2020 წელი ძალზე არაორდინარული და არაპროგნოზირებადია. ფინანსურ საკითხებში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ არა ვარსკვლავები, არამედ შინაგანი განწყობა. ხანდახან საკმარისია, რომ წარმატებაში ვიყოთ დარწმუნებული.
კირჩხიბი
2020 წელს ვარსკვლავები დიდ წარმატებას ჰპირდებიან მათ, ვისაც სწორად შეუძლია სიყვარულის, ოჯახისა და ფინანსური სფეროს შეთავსება. რა თქმა უნდა, საუბარია წყლის სტიქიის ტიპურ წარმომადგენელ კირჩხიბზე.
ასტროლოგები აცხადებენ, რომ კირჩხიბებს ძალიან გაგიმართლებთ ფინანსურ სფეროში. შესაძლოა, პოზიტიური ენერგიის წყარო ახლობლები და მეგობრები გახდნენ. არის დიდი ალბათობა, რომ მათ სერიოზული მხარდაჭერა გაგიწიონ შემოქმედებით წამოწყებებში, მოგცენ ძალზე სასარგებლო რჩევა რამის ყიდვის ან ფულის ჩადების საკითხებში.
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი>>
ქალწული
2020 წელს იმ ადამიანებს გაუმართლებს ყველაზე მეტად, ვისაც ყოველთვის აქვს სათადარიგო გეგმა. სიფრთხილე წარმატებისა და სტაბილურობის სინონიმი გახდება. გარდა ამისა, ქალწულებს კიდევ ერთი კარგი თვისება აქვთ, რომელსაც ვარსკვლავები და პლანეტები გააძლიერებენ - ესაა ეკონომიის უნარი. ეს თვისება მძლავრ ინტუიციასთან ერთად შესანიშნავ ეფექტს მოგცემთ რამის ყიდვისა და დიდი ფინანსური გარიგებების დადებისას.
2020 ნაკიანი წელიწადია, ამიტომ ზოდიაქოს ყველა ფრთხილ ნიშანს გაუადვილდება საქმეების წარმოება. ქალწულები ოლიმპის მწვერვალზეც შეძლებენ ასვლას, თუ ზედმეტად არ მოდუნდებიან. ისინი იპოვიან წარმატებისკენ მიმავალ პატიოსან და ყველაზე მოკლე გზას.
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული>>
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური გონება აქვთ ზოდიაქოს სხვა ნიშნებს შორის. ასტროლოგები გირჩევენ, ეს თვისება ახალი ემოციებით შეავსოთ. ხანგრძლივ და შორეულ მგზავრობას 2020 წელს ბევრი არ გეგმავს, და სწორედ რომ დროა, ყურადღება მიაქციოთ სასიყვარულო თავგადასავლებს, ახალ საყიდლებსა და ცხოვრებაში ყველაზე სანუკვარი ფინანსური სურვილების ასრულებას.
ახალი ემოციები ცხოვრების რიტმის შეცვლაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, მისდიოთ სპორტს, ან, პირიქით, სხეული უწყვეტი დატვირთვებისგან გაათავისუფლოთ. აქტიურ მშვილდოსნებს სიწყნარე და სიმშვიდე გჭირდებათ, ხოლო დანარჩენებმა კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე უნდა იფიქროთ.
მერწყული
მერწყულები 2020 წელს ცოტა ეგოისტი უნდა გახდეთ. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ შესაძლოა, ადამიანებმა თქვენი სიკეთით ისარგებლონ. უნდა ისწავლოთ არას თქმა, როდესაც ვინმე მოურიდებლად გთხოვთ დახმარებას. თუ ძვირფას დროს ასეთ ადამიანებზე დახარჯავთ, პირადი წარმატებებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ.
ალტრუისტ მერწყულებსაც კი უნდა გეყოთ იღბალი და ძალა იმისთვის, რომ წარმატებებს მიაღწიოთ ყიდვა-გაყიდვებში, შემოქმედებაში. ვარსკვლავები უდიდეს ამტანობასა და სულიერ ძალას მოგანიჭებენ, რომელსაც ვერაფერი გატეხს.
ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2020 საბედისწერო ცვლილებების წელი>>
რჩევები ზოდიაქოს სხვა ნიშნებისთვის:
ვერძი: არ ღირს უხეში ძალის გამოყენება მიზნის მისაღწევად. შეთანხმების უნარი თავის პოზიტიურ როლს შეასრულებს და იღბალს მოიზიდავს.
კურო: საჭიროა ყურადღების გამახვილება ვალდებულებებზე, გადაუდებელ საქმეებზე. არასასურველია ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკი.
ტყუპი: დადგა დრო, რომ დიდი ხნის გეგმებს მიხედოთ. გახსოვდეთ, რომ ფულთან დაკავშირებულ იღბალს შიში და საკუთარ თავში ეჭვი, მერყეობა ემტერება.
ლომი: შეცდომის დაშვებით ყველა რისკავს. თუ რამე ისე არ წავა, როგორც გინდათ, სულით არ დაეცეთ. ასე ფინანსურ პრობლემებს მოიზიდავთ ან არსებულს გაზრდით.
სასწორი: მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. რთულ ვითარებებში ენდეთ ინტუიციასა და პირად გამოცდილებას და არა ნაკლებად ნაცნობი ადამიანების რჩევებს.
მორიელი: პირველ რიგში, სულიერ განვითარებაზე იზრუნეთ. 2020 წელს ფინანსური სფერო მეორეხარისხოვანი იქნება.
თხის რქა: ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფინანსური მოვლენა სამყაროს მხრიდან უკვე გაწერილია, ამიტომ 2020 წელს თხის რქები, უბრალოდ, უნდა იყოთ ის, ვინც ხართ და ცხვირი არ ჩამოუშვათ. გეგმები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ თქვენ მაინც მშრალი გამოხვალთ ვითარებიდან.
თევზები: ვარსკვლავები ბევრ მცირე ცვლილებებს გპირდებიან ფინანსურ სფეროში. მათთან გამკლავება სრულიად რეალურია, თუ ყურადღებით იქნებით და სათანადო დონეზე იქნება პასუხისმგებლობის გრძნობა.