ზოდიაქოს ყველაზე აზარტული ნიშნები - ტოპ-სამეული

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშიკაზინოში
კაზინოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზარტულ თამაშებს ყველა ვერ აღიქვამს მშვიდად. ზოგიერთს, უბრალოდ, ყველაფერი ავიწყდება და მოგების სურვილით, შესაძლოა, ეშმაკს მიჰყიდოს სული

ასტროლოგები ზოდიაქოს სამ ნიშანს გამოყოფენ, რომლებიც ძალზე ფრთხილად უნდა იყვნენ აზარტული თამაშებისას და ბედს არ უნდა გაეთამაშონ.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ლუდომანია ჰქვია. მოთამაშის გარკვეული ზღვრის გადასვლის შემდეგ დამოკიდებულება შეიძლება ჩაითვალოს კლინიკურ პათოლოგიად.

ადამიანები ქუჩაში - Sputnik საქართველო
კრიმინალური ტალანტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ძალზე აზარტული პიროვნებები არიან. მათ ბავშვობიდან აქვთ სურვილი, რომ ყველაფერში პირველები იყვნენ, გაიმარჯვონ ყველა თამაშში.

მათ მოსწონთ თვითონ თამაშის პროცესი. სჯერათ, რომ იღბალი ყოველთვის მათ გვერდითაა ნებისმიერი ავანტიურული მოქმედებისას.

არც არის გასაკვირი, რომ მშვილდოსნებს ხშირად უმართლებს, ხშირად იგებენ, მაგრამ სერიოზული წაგებისგან დაზღვეული არ არიან. ამ მარცხის მერე, შესაძლოა, დიდი ვალი დაუგროვდეთ, ხოლო ეს ვალი ხშირად სხვადასხვა დანაშაულისკენ უბიძგებს მათ. ამასთან, მშვილდოსნებს შეიძლება განუვითარდეთ არა მხოლოდ სათამაშო დამოკიდებულება, არამედ ალკოჰოლურიც.

პრობლემების ასეთი „ბუკეტი" ხელს უწყობს იმას, რომ რაღაც მომენტში მშვილდოსნები მოვლენებზე კონტროლს კარგავენ.

ლუდომანები ხშირად უკიდურესობამდე მიდიან და სახლიდან საკუთარი ნივთებიც კი გააქვთ, რომ ითამაშონ.

კოსმოსი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა"

კურო

კუროების მოქმედებებით იმის განსაზღვრა, არიან თუ არა ისინი ლუდომანები, ძნელია. ყველას არ შეუძლია მათში აზარტული ადამიანის დანახვა. გარედან ისინი მოჩანან ადამიანებად, რომლებსაც უყვართ სპორტი, გართობა, ლატარიის ბილეთების ყიდვა.

მაგრამ არის მედლის მეორე მხარეც - საქმე ბევრად უფრო ჩახლართულია. კუროები დიდ ფსონს ჩამოდიან, ამას არ იმჩნევენ და ფულზე ჩუმად თამაშობენ.

სიტუაციას ართულებს ის, რომ კუროები ძალზე ჯიუტი არიან, შეუძლიათ, მუდამ ითამაშონ და დაელოდონ, როდის გაუმართლებს მათ ბოლოს და ბოლოს.

დამოუკიდებლად ლუდომანიისგან გათავისუფლება უჭირთ. უნდა ჰქონდეთ საკმაოდ დიდი საბაბი, რომ თამაშს თავი დაანებონ.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში

მერწყული

მერწყულები აზარტული პიროვნებები არ არიან, მაგრამ ხანდახან უარს არ ამბობენ, რომ თამაშით გაერთონ და უმნიშვნელო ფსონსაც ჩამოვიდნენ.

ხშირად მერწყულების თამაში უფრო პიარ-აქციაა, რომ ყურადღება მიიქციონ.

თუ მერწყული სერიოზულ თამაშში ჩართეს დიდი ფსონებით, ის მაშინვე რთავს გონებას და შედეგებზე ფიქრობს, თან, არ ავიწყდება, როგორ გამოიყურება და რა შთაბეჭდილებას ახდენს გარშემომყოფებზე.

ამასთან, მერწყულს იღბლიანს ვერ უწოდებ. უმეტეს შემთხვევებში, აგებენ.

ასეთი მარცხის შემდეგ, შესაძლოა, დეპრესიის პერიოდი დაუდგეთ, იწყებენ დიდ ეკონომიას და საკუთარ თავს ბევრ რამეზე ეუბნებიან უარს.

ყველა ახალი ამბავი
0