ასტროლოგების რჩევები გვეხმარება გეგმების შედგენასა და ოცნებების განხორციელებისკენ გზის შერჩევაში. ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი კომფორტის ზონა აქვს. ზოგიერთს მისი გადალახვა მოუწევს, ზოგს კი - არა. მთლიანობაში წელი საკმაოდ ხელსაყრელი და პროდუქტიული იქნება თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ ყველას ექნება გასათვალისწინებელი მომენტები.
ვერძი
ვერძების დევიზია: „ჯერ სახლი, შემდეგ დანარჩენი ყველაფერი". ეს ნიშნავს, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ჯერ საკუთარი სახლი უნდა აქციოთ ძალის ადგილად, (ანუ გაწმინდონ ის ნეგატიური ენერგიისგან), რათა მშობლიურ კედლებში სწრაფად აღიდგინოთ ენერგეტიკა და თავი აარიდოთ სახის ბინადრებთან კონფლიქტებს. ასეთ გარემოში უფრო სასიამოვნო იქნება დასვენება, ძალების მოკრება და 2020 წელს ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მომზადება.
კურო
2020 წელი ჩაივლის დევიზით: „იშრომე, იშრომე, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეს, არ გადაიღალო". ირგვლივ საიმედო და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანები შემოიკრიბეთ, დაგეგმეთ ყველა ძირითადი საქმე წინასწარ. გარდა აქტიური შრომისა, აუცილებელი იქნება ეფექტური დასვენება, რადგან არის გადაღლისა და „გადაწვის" საშიშროება.
ტყუპი
ტყუპების დევიზია: „არ შეუშინდე „გადაწვას. გეშინოდეს ჩაქრობის". 2020 წელი თქვენთვის ფარული შესაძლებლობების გახსნის წელი იქნება, როდესაც ცხოვრების ყველა სფეროში შეძლებთ წარმატებების მიღწევას. თქვენ ხომ ძალზე კაშკაშა ადამინები ხართ, ამიტომ გჭირდებათ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში იყოთ ის, ვინც ხართ. რაც უფრო ოპტიმისტურად იქნებით განწყობილი, მით მეტი წარმატება გელოდებათ.
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი>>
კირჩხიბი
კირჩხიბების დევიზია: „მხოლოდ იღბალი ვერ გაგაძღობს". 2020 წელს ძალზე იღბლიანი იქნებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება თავისთავად გარდაიქმნება. აუცილებელია შიშებისა და კომპლექსებისგან გათავისუფლება. თქვენ ერთ-ერთი ეჭვიანი ნიშანი ხართ, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, სიყვარულში უფრო დიპლომატიური იყოთ და ზეწოლა არ მოახდინოთ საყვარელ ადამიანზე.
ლომი
ლომების დევიზია: „სამყაროს მშვენიერება მართავს". სწორედ ეს სიტყვები უნდა გახსოვდეთ. პრობლემები სიყვარულშ8იცა და სამუშაოზეც მთელი გულით, შემოქმედებითად, არაორდინარული დამოკიდებულებით უნდა გადაჭრათ. ენერგეტიკის ამაღლებაში არტ-თერაპია დაგეხმარებათ. ყველაფერი თქვენ ირგვლივ, თქვენი სილამაზისა და უჩვეულო მიმზიდველობის გარშემო იტრიალებს. ყურადღება მიაქციეთ იდუმალ მინიშნებებს, იხელმძღვანელეთ ინტუიციით.
ქალწული
ქალწულების დევიზია: „კარგი ჯანმრთელობა - მაღალი შედეგები". თქვენ გიყვართ შრომა, მაგრამ ხშირად გავიწყდებათ, რომ სხეულს სიმტკიცის შეზღუდული მარაგი აქვს. არ გადაიღალოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რათა წარმატებებს მიაღწიოთ სიყვარულშიცა და ბიზნესშიც, ამასთან, საკუთარი თავის რწმენა შეინარჩუნოთ.
სასწორი
სასწორების დევიზია: „მეგობარი ახლოს გყავდეს, მტერი - უფრო ახლოს". ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ძალების საკუთარი წყარო აქვს. თქვენთვის ძალებისა და მოტივაციის წყარო 2020 წელს სხვა ადამიანები გახდებიან. ყველაზე ულმობელი მტერიც კი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენთვის. არაკეთილმოსურნეებზე თვალს ნუ დახუჭავთ - ისინი პირველები გიკარნახებენ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რაზე იმუშაოთ.
მორიელების დევიზია: „ცხოვრება ზებრა კი არა, საჭადრაკო დაფაა". ეს ნიშნავს, რომ თეთრი და შავი ხაზები ერთმანეთს ისე არ შეცვლის, როგორც ეს მოსალოდნელია. ყველა ადამიანი თავის გზას ირჩევს, თითქოს საჭადრაკო დაფაზე დადის. უნდა დარჩეთ ნათელ, დადებით პოზიციაზე, გაითვალისწინეთ ყველაზე ახლობელი და სანდო ადამიანების რჩევები. მოუსმინეთ, რას ამბობენ ისინი.
2020 წლის ჰოროსკოპი - მშვილდოსანი>>
მშვილდოსანი
მშვილდოსნების დევიზია: „ენდე, მაგრამ შეამოწმე" - ძალზე მარტივი და გასაგები. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც აქტიურად ეძებს თავის მეორე ნახევარს. ასევე ყურადღებაა საჭირო ადამიანების მიმართ ცხოვრების სხვა სფეროებშიც, განსაკუთრებით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც ვარსკვლავები დისონანსურ დამოკიდებულებაში იქნებიან პლანეტებთან.
თხის რქა
თხის რქების დევიზია: „სრულყოფილებას საზღვარი არა აქვს". ეს ნიშნავს, რომ არ ღირს მიღწეულზე შეჩერება. თითოეული მცირე თუ დიდი გამარჯვება თქვენთვის ახალი მოტივაცია უნდა გახდეს, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოთ. ამასთან, კარგი იქნება, თუ საკუთარ ტაქტიკას შეცვლით და აღარ დაუშვებთ თხის რქებისთვის ტიპურ შეცდომებს.
მერწყული
მერწყულების დევიზია: „უბედურების ჟამს ცხვირს ნუ ჩამოუშვებ, გქონდეს მეგობრების იმედი". სწორედ ასე უნდა იცხოვროთ 2020 წელს. თუ რამე უსიამოვნება მოხდება, განგაშის ზარს ნუ შემოკრავთ, ამის ნაცვლად, ასტროლოგები გირჩევენ, გონება და ძალა მოიკრიბოთ და ახლობელ ადამიანს დახმარებისთვის მიმართოთ. რთული სიტუაციიდან მეგობრების დახმარება ბევრ რამეს გასწავლით და უფრო ძლიერს გაგხდით.
2020 წლის ჰოროსკოპი - თევზები>>
თევზები
თევზების დევიზია: „გჯეროდეს საკუთარი თავის და ყველა დაგიჯერებთ". გახსოვდეთ, რომ აზრები მატერიალურია და ეს ნამდვილად მუშაობს. აუცილებელია, რომ გწამდეთ საკუთარი თავის, იცხოვროთ ოცნებით და მისკენ ისწრაფვოდეთ. მაშინ სამყარო თქვენს სურვილებს აასრულებს. გაერიდეთ უარყოფით აზრებს, ფიქრებს, ნეგატივსა და კომპლექსებს.