https://sputnik-georgia.com/20250426/-orange-wine-festival-----293059690.html
სლოვენიაში Orange Wine Festival-ზე ქართული ღვინო წარადგინეს
სლოვენიაში Orange Wine Festival-ზე ქართული ღვინო წარადგინეს
Sputnik საქართველო
ფესტივალი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 26.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-26T21:51+0400
2025-04-26T21:51+0400
2025-04-26T21:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
სლოვენია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107977_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_73ccd2280f13d4d3ed61721adb0fc2fa.jpg
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელი 6 მარანი სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ იზოლაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალში (Orange Wine Festival) მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ფესტივალს 70-ზე მეტი მეღვინე დაესწრო შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სლოვენია, ხორვატია, ავსტრია, იტალია, უნგრეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, ჩინეთი. სააგენტოს ცნობით, ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს. Orange Wine Festival 2012 წელს დაარსდა. ფესტივალი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში 2013 წლიდან ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.
საქართველო
სლოვენია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107977_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_7701b0e39628d1c458588bd2d2033164.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, სლოვენია
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, სლოვენია
სლოვენიაში Orange Wine Festival-ზე ქართული ღვინო წარადგინეს
ფესტივალი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელი 6 მარანი სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ იზოლაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალში (Orange Wine Festival) მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„საერთაშორისო ფესტივალში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე", - ნათქვამია განცხადებაში.
ფესტივალს 70-ზე მეტი მეღვინე დაესწრო შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სლოვენია, ხორვატია, ავსტრია, იტალია, უნგრეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, ჩინეთი.
სააგენტოს ცნობით, ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
Orange Wine Festival 2012 წელს დაარსდა. ფესტივალი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში 2013 წლიდან ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.