18:12 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ორსული ქალი მინდორში

ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

CC0 / Pixabay
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
925110

ორსულობის დროს ყველაზე მშვიდი ქალებიც კი შეიძლება სულ უბრალო წვრილმანებზე გაღიზიანდნენ. ასტროლოგებმა ზოდიაქოს ექვსი ყველაზე მგრძნობიარე ნიშანი დაასახელეს, რომლებსაც ორსულობის პერიოდის გადატანა ყველაზე მეტად უჭირთ.

ყველა ქალისთვის შვილის მოლოდინის პერიოდი ერთდროულად სასიხარულოცაა და არაპროგნოზირებადიც. ჩნდება ახალი ჩვევები, იცვლება გემოვნება. რაც ადრე სასიამოვნო ჩანდა, ახლა აუტანელია, ან, პირიქით, რაც ადრე ზიზღს იწვევდა, ახლა სასიხარულოა.

ტყუპი

ორსულობის დროს ყველაზე ჭირვეული ტყუპები არიან. ბუნებით ძალზე უზრუნველებს ძალიან დიდი ხანი სჭირდებათ იმ ფაქტის გასაცნობიერებლად, რომ დედა გახდებიან. საბოლოოდ, როდესაც ჩაწვდებიან მომხდარის აზრს, წინააღმდეგობრივი გრძნობებისგან იტანჯებიან. ხშირად ვერ გაუგიათ, კონკრეტულად რა უნდათ. ამ პერიოდში ბავშვის მამას დიდი ძალისხმევის გამოჩენა სჭირდება, რომ გაიგოს, რა მოუტანს სიხარულს მათ რჩეულ ქალს, მომავალ დედას.

ლომი, მშვილდოსანი, თხის რქა

ზოდიაქოს ამ ნიშნებით დაბადებული ქალები უშრეტი ენერგიითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. მათ ძალიან უჭირთ ორსულობის პერიოდში ცვლილებების მიღება. როგორც წესი, მათთვის კარიერა პირველ ადგილზეა, ამიტომ დეკრეტულ შვებულებაში, ჩვეულებრივ, ბოლო წუთს გადიან. ამასთან დაკავშირებით, ასეთ საპასუხისმგებლო ნაბიჯს, როგორიც ბავშვის გაჩენაა, მხოლოდ მაშინ წყვეტენ, როცა იციან, რომ პატარის მოვლაში ნათესავები დაეხმარებიან.

წაიკითხეთ აქ: როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები

თევზები, კირჩხიბი

ეს ნიშნები ძალზე სკრუპულოზური და მგრძნობიარე არიან ყველაფრის მიმართ, რაც მათ ირგვლივ ხდება ორსულობის დროს. ახალი სტატუსი მათ აიძულებს, ძალზე მომთხოვნი იყვნენ მეუღლის, ნათესავების, მეგობრების მიმართ. ხანდახან ისტერიკაში ვარდებიან, რადგან ქმრის ყურადღება და მზრუნველობა არ ჰყოფნით. ქმარი კი, თავის მხრივ, დიდი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს, რომ გვერდით დაუდგეს თავის საყვარელ ქალს ამ რთულ პერიოდში.

თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)

მთავარი თემები