეთესო სპორტსმენებისთვის განკუთვნილი მულტისპორტული შეჯიბრებაა
საქართველო
სლოვენია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1e/280567254_573:844:1496:1536_1920x0_80_0_0_dcfa0b09659f1427d89860c5152f08c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სლოვენია , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სლოვენია , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიურ ფესტივალზე 8 მედალი მოიპოვა
13:05 30.07.2023 (განახლებულია: 13:12 30.07.2023) ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი 14-დან 18 წლამდე ევროპის საუკეთესო სპორტსმენებისთვის განკუთვნილი მულტისპორტული შეჯიბრებაა
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. სლოვენიის ქალაქ მარიბორში ევროპის რიგით XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა.
დახურვის ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იყვნენ ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალოსანი მათე გველესიანი და მოცურავე ანა ნიჟარაძე.
საქართველო ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 31 სპორტსმენით, რომლებმაც იასპარეზეს სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, 3x3 კალათბურთი, ველოსპორტი-საგზატკეცილო, სამთო ველოსპორტი, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი).
ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო ჩათვლაში კი 48 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავა.
დახურვის ცერემონიას წინ უძღოდა Fair Play-ის დაჯილდოების ცერემონია. სპეციალური კომისიის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, სამართლიანი თამაშის პრიზი ქართველ ძიუდოისტს, ფესტივალის ჩემპიონ მათე გველესიანს გადაეცა.
ქართველმა სპორტსმენმა ხელში აიყვანა ფინალში გასული ტრავმირებული ხორვატი მეტოქე ლუკა ტაკიჩი და ასე დაეხმარა მას მისულიყო კვარცხლბეკამდე 66 კგ წონითი კატეგორიის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი 14-დან 18 წლამდე ევროპის საუკეთესო სპორტსმენებისთვის განკუთვნილი მულტისპორტული შეჯიბრებაა