15:58 10 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2606
  • 100 RUB4.6194
  • USD2.9446
მძღოლი საჭესთან

ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?

© CC0 / Pixabay
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
6585 0 0

ასტროლოგები იმის შესახებ, თუ როგორი მძღოლები არიან ზოდიაქოს ნიშნები – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

საჭესთან ემოციები იღვიძებს. მძღოლები ხშირად აჩვენებენ თავიანთ ნეგატიურ მხარეს. ვიღაცას სწრაფად უნდა წასვლა, ვიღაც კი ინარჩუნებს სიმშვიდეს. ავტომობილის მართვისას ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლები თავიანთი მახასიათებლებით გამოირჩევიან.

მაშ ასე, როგორი მძღოლები არიან ზოდიაქოს ნიშნები:

ცეცხლის სტიქია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

ცეცხლის სტიქიის ნიშნებით დაბადებულები ყველაზე ემოციური ადამიანები არიან, თან თავიანთი ემოციების ჩვენებას არ ერიდებიან. სწორედ ამიტომ ყველაზე მეტი კონფლიქტი გზებზე მათი მონაწილეობით ხდება.

ვერძი – საკმაოდ კონფლიქტური ხალხია, მაგრამ საზღვარს არასდროს გადადიან. პირველი არ დაიწყებენ ჩხუბს, მაგრამ სიტყვიერად უპრობლემოდ მიმართავენ საგზაო მოძრაობის მეორე მონაწილეს. ავტომობილს მართავენ დაუდევრად, მარამ შედარებით მშვიდად.

ლომი – დაბადებით „შუმახერია“. მართავს სწრაფად, აგრესიულად, მაგრამ ავარიაში იშვიათად ხვდება. არის ნამდვილი პროვოკატორი, არ მიდის კომპრომისზე იშვიათი გამონაკლისის გარდა.

მშვილდოსანი ცეცხლის სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, ყველაზე მშვიდია ავტომობილის მართვისას. მას მოსწონს თვითონ მართვის პროცესი, ამიტომ ნამდვილ ტკბობასა და სიამოვნებას ღებულობს. ერთ–ერთი ის მძღოლია, რომელიც იშვიათად ხვდება ავტოავარიაში.

მიწის სტიქია: კურო, ქალწული, თხის რქა

ეს ადამიანები ძალზე ყურადღებიანი არიან და ავტომობილს საკმაოდ კარგად მართავენ, მაგრამ ყველაფერი მთლად წესრიგშიც არაა. ისინი მომთმენი არიან, მაგრამ თუ მდგომარეობიდან გამოვიდნენ...

კურო – თუ ვინმეა სისწრაფის მოყვარული ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ეს კუროა. ისინი მართავენ საკმაოდ დინამიკურად, აღმერთებენ სისწრაფესა და ადრენალინს, რის გამოც ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ჯარიმებს ხმარდება. მამაკაცები ხშირად ჩხუბობენ, ხოლო ქალი კუროები თავს გზების დედოფლებად მიიჩნევენ.

ქალწული – მიწის ნიშნის კაშკაშა წარმომადგენლები არიან, მაგრამ საჭესთან ნებისმიერ აგრესორს მისცემენ ფორას, როცა სტრესულ ვითარებაში არიან. მართავენ ძალიან კარგად და ყურადღებით, რადგან ავტომობილს ძალიან უფრთხილდებიან. ყველაფერი იცვლება, თუ ვინმეს მისი სპეციალურად გაბრაზება უნდა. სჯობს, ეს არავინ გააკეთოს.

თხის რქა – თითქმის არასდროს ხვდება ავარიაში, რადგან ძალზე კონსერვატორი და ფრთხილია. თუ საგზაო ნიშანზე არის მითითება 40 კმ/სთ, ის 41 კმ/სთ სიჩქარით არასდროს წავა. პრობლემები არ სჭირდება – მთავარია, „ა“ პუნქტიდან დანიშნულების ადგილზე, „ბ“პუნქტში მივიდეს.

ჰაერის სტიქია: ტყუპი, სასწორი, მერწყული

ქარზე უსწრაფესი ხალხია, აღმერთებენ სიჩქარეს, დრაივს. თითქმის ყველაზე უკეთესად მართავენ, მაგრამ საჭესთან ძალზე თავზეხელაღებული და უდარდელი არიან. ეს მოდუნება მათ ხანდახან ხელს აძლევს, რადგან საერთოდ არ ნერვიულობენ. კონფლიქტზე წასვლა არ უყვართ.

ტყუპი – ტყუპი ავტომობილს უყურებს, როგორც გადაადგილების საშუალებას. არა აქვს არანაირი საიდუმლო კავშირი მანქანასთან, მაგრამ მისი მართვა ძალიან უყვარს. მოსწონს თავისუფლების შეგრძნება, ღამით მანქანებისგან თავისუფალი მაგისტრალი და ბენზინით სავსე ავზი. ვერ იტანს „საცობებს“.

სასწორი – კარგი მძღოლია, მართვის უნარებიდან ყველაფერი საუკეთესო აქვს ათვისებული. არაა კონფლიქტური. არ მოძრაობს არც ძალიან სწრაფად და არც ძალიან ნელა. აღმერთებს თავად პროცესს და არ არღვევს მოძრაობის წესებს.

მერწყული – მერწყულისთვის თავისი ავტომობილის სტატუსი მნიშვნელოვანია. სამუშაოზე, ურთიერთობებში და გზაზე მხოლოდ გამარჯვებულად უნდა აჩვენოს თავი, ამიტომ ყველაზე ძვირადღირებული (შეძლებისდაგვარად, რამდენსაც მისი ბიუჯეტი გაწვდება) ავტომობილებით გადაადგილდება. ყველა ნიშანს შორის ყველაზე აგრესიული მძღოლია.

წყლის სტიქია: კირჩხიბი, მორიელი, თევზები

მიიჩნევენ, რომ წყლის სტიქიის წარმომადგენლები ყველაზე ცუდად მართავენ ავტომობილს, მაგრამ ასე არაა. რა თქმა უნდა, მათ აქვთ თავიანთი უცნაურობები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საშინელი მძღოლები არიან.

კირჩხიბი – მართავს ძალზე ნერვულად, უხეშად, ბევრს იგინება. სხვებზე ხშირად არ უთმობს გზას, მაგრამ, სამაგიეროდ, არ ამატებს სიჩქარეს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს საგზაო მოძრაობის ყველაზე მნიშვნელოვანი წესია.

მორიელი – საკმაოდ მერყევია, მაგრამ დანარჩენ შემთხვევებში მისი, როგორც მძღოლის უნარები ძალიან კარგია. ის არ არკვევს ურთიერთობებს, მართავს ძალზე მშვიდად. ასევე, ძალიან ეჩვევა თავის ავტომობილს.

თევზები – ძალიან უჭირს ახალ პირობებთან შეგუება, ამიტომ ურჩევნია, შორ გზას არ დაადგეს. კომფორტულად გრძნობს თავს ჩვეულ გარემოში, ამიტომ მარშრუტს არ ცვლის. პარკირების მხრივ სხვა ნიშნებს შორის ყველაზე უარესია და ვერ იტანს, როცა ვინმე რამეს ასწავლის. ადვილად გამოდის მდგომარეობიდან.

მთავარი თემები