ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ არ შეხვალთ? ან, იქნებ, მეორე შანსიც უნდა მისცეთ ადამიანს? სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველა ადამიანს ერთნაირად ვერ განსჯი; ყველას სხვადასხვა ბედი, ხასიათი, სურვილი აქვს. სწორი გადაწყვეტილება თითოეულისთვის განსხვავებულია. ამიტომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად არის განსახილველი.
და სწორედ ამ საკითხში ასტროლოგები ზოდიაქოს სამ ნიშანს დაეხმარებიან – მათ ამ ზამთარში სამყარო წარსულ სიყვარულთან შეხვედრას უმზადებს. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი? ხშირად ხომ განშორების შემდეგ სიყვარული მაინც რჩება. დრო მიდის, მაგრამ გრძნობები არ იფერფლება. ხანდახან განშორება შეცდომა, დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო.
ზოდიაქოს სამ ნიშანს ბედი ბედნიერების მეორე შანსს მისცემს.
თხის რქა
თხის რქები პატიებისა და რეალობის მიღებისთვის უნდა განეწყოთ.
განშორებაში დამნაშავე მხოლოდ პარტნიორი არ ყოფილა – ბრალი თქვენც მიგიძღვით.
მოგიწევთ ხანგრძლივი საუბრები, უნდა აღიჭურვოთ მოთმინებით და ყველაფერს მაქსიმალური გაგებით მოეკიდოთ.
თქვენი პრობლემა ისაა, რომ ზედმეტად მგრძნობიარე და „ბუტია“ ხართ. უნდა ისწავლოთ პარტნიორის გაგება და მისი მოსმენა, ბოდიშის მიღება. არ ღირს გულში მრავალწლიანი წყენის ჩატოვება.
თუ ცოცხლობს სიყვარული და ძველი ურთიერთობების დაბრუნების სურვილი, ნამდვილად ღირს ტკივილისგან გათავისუფლება და გულის გახსნა. მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ, უნდა გადაწყვიტოთ, მზად ხართ თუ არა, ყველაფერი თავიდან განიცადოთ, თუ მეორე მცდელობაც წარუმატებლად დასრულდება.
2020 წლის ჰოროსკოპი - თხის რქა>>
კირჩხიბი
კირჩხიბებს ასტროლოგები გირჩევენ, გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ.
თქვენნაირ მგრძნობიარე და ფაქიზ ადამიანებს ნებისმიერი განშორება ძალიან დიდ ტკივილს აყენებს, მწარე ჭრილობას დიდი ხნით ტოვებს გულში.
განსაკუთრებით, თუ ეს თქვენი ბრალი არ ყოფილა.
ზამთარში მაინც გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ძველ სიყვარულს დაუბრუნდეთ, მაგრამ ამისთვის საფუძვლიანად უნდა მოემზადოთ მორალურად.
უნდა მოთოკოთ წყენა, გაუშვათ ტკივილი. სულიერი ტანჯვა მიტევების უფლებას არ გაძლევთ, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობები კიდევ ბობოქრობს თქვენში. როგორ უნდა დაიწყოთ ურთიერთობები, თუ მუდამ იმაზე იფიქრებთ, რომ გვერდით ცუდი ადამიანი გიდგათ?
ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, ჯერ ყველაფერი კარგად მოიფიქროთ და შემდეგ უკვე ფხიზელი გონებით მიიღოთ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი>>
თევზები
წარსულთან დაბრუნება მხოლოდ დადებითი განწყობით შეიძლება. თქვენთვის ყოფილი შეყვარებულის დაბრუნება საბედისწერო მოვლენა გახდება. სანამ ურთიერთობებს აღადგენთ, ამაზე კარგად უნდა დაფიქრდეთ. ეს ზამთარი ხომ არა მხოლოდ ძველი შეყვარებულის დაბრუნებას, არამედ რომანის მგზნებარე განვითარებასაც გპირდებათ... ქორწილიც კია მოსალოდნელი გაზაფხულის პირას.
ამიტომ თქვენთვის მთავარი კითხვა ეს უნდა იყოს: გსურთ თუ არა ყოფილის უბრალოდ დაბრუნება, თუ მასთან ცხოვრების ბოლომდე ყოფნა?
თუ კითხვას დადებითი პასუხი აქვს, ნუღარ დააყოვნებთ, ამგვარ შანსს ვარსკვლავები, ვინ იცის, კიდევ როდის მოგცემენ.
მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანები ყოფილებს მხოლოდ იმიტომ უბრუნდებიან, რომ ჯერჯერობით სხვა, უფრო უკეთესი ვერ იპოვეს. ეს ძირშივე მცდარი პოზიციაა.
ასტროლოგები გაფრთხილებენ, არასერიოზული ურთიერთობების დრო უკვე წავიდა. უნდა გააცნობიეროთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების აღდგენა – ეს უკვე ხანგრძლივი კავშირია.
2020 წლის ჰოროსკოპი - თევზები>>
ამიტომ ჯერ გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში, გრნობებში, განცდებში და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ არჩევანი.