თეთრი ლითონის ვირთხის წელი 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება. ის ამ წელიწადში მოიტანს ღრმა ცვლილებებს ცხოვრების ყველა სფეროში. და თუმცა ეს ცვლილებები შეიძლება პოზიტიური გახდეს, ადამიანებზე იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სკრუპულოზურობა, გონიერება, ეშმაკობა - სწორედ ეს თვისებები ახასიათებს 2020 წლის მფარველ ცხოველს.
როგორი იქნება 2020 წელი კირჩხიბებისთვის - ზოგადი მიმოხილვა
პატივცემულ კირჩხიბებს რომ საკუთარი სტატუსისა და რენომეს შესახებ შეგეძლოთ დავიწყება, 2020 წლის იანვრიდან მხოლოდ წინ წახვიდოდით, თან სირბილით. ამ პერიოდში თქვენი ენერგია ძალზე მოჭარბებული გახდება. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ეს ცვლილებები განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება. თქვენს „გაბრწყინებას" ღირსეულად შეაფასებენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები, რაც ძალების დამატებითი წყარო გახდება თქვენთვის. თუმცა, არ ღირს ორგანიზმის გამოცდა შთაბეჭდილებებისა და ურთიერთობების სიჭარბის სიმტკიცეზე: უარი თქვით მგზავრობაზე, განსაკუთრებით, შორეულზე, ყოველდღიურ წვეულებებზე.
თქვენი განწყობა იქნება ფრაზის „არც წყალი, არც ღვინო" შესატყვისი, რაც ოპტიმიზმს, რა თქმა უნდა, არ გააჩენს. მაგრამ ვარსკვლავები არასდროს სვამენ ერთმნიშვნელოვან დიაგნოზს - მხოლოდ მიანიშნებენ. თქვენი უფლებაა, არ აღიქვათ ეს მინიშნება და ყველაფერს იუმორით შეხედოთ. მაშინ ნაცრისფერი ყოველდღიურობა კაშკაშა ფერებით გალამაზდება, რომელთა შორის კარიერული წარმატებების ფერებიც გაიელვებს. მოსალოდნელია დამატებითი შემოსავალი პრემიის ან ძვირფასი საჩუქრის სახით. ასევე, სასიხარულოა სტაბილური ჯანმრთელობა.
ლითონის ვირთხის წლის მეორე ნახევრიდან იღბალი კვლავ გაგიღიმებთ. ეს იქნება ნაყოფიერი პერიოდი, რომლის დროსაც შეგიძლიათ წარმატებების მიღწევა საქმეებში და ასევე, საკუთარი თავის სრულყოფილებაზე მუშაობა.
წლის ბოლო თვეში ცვლილებების დიდი ხნის ნანატრი დრო დადგება. დეკემბერში შეძლებთ ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლას, იმიჯის მკვეთრ შეცვლას, რემონტის წამოწყებას, სპორტულ კლუბში სიარულსა და სხვა. ვარსკვლავები სრულ მხარდაჭერას გპირდებიან და მაშველ რგოლსაც გიგზავნიან - თუ საკუთარი გადაწყვეტილებები იმედს გაგიცრუებთ, შესაძლებელი იქნება უკან დაბრუნება.
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
სასიყვარულო ჰოროსკოპი
ასეთი ხართ: მორგებული გაქვთ გმირისა და მაშველის ფუნქციები და ამას არაფერი „ეშველება". პლანეტები ენერგიით აგავსებთ და სიხარულით გაუნაწილებთ ამ ენერგიას საყვარელ ადამიანს. ეს ყველაფერი არაა - თუ ადამიანს გასაჭირში დაინახავთ, მას დაეხმარებით და თან, ეს გადარჩენილი ადამიანი სერიოზულად გაგიტაცებთ. ტყუილად კი არ არის ნათქვამი: ის უფრო მეტად გიყვარს, ვიზეც მეტი ამაგი გაქვსო. თუნდაც თქვენი საყვარელი ადამიანი არ იყოს დახმარებისა და ზრუნვის ღირსი, თქვენ მას არ მიატოვებთ - მას თქვენ გარეშე ხომ გაუჭირდება.
დაოჯახებული კირჩხიბების „წონა" ოჯახში გაიზრდება. ადრეც შეგეძლოთ საკუთარი ინტერესების დაცვა, მაგრამ ახლა თქვენი მეუღლე თქვენთან შეთანხმების გარეშე რამის გაკეთებას უკვე მოერიდება. და ეს იმიტომ, ვარსკვლავები საოცარ თავდაჯერებულობას მოგანიჭებენ. ამასთან, კეთილი და სამართლიანი „მბრძანებელი" იქნებით. საოჯახო ბიუჯეტს ოსტატურად გაანაწილებთ. ეს ყველაფერი უფრო წლის ბოლოსკენ მოხდება.
მარტოხელა კირჩხიბები საოცრად ეფექტურად წარმოადგენთ თავს. ეს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე აისახება. გეყოლებათ უამრავი თაყვანისმცემელი. თქვენი მხრიდან ინტერესი კი ძალზე მოკლევადიანი იქნება - 2020 წელს სერიოზული გატაცებები არ გელოდებათ და არც თქვენ გეგმავთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეძლებულ თაყვანისმცემელს უყურადღებოდ არ გაუშვებთ ხელიდან. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ფული თქვენთვის საკმარისი არ იქნება - სიმპათიაც უნდა გქონდეთ.
როგორი დედამთილები არიან ზოდიაქოს ნიშნები>>
კარიერა და ფინანსები
შრომისუნარიანობა 2020 წელს საკმაოდ მაღალი გექნებათ. მუხლჩაუხრელი შრომა და ალღო მომგებიან გარიგებებზე ამ წელს ხელგაშლილად ცხოვრების საშუალებას მოგცემთ.
გაზაფხულზე საკუთარი ბიზნესის გახსნაც შეგიძლიათ. ეს ნაბიჯი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგით, თუ დამოუკიდებელი მუშაობისთვის 100 პროცენტით იქნებით მზად.
პირველი დიდი შემოსავალი იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისშია მოსალოდნელი. დიდი ალბათობით, ეს წინა წელს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება იქნება. ურიგო არ იქნება, თუ ამ ფულით საკუთარ თავს საჩუქარს გაუკეთებთ, მაგრამ ეს თებერვლის დასაწყისში აჯობებს.
მარტის დასაწყისში პლანეტების ასპექტი საყვარელი ადამიანის მიმართ ზედმეტად ხელგაშლილს გაგხდით. აპრილის შუა რიცხვებამდე მას გაანებივრებთ საჩუქრებით, რაც თავდაპირველად სიხარულსა და მადლიერების გრძნობას გამოიწვევს, მაგრამ შემდეგ უკვე - უხერხულობას. ეს რომ არ მოხდეს, სჯობს, პარტნიორს ერთი, მაგრამ ღირსეული საჩუქარი გაუკეთოთ.
მაისის დასაწყისიდან ივნისის ბოლო რიცხვებამდე შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ. სამუშაო დაგთრგუნავთ, სამაგიეროდ, ფინანსურად გაგიმართლებთ.
ყველაზე ძვირი ნივთის შეძენა აგვისტოს შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე აჯობებს. აუცილებლობის შემთხვევაში კრედიტის აღებაც შეგიძლიათ, ოღონდ ზუსტად უნდა იცოდეთ, რისი შეძენა გსურთ.
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?
ახალი წლის საჩუქრები, სჯობს, ნოემბერში იყიდოთ, ხოლო დეკემბერში ხარჯები შეამციროთ, რადგან მოსალოდნელია, რომ საშობაოდ საზღვარგარეთის საგზური შემოგთავაზონ, რაზე დათანხმებაც უპრიანი იქნება.
ჯანმრთელობა
აქტიურმა ცხოვრებამ, შესაძლოა, გამოფიტვა, ხოლო გაჭიანურებულმა სტრესმა - ნერვული „აფეთქება" გამოიწვიოს.
პირველ დეკადაში დაბადებულები (22.06 - 1.07) - თქვენი ჯანმრთელობა ბევრად არის დამოკიდებული განწყობაზე. თუ სიცოცხლის მოყვარული და მხიარული ხართ, გაციებითაც კი იშვიათად ცივდებით. თუ სტრესულ ვითარებაში გიწევთ ყოფნა, არ დაივიწყოთ ენერგეტიკული საზრდო და დასვენება. მიიღეთ ვიტამინები, არომატული აბაზანები, ეწვიეთ საუნას,
მეორე დეკადაში დაბადებულებისთვის (2.07 - 11.07) აუცილებელია მოძრაობა. მიიღეთ მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები. იარეთ ფეხით, ეწვიეთ საცურაო აუზს. ყურადღება მიაქციეთ ნერვულ სისტემას.
მესამე დეკადის (12.07 - 22.07) წარმომადგენლებმა ყურადღება მიაქციეთ კბილებს - აუცილებლად ეწვიეთ სტომატოლოგს. ასევე, გაუფრთხილდით ყელს. აიმაღლეთ იმუნიტეტი, გაკაჟდით.
2020 წლის ჰოროსკოპი დაბადების წლის მიხედვით:
კირჩხიბი-ვირთხა
2020 წელს ხშირად უნდა გამოიჩინოთ ინიციატივა. ეს დაგეხმარებათ, რომ იყოთ მოვლენების ცენტრში, მოიძიოთ და მიიღოთ საჭირო ინფორმაცია, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ხელმძღვანელობა თქვენს ძალისხმევას დამსახურების მიხედვით დააფასებს და დაჯილდოვდებით არა მხოლოდ მორალურად, არამედ მატერიალურადაც. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია ძალზე ბობოქარი პერიოდი. ხმაურიან ჩხუბს შერიგება მოჰყვება. აჩუქეთ საყვარელ ადამიანს ყურადღება. ალერსი, მზრუნველობა. მაგრამ ემოციებს თქვენი მოქმედებების მართვის უფლება არ მისცეთ.
კირჩხიბი-ხარი
2020 წელს პრობლემები მოგელით, რომლებიც დაუყოვნებლივ გადასაწყვეტი იქნება. მერყეობა და უინიციატივობა დიდი უსიამოვნებების საბაბი შეიძლება გახდეს. მოსალოდნელია დაძაბული და უსიამოვნო მომენტები, მაგრამ გექნებათ შანსი, რომ მდგომარეობიდან წარმატებული გამოსავალი იპოვოთ. არ გაჩერდეთ შუა გზაზე, რაც უნდა მძიმე იყოს, ბოლომდე იარეთ. პრობლემები შეიძლება გაჩნდეს ფინანსურ სფეროში. ხარჯები გონივრულად გააკონტროლეთ.
კირჩხიბი-ვეფხვი
2020 წელს გელოდებათ აღმასვლებიცა და ვარდნებიც, განსაკუთრებით, პროფესიულ საქმიანობაში. მთავარია, სულით არ დაეცეთ და მიზნისკენ განაგრძოთ სვლა. წლის მეორე ნახევარში დაიწყებთ სვლას ნელა, მაგრამ წინ. არის საშიშროება, რომ არაკეთილმოსურნეები და მოშურნე ადამიანები გააქტიურდნენ და ზურგში დარტყმა მოგაყენონ. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი და ემოციურად გაუწონასწორებელი. ამ შემთხვევაში შეძლებთ პრობლემების თავიდან არიდებას.
კირჩხიბი-კატა (კურდღელი)
2020 წელს, დიდი ალბათობით, მშვიდად და წყნარად ვერ გაატარებთ. განეწყვეთ იმისთვის, რომ ბევრი შრომა მოგიწევთ და წარმატებებს იოლად ვერ მიაღწევთ. არ არის გამორიცხული, რომ, ვითარებებიდან გამომდინარე, გეგმებში არსებითი კორექტივების შეტანა მოგიწიოთ. ცვლილებები გელოდებათ გარემოცვაში. გამოჩნდებიან ახალი საინტერესო ადამიანები, ხოლო ვიღაცა, შესაძლოა, ძველ ნაცნობებს დაშორდეს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კირჩხიბი-დრაკონი
2020 წელი საკმაოდ მშვიდი და ხელსაყრელი პერიოდი იქნება. რამე ოჯახური ან პროფესიული რყევები მოსალოდნელი არ არის. . თუ მოინდომებთ, შეგიძლიათ დადებითი ცვლილებების შეტანა საკუთარ ბედში, ცხოვრების გამრავალფეროვნება და გაფერადება. პროფესიული თვალსაზრისით ვირთხის წელი საკმაოდ ხელსაყრელი აღმოჩნდება. წარმატებებს ხშირად დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ყველაფერი გამოგივათ.
კირჩხიბი-გველი
წლის განმავლობაში მიღებულ წინადადებები კარგად აწონ-დაწონეთ - შესაძლოა, რამე საინტერესო და პერსპექტიული გამოჩნდეს. მთავარია, მოგება დაინახოთ. არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა და პასუხების გაცემა. წინა პლანზე შეიძლება გამოვიდეს ურთიერთობები ნათესავებთან და ახლობლებთან. ეცადეთ, თქვენი ცუდი განწყობა მათზე არ "ამოანთხიოთ". ურთიერთობების გამორკვევას, წყენასა და საყვედურებს თქვენი კალაპოტიდან დიდი ხნით ამოგდება შეუძლია.
კირჩხიბი-ცხენი
პროფესიული მიღწევების, სიამოვნებებისა და გართობის თვალსაზრისით 2020 წელი შეიძლება საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდეს. ალღო გიკარნახებთ, რა და როგორ უნდა გააკეთოთ. აგვისტოდან დაწყებული შეგიძლიათ ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლა, თავის ახალ საქმეში გამოცდა, მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვა, გარიგებებზე ხელმოწერა. მიღებულ გადაწყვეტილებას მრავალი წლის განმავლობაში არ ინანებთ. ასევე სასიამოვნო შეიძლება აღმოჩნდეს 2020 წელს სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.
როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა
კირჩხიბი-თხა (ცხვარი)
ლითონის ვირთხის წელიწადში ძალების მოზღვავებას იგრძნობთ, გახდებით თავდაჯერებული და მიზნებისკენ მნიშვნელოვნად წაიწევთ წინ. ამასთან, მიზნები, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული იყოს, მაგრამ ეს არ დაგაბრკოლებთ, არამედ წარმატებით იმოქმედებთ ყველა მიმართულებით. ამ წელს დაწყებული საქმეები განვითარდება და თავის ნაყოფს გამოიტანს. ასევე წარმატებული იქნება წელი მათთვისაც, ვისაც წარმატება არა პროფესიულ სარბიელზე, არამედ პირად ცხოვრებაში სურს. შესაძლებელია მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბება და მყუდრო ოჯახური გარემოს შექმნა.
კირჩხიბი მაიმუნი
2020 წელს განსაკუთრებულად ენერგიული და შეუპოვარი გახდებით საკუთარი ინტერესების დაცვის კუთხით. ეცადეთ, საკუთარი ძალები კონსტრუქციულ კალაპოტში მიმართოთ. რეალობად აქციეთ ის ამოცანები, რომელთა განხორციელებაზე ან დრო არ გყოფნიდათ, ან მათი შესრულება წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები, ორგანიზატორის უნარები. ამასთან, მოერიდეთ იმპულსურ და თვითკმაყოფილ საქციელს, ზედმეტ სიჯიუტესა და ადამიანებთან ულტიმატუმის ფორმით ურთიერობებს. ამას, შესაძლოა, სერიოზული კონფლიქტები და უსიამოვნებები მოყვეს.
კირჩხიბი-მამალი
დადგა დრო, რომ საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანოთ, გააუმჯობესოთ ის და კაშკაშა ფერები შეიტანოთ თქვენს ყოფაში. შესაძლოა, გამოჩნდეს კარიერასთან დაკავშირებული საინტერესო წინადადებები. ეცადეთ, მოვლენების ეპიცენტრში იყოთ. შეძლებთ საქმიანობის სფეროს მნიშვნელოვნად გაფართოებას, საჭირო კავშირების მოძებნას ადა საერთოდ, იმ ყველაფრის მიღებას, რისი სურვილიც გექნებათ. პირად ფრონტზე სტაბილურობისა და გარკვეულობის სურვილი გაჩნდება. წყვილებს ეს ხელსაყრელ ეტაპს - ურთიერთობების გამტკიცებას ჰპირდება.
კირჩხიბი-ძაღლი
თუ 2020 წელს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანის სურვილი გაგიჩნდებათ, ყველაფერი გამოგივათ, თუმცა, ერთბაშად არა. დაბრკოლებების წინაშე უკან არ დაიხიოთ. თქვენს გეგმებს ხელი, მხოლო საკუთარმა ქარაფშუტობა, და განწყობების ხშირმა ცვლამ შეიძლება შეუშალოს. არ გქონდეს ფულის იოლად მიღების იმედი, ამიტომ ნუ გარისკავთ. პირად საკითხებში ყველაფერი შესანიშნავად განვითარდება. თქვენი მომხიბვლელობითა და ენამახვილობით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს მიიზიდავთ.
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს
კირჩხიბი-ღორი (ტახი)
თუ უსაქმოდ არ იქნებით, 2020 წელი წარმატებებს გპირდებათ. დაინტერესდით უცნობი საქმიანობის სფეროებით, ეძებეთ ახალი შესაძლებლობები. თუ გატკეპნილ გზაზე იმოძრავებთ, უკეთესობისკენ ცვლილებების შანსს გაუშვებთ ხელიდან. შრომისმოყვარეები სათანადო ჯილდოს მიიღებთ. პირად ცხოვრებაში ცვლილებებია მოსალოდნელი. ურთიერთობებს, რომლებმაც თავისი დრო ამოწურა, შესაძლოა, წერტილი დაესვას, ხოლო მეგობრულ წყვილებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.