იანვარი მზის თხის რქის თანავარსკვლავედში ყოფნით დაიწყება. აქ გავლენა ექნება სატურნს, რომელიც აფართოებს ჰორიზონტებს და ოპტიმისტური ენერგიით გვმუხტავს. ახალი წლის პირველივე დღეებში აუცილებელია დადებითად განწყობა.
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება გამდიდრება 2020 წელს>>
თვის და განსაკუთრებით პირველი დეკადის უმნიშვნელოვანესი პრინციპია ოქროს შუალედის დაცვა. უარი თქვით უკიდურეს მოქმედებებზე, რომლებიც სიკეთეს არ მოიტანს არც ემოციური და არც ფიზიკური თვალსაზრისით; ნუ „ჩაიციკლებით“ მხოლოდ ერთ სფეროზე, რადგან, ასეთ შემთხვევაში, პრობლემები გაჩნდება სხვა სფეროებში; ნუ ჩეფლობით მთლიანად საქმეებში – აუცილებლად მოიტოვეთ დრო ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.
ფულთან დაკავშირებულ საკითხებში პრობლემების მოგვარება თვის მეორე დეკადაში სჯობს. გაჩნდება შემოსავლის ახალი წყაროს პოვნის შანსი. უქმად არ დასხდეთ, იმოქმედეთ.
დადებით ემოციებს გვპირდება იანვრის მესამე დეკადა: საქმე შეცოტავდება და მოდუნების შანსი გაჩნდება. იაქტიურეთ, გაერთეთ, დაესწარით სხვადასხვა ღონისძიებას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – იანვარში მარსი მშვილდოსნის თანავარსკვლავედში გადავა, რაც ნიშნავს, რომ ბედი ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანებს გაუღიმებს – გაითვალისწინეთ!
ვერძი
პროფესიულ სარბიელზე სირთულეებია მოსალოდნელი. შესაძლებელია ფინანსური ნაკადების შემცირება. დადგა დრო, რომ საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა. ამის გამო დღესასწაულებიდან სამუშაოზე გადართვა სწრაფად მოგიწევთ.
ვერძი–ქალები წააწყდებით კონფლიქტს სოციალურ ნორმებსა და თვითრეალიზების, ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნის სურვილს შორის. ვერძი–მამაკაცები რისკავთ, რომ ექსტრიმისკენ სწრაფვის გამო უსიამოვნებაში გაეხვეთ. 2020 წლის იანვრის ჰოროსკოპი არ გირჩევთ მოგზაურობას მთებში, მთამსვლელობას, ჩქარა მოძრაობას.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მამაკაცებს, დიდი ალბათობით, მეგობარ ქალებთან ფლირტი გელოდებათ. ეს ფლირტი, შესაძლოა, სერიოზული ურთიერთობების საწყისი გახდეს. მშვილდოსნებისთვის მიმზიდველი გახდებიან მერწყულები, ტყუპები, სასწორები. ქალები სუსტი აღმოჩნდებიან იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩაცმის ორიგინალური სტილით გამოირჩევა.
კურო
თქვენს იმპულსურობას მხოლოდ ახლობლები მოითმენენ. პრობლემები არ შეიქმნება, თუ ამ ახლობლებს შორის მორიელები და მერწყულები არიან. სირთულეები არ არის მოსალოდნელი სწავლის მხრივ. არ არის გამორიცხული, რომ პროფესიის მიხედვით დაიწყოთ მუშაობა.
ქალი–კუროები არ შეუშინდებიან, რომ სპონსორული მხარდაჭერისთვის მამაკაცებს მიმართონ. მათთვის პრიორიტეტულია არა მხოლოს ბრძენი, გონიერი, არამედ შეძლებული მამაკაცებიც, რომლებიც დახმარების ხელს გაუწვდიან. ყურადღება უნდა მიაქციონ კირჩხიბ, მშვილდოსან და თევზ მამაკაცებს.
სამუშაოზე არ აჩქარობთ. ეს კარგია, მაგრამ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ ამ პოზიციის გამო რამე მნიშვნელოვანი არ გამოგეპაროთ და მომგებიანი გარიგების შანსი არ გაუშვათ ხელიდან.
ტყუპი
ტყუპებს ორბუნებოვნება გჩვევიათ. ეს ორბუნებოვნება წლის დასაწყისში ენერგეტიკული კუთხით გამოჩნდება. ახლობლები თქვენში დაფარულ მხარეს დაინახავენ. პასიური გახდებით, არ გეყოფათ ძალა მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმეების გასაკეთებლად. გაგიჭირდებათ ფიზიკური ვარჯიში და ასევე, სახლის მოწესრიგებაც.
ქალი ტყუპები მკაცრი იქნებით მამაკაცებთან რომანტიკული თვალსაზრისით. თქვენს რჩეულს დიდხანს მოუწევს ცდა, სანამ „მწვანე შუქს აუნთებთ“. ახლა თქვენთვის სამუშაო, შემოქმედება სხვა სფეროებზე პრიორიტეტულია.
მამაკაცებს სამუშაოზე პროექტების რეალიზებაზე მოუწევთ მუშაობა. შესაძლოა, ახალი ენების შესწავლით დაინტერესდეთ.
კირჩხიბი
ბევრ თქვენგანს მოუწევს სასიყვარულო საქმეებში უსიამოვნებებთან შეჯახება. ამგვარად, პირად ცხოვრებაში გარკვეული კრიზისი დადგება. შეიგრძნობთ, როგორ იცვლება თქვენი დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ, რომელიც ძალზე მომთხოვნი გახდება.
სერიოზული კონფლიქტია მოსალოდნელი, თუ თქვენი პარტნიორია მორიელი, თხის რქა ან ცეცხლი სტიქიის ნიშნები (მშვილდოსანი, ლომი, ვერძი). ეცადეთ, მოერიდოთ ჩხუბს, ყურადღება გადაიტანეთ სამუშაოზე. მყარია ურთიერთობები თევზებთან, ტყუპებთან და კუროსთან.
ხელოვნებასთან დაკავშირებულ სფეროებში დიდი წარმატებები გელოდებათ. შესაძლოა, ქალებმა ხელსაქმეს მოჰკიდოთ ხელი.
ლომი
გარშემომყოფების გაღიზიანებას მწვავედ იგრძნობთ, მაგრამ ენერგეტიკული მარაგის თვალსაზრისით პრობლემები არ არის მოსალოდნელი.
ეგოიზმში ვერავინ შეგეჯიბრებათ, იოლად შეგიძლიათ გარშემომყოფების ინტერესებზე თვალების დახუჭვა. სწორედ ასეთ პოზიციას დაიკავებთ იანვარში.
წლის დასაწყისში ურთიერთობების თვალსაზრისით ფრთხილად უნდა იყოთ – მოსალოდნელია საშიში კავშირი. ვისაც პარტნიორი ჰყავს, მისთვის ეს ძალზე პრობლემური შეიძლება გახდეს. არც კი ეცადოთ, რომ მოატყუოთ მერწყული. ის კარგად ხედავს ყველაფერს და ასეთ „გამოხტომებს“ არ მოითმენს.
ქალწული
თქვენს გულებში სიყვარული დაისადგურებს. დაოჯახებულებს დიდი სურვილი გექნებათ, რომ დიდი დრო გაატაროთ ოჯახში, მათთან ერთად გაერთოთ, აჩუქოთ მათ უამრავი სასიამოვნო მომენტი, ემოცია. თუ ურთიერთობები ახალი დაწყებული გაქვთ, რომანტიკის ტალღის ქვეშ მოექცევით.
საბედნიეროდ, პარტნიორიც საპასუხო გრძნობებს გამოხატავს. განწყობა კიდევ უფრო გაგიუმჯობსდებათ. მარტოხელებს არშიყის ჭაობში ჩაფლობა გელოდებათ.
საქმიანობის მხრივ ყველაზე მეტად გაუმართლებს მათ, ვინც დიზაინის სფეროში მოღვაწეობს, ასევე, ვინც სწავლობს, თვითგანვითარებაზე ზრუნავს. ფრილანსერები უამრავ შეკვეთას მიიღებენ.
სასწორი
სასწორები შუამავლები გახდებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემაში. ეს მარტივი როლი არ არის. თავი ძალიან არ დაიტვირთოთ, გაფილტრეთ ყველაფერი, რასაც ხედავთ და რაც გესმით, გამოყავით მნიშველოვანი და ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ იმას, რაც სამსახურში გჭირდებათ.
შემოსავლიანი თქვენთვის რეკლამის სფერო გახდება. თუ ამ სექტორში საქმიანობთ, ბევრი მუშაობა მოგიწევთ. სტუდენტებს სწავლა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
დიდი შანსია, რომ ქალმა სასწორებმა საზღვარგარეთ გამგზავრება მოახერხოთ. მგზავრობის ორგანიზებაში მშვილდოსანი დაგეხმარებათ. იანვრის ბოლოს ფრთხილად იყავით – მოსალოდნელია გეგმების ჩაშლა.
მორიელი
2020 წელს არ მოგინდებათ სახლის, კომფორტის ზონის დატოვება, მუშაობასაც კი სახლში ისურვებდით. ეს მოსახერხებელია მათთვის, ვისი საქმიანობაც არ მოითხოვს სამუშაო ადგილზე ყოფნას.
სახლში სიმშვიდეა და ჰარმონია სუფევს. მალე პარტნიორთან ერთად ძვირადღირებული ნივთის შეძენაზე დაფიქრდებით. დამატებითი შემოსავლის წყაროს პოვნა თუ გსურთ, პარტნიორად თხის რქა შეარჩიეთ. თავისუფალი დრო თევზებთან გაატარეთ.
სასიყვარულო საქმეებში გრძნობების გამძაფრებაა მოსალოდნელი. გაგიჩნდებათ პარტნიორის დაცვის, მასზე ზრუნვის სურვილი. ასევე, უფრო სტუმართმოყვარე გახდებით.
მშვილდოსანი
სახლში მოიწყენთ მიუხედავად იმისა, რომ იქ სიმშვიდეა, სიმყუდროვე, გარს მოსიყვარულე და ყურადღებიანი ადამიანები გახვევიან. გჭირდებათ ემოციური განმუხტვა, გარემოს გამოცვლა, გამხიარულება, მეგობრებთან ურთიერთობები.
იანვარში პირადი სფერო თქვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსური. გსურთ მეტი ფულის მიღება, მაგრამ თანხის შენახვასა და დაზგვას არ აპირებთ. საყიდლებზე წასვლისას გაითვალისწინეთ ტყუპების, სასოწრებისა და მერწყულების რჩევები. გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა თევზებთან.
თუ ცხოვრების კარდინალურად შეცვლა გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენზე და თქვენს მოქმედებებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. თუ ურთიერთობებს კუროსთან აწყობთ, თვის ბოლოს ბევრი საინტერესო მოვლენა გელოდებათ.
თხის რქა
პასუხისმგებლიანი თხის რქები ამოისუნთქავენ. ინვარი მათ დასვენების შანსს მოუტანს. იღბალი გაუღიმებს 30 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით პერიოდში დაბადებულებს. იმოქმედეთ გეგმის მიხედვით და დასახული ამოცანების მიღწევა იოლი იქნება.
მეორე დეკადაში დაბადებულები იანვარს ხმაურიანად გაატარებენ, ჯერ მარტო დაბადების დღის საღამო რად ღირს.
თამამად წარმოადგინეთ საკუთარი შემოქმედებითი მუშაობის შედეგები. გარშემომყოფების მიმართ გულუხვი იყავით. ასე საკუთარ ენერგეტიკულ პოტენციალს აიმაღლებთ.
მესამე დეკადაში დაბადებულები იღბლიანობას მაინცდამაინც ვერ იგრძნობენ. დღესასწაულების გატარება, შესაძლოა, მარტოსაც მოუწიოთ.
მერწყული
მამაკაც მერწყულებს საბრძოლო განწყობა გექნებათ, მზად იქნებით ბევრი მუშაობისთვის. ქალები ყურადღებას გაამახვილებთ საკუთარ იმიჯზე, გარეგნობაზე. ამ გარდასახვასთან დაკავშირებით ბევრი საქმე გამოგიჩნდებათ. ეწვევით კოსმეტოლოგს, მასაჟისტს, გაინებრივებთ თავს სპა–პროცედურებით. და ეს ყვლაფერი იმიტომ, რომ კავალერები პაემანზე „მოცელოთ“.
ქალ მერწყულებს არშიყი და მამაკაცებთან მსუბუქი ურთიერთობები ახლა თვითდამკვიდრებისთვის გჭირდებათ. ახლა თქვენთვის ძალე მნიშვნელოვანია ქათინაურების მოსმენა. ამასთან, ეს ინტრიგები თქვენთვის შეუმჩნევლად უფრო სერიოზულ ურთიერთობებში შეილება გადაიზარდოს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც მეტ დროს ატარებს კირჩხიბებთან, ტყუპებთან.
დიდი ცვლილებებია პირად ცხოვრებაში მოსალოდნელი თვის ბოლოს მათთვის, ვინც თავისივე ნიშნის წარმომადგენელს ან მორიელს ხვდება.
თევზები
დღესასწაულებიდან მუშაობაზე გადართვა გიჭირთ ისევე, როგორც საკუთარი სამყაროდან, პრობლემებიდან გარე სამყაროზე. პირველ და მეორე დეკადაში დაბადებულები ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, თუ თანამოაზრეებს შემოიკრებთ ირგვლივ.
იანვარი განამტკიცებს მეგობრულ კავშირებს თხის რქასთან, ჰაერის ნიშნების წარმომადგენლებთან (ტყუპი, მერწყული, სასწორი), მორიელთან. არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, გადით გარეთ, ეწვიეთ საღამოებს, წვეულებებს... ხმაურისგან, ხმაურიანი კომპანიებისგან დასვენება განმარტოებით სჯობს.