2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

CC0 / Pixabay / ლომი
ლომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლური კალენდრით ყოველი წელიწადი სხვადასხვა ცხოველი-თილისმის მფარველობით მიმდინარეობს. 2020 წელს ღორს თეთრი ლითონის ვირთხა ჩაანაცვლებს

თეთრი ლითონის ვირთხის წელი 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება. ის ამ წელიწადში მოიტანს ღრმა ცვლილებებს ცხოვრების ყველა სფეროში. და თუმცა ეს ცვლილებები შეიძლება პოზიტიური გახდეს, ადამიანებზე იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სკრუპულოზურობა, გონიერება, ეშმაკობა - სწორედ ეს თვისებები ახასიათებს 2020 წლის მფარველ ცხოველს.

© FB/ Zodiac Signsლომი
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი - Sputnik საქართველო
ლომი

როგორი იქნება 2020 წელი ლომებისთვის - ზოგადი მიმოხილვა

2020 წლის დადგომას ლომები მათთვის ჩვეულ - საბედისწერო ლამაზმანების (ქალი იქნება თუ მამაკაცი) ამპლუაში შეხვდებიან. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები თავს ისე დაგეხვევიან, როგორც თაფლს ბუზი, თან ისე, რომ ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევაც არ დაგჭირდებათ. ამასთან, ინვარში გონების სიფხიზლეს საერთოდ არ დაკარგავთ. ეს კარგია. საჭირო დროს საჭირო ადამიანისთვის გაღიმებით კარიერაში დიდი ნახტომის გაკეთება შეგიძლიათ, ასე რომ, გაიღიმეთ ხშირად.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

წლის პირველ ნახევარში უთანხმოებებიც არის მოსალოდნელი. რომელიმე კოლეგამ, შესაძლოა, თქვენი სიკეთის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება სცადოს. მოგიწევთ მისთვის ადგილის მიჩენა. ამის მოწმე თუ ხელმძღვანელობა გახდა, თქვენს უნარს, დაიცვათ საკუთარი თავი, სათანადოდ დააფასებს. ასტროლოგები გირჩევენ, თამამად მოითხოვოთ ხელფასის მომატება ან დამატებითი შვებულება.

წლის მეორე ნახევარში გაგიჩნდებათ მიზანი, რომლის მიღწევაზეც დიდხანს იმუშავებთ, გამოტოვებთ გასართობ ღონისძიებებს და თავისუფალ დროსაც ამ საქმეებს მოანდომებთ. ამაში ხელს შეგიწყობთ კარგი ჯანმრთელობა და მოთმინების უნარი. უძრავ ქონებასთან დაკავშირებით შესაძლებელია გარისკვა, რომელიც, დიდი ალბათობით, გაამართლებს. დამატებითი გაწამაწია გექნებათ ხანში შესულ ნათესავებთან დაკავშირებით - შესაძლოა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს.

წლის ბოლო მშვიდი და ზომიერი იქნება. მოგიწევთ აუჩქარებელ, შენელებულ ტემპთან შეგუება და ამასთან, მისგან კმაყოფილების მიღებაც. ეს დაგეხმარებათ, თვალნათლივ დაინახოთ თქვენი ცხოვრების მთლიანი სურათი და გაიგოთ, რა გაკლიათ სრული ბედნიერებისთვის.

საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

სასიყვარულო ჰოროსკოპი

სასიყვარულო ურთიერთობებში არსებული ვითარების შენარჩუნება გსურთ. თუმცა, შესაძლოა, ერთი გამონაკლისი იყოს: თუ თქვენი საყვარელი ადამიანი სათანადოდ გააქტიურდება, შესაძლოა, ცდუნებას ვერ გაუძლოთ. საქმე ისაა, რომ წინა წლებში ურთიერთობებში თავი დაჩაგრულად და უყურადღებოდ იგრძენით და თუ ახლა ვინმე აღიარებს თქვენს ღირსებებს, მაშინვე მინიმუმ თქვენი მეგობარი გახდება. სინამდვილეში, 2020 წელს ახალ სერიოზულ ურთიერთობებში საშიშროება თქვენთვის თითქმის ნულის ტოლია, ასე რომ, თქვენს საყვარელ ადამიანს შეუძლია თქვენთან და თქვენს გრძნობებთან მიმართებით არ ინერვიულოს.

ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო
შეყვარებულებისთვის: როგორი სიყვარული შეუძლიათ ზოდიაქოს ნიშნებს

ლომისთვის, რომელსაც გულწრფელად უყვარს თავისი მეუღლე, ღალატზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იქნება. წელს მოსალოდნელია სრული ურთიერთგაგება მეუღლესთან, რომელიც დიდი პატივისცემით მოგექცევათ. ამასთან, ყველაზე საინტერესო ადამიანად მიაჩნიხართ.

თავისუფალ ლომებს შეუძლიათ, ფლირტი, მაგრამ ამ წელს თქვენს გულს, დიდი ალბათობით, ვერავინ "ააფართხალებს". როგორც ჩანს, გულის სიღრმეში გრძნობთ, რომ ჯერ არ შეხვედრილხართ იმ ერთადერთს, რომელიც თქვენი ცხოვრების თანამგზავრი გახდება.

კარიერა და ფინანსები

წელიწადის დასაწყისი ბობოქარი იქნება და თქვენ ეს ტალღა უნდა დაიჭიროთ, სხვაგვარად ფინანსური კეთილდღეობის შენარჩუნება გაგიჭირდებათ. პირველივე დღეებიდან ვარსკვლავები მთელ თქვენს ძალებს მოითხოვენ. სამაგიეროდ, პირველივე თვის ბოლოს საკუთარი ნამუშევრის პირველ შედეგებს მიიღებთ. ეს პერიოდი კარგი დიდი გარიგებების დადებისა და პერსპექტიული შეთანხმებების გაფორმებისთვის. მთავარია, რომ შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

გაზაფხულის დასაწყისში მიიღებთ საჩუქარს ან ფინანსურ დახმარებას - ეცადეთ, ზედმეტი კითხვების გარეშე მიიღოთ იმის გათვალისწინებით, თანხა ძალიან გჭირდებათ.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

თუ ვინმესთვის ძვირფასი ან პრაქტიკული საჩუქრის ყიდვას აპირებთ, ეს ივნისის მეორე ნახევარში გააკეთეთ.

ზაფხულის შუა პერიოდში, პლანეტების „დამსახურებით", მოგემატებათ პასუხისმგებლობა და საქმიანობა, გაიზრდება ფინანსური გათვლების სიზუსტე. თუ ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით დამსაქმებელთან დალაპარაკებას აპირებთ, ეს აგვისტოში გააკეთეთ. ამ დროს მეტად დამაჯერებელი იქნებით.

შემოდგომაზე მოსალოდნელია გუნდური პროექტის დასრულება, რომლისთვისაც კარგი შემოსავალი გელოდებათ. მიღებულ თანხას თუ დაფიქრებით დახარჯავთ, კარგი იქნება.

წლის ბოლოს, დიდი ალბათობით, დიდი შენაძენი გელოდებათ. სასურველია, თუ თქვენთვის ძვირფას ნივთს დეკემბრის პირველ ნახევარში შეიძენთ.

ნიშნების შეთავსებადობა აღმოსავლური კალენდრის მიხედვით>>

ჯანმრთელობა

გაუფრთხილდით ფიზიკურ და ემოციურ ძალებს. შეეწინააღმდეგეთ სტრესს.

ლომის ნიშნის პირველ დეკადაში დაბადებულები (23.07 - 1.08) - ლომები, როგორც წესი, თავიანთ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ეს წელიწადი მრავალფეროვანი და რთული იქნება. დაძაბულობის პერიოდებში ნერვულ სისტემაზე უნდა იფიქროთ. ზამთრის ბოლოს არის ტრავმის მიღების საფრთხე, ამიტომ ფრთხილად იყავით საჭესთან, ხოლო ზაფხულში არასასურველია თვითმფრინავითა და ავტომობილით მგზავრობა.

მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს „მეფური" ნიშნები

მეორე დეკადაში დაბადებულები (2.08 - 12.08) - ხშირი მივლინებების გამო, შესაძლოა, ჯანმრთელობა შეგერყეთ და უბრალო გაციებაც კი გაჭიანურდეს. იგრძნობთ ემოციურ ან ფიზიკურ გამოფიტვას - წაგადგებათ იოგა, ან წაიკითხეთ წიგნი. არ გაწყენთ ხანდახან განმარტოება, ეს თქვენთვის აუცილებელიც კია.

მესამე დეკადაში დაბადებულები (13.08 - 23.08) - ზამთრის დღესასწაულების შემდეგ სარკეში ჩაიხედეთ - აშკარად მოიმატებთ წონაში, ამასთან, კანიცა და თმაც მოვლას საჭიროებს. დროა, საკუთარ თავს მიხედოთ. გადადით ჯანსაღ და დიეტურ კვებაზე. იაქტიურეთ ფიზიკურად.

2020 წლის ჰოროსკოპი დაბადების წლის მიხედვით:

ლომი-ვირთხა

თქვენი ცხოვრება კაშკაშა ფერებით, ახალი შთაბეჭდილებებითა და სასიამოვნო განცდებით აივსება. მთელი წლის განმავლობაში მაღალ ენერგიას იგრძნობთ, ამიტომ მთელი ძალები მიზნების განხორციელებაზე მიმართეთ. პრაქტიკულად, ყველა საქმის რეალიზება შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება აჩქარება დასკვნების გამოტანის დროს, იმპულსურად გადაწყვეტილებების მიღება. თუ ფუჭად არ გარისკავთ, შესაძლებელი იქნება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

ლომი-ხარი

ზოგიერთმა მოვლენამ, შესაძლოა, აგაღელვოთ. . დროზე ადრე რომ არ გადაიწვათ და ცხოვრების გემო არ დაკარგოთ, თვითონ უნდა შეიქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც მოგცემთ მოდუნების, ძალების აღდგენისა და პოზიტიურ ტალღაზე განწყობის საშუალებას. გაუფრთხილდით თავს. ეცადეთ, მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და ზედმეტად არ გადაიტვირთოთ. რომანტიკულ ურთიერთობებში პარტნიორის იდეალიზებას ცდილობთ. არ აჰყვეთ ცდუნებას - ადამიანი, შესაძლოა, სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორც წარმოგიდგენიათ.

© photo: Sputnikტიბეტური ჰოროსკოპი
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი

ლომი-ვეფხვი

იმის თქმა, რომ მთელი წელი პრობლემების გარეშე ჩაივლის, არ შეიძლება. პირველ კვარტალში ნებისმიერ ცვლილებას თქვენი საქმეების გართულება შეუძლია, ამიტომ გაზაფხულის ბოლომდე საბედისწერო გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, არ ჩაებათ საეჭვო საქმეებში, რადგან, შესაძლოა, იღბალმა გიმტყუნოთ. შესაძლოა, ვინმემ თქვენი კავშირებით ან ფულით სარგებლობა გადაწყვიტოს. ყველა წინადადება ყურადღებით უნდა შეამოწმოთ. არ ღირს სარისკო ღონისძიებებში მონაწილეობა. მაღალია ტრავმების მიღების ალბათობა.

ლომი-კარა (კურდღელი)

2020 წელი დიდი მოვლენებით სავსე, დიდი ალბათობით, არ იქნება. უნდა დასჯერდეთ წინა საქმიანობის შედეგების შეჯამებას. ეცადეთ, საქმეები არ დაგიგროვდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ დღესაც უამრავი საქმე „დაგეყრებათ" თავზე, რომელთა გაკეთებასაც რამდენიმე თვე დასჭირდება. პირად ურთიერთობებში ძველი შეცდომების გამოსწორების შანსი მოგეცემათ. ეს ეხება იმ წყვილებს, ვისაც ოჯახური კავშირის შენარჩუნება სურს და პარტნიორთან ურთიერთობებს უფრთხილდება.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

ლომი-დრაკონი

ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს ელოდება სასიამოვნო ცვლილებები. უფრო ეს პროფესიულ საქმიანობას ეხება. თქვენი წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელია სასარგებლო კონტაქტების დამყარება, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების განვითარება. მოერიდეთ და უფრთხილდით მათ, ვისაც თქვენი არ სჯერა და ამბობს, რომ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევთ. როგორც წესი, ასეთი ადამიანები თავად არის წარუმატებელნი და მათთან ურთიერთობები არაფერ კარგს არ მოგიტანთ. სასიყვარულო ურთიერთობები ჰარმონიული იქნება.

ლომი-გველი

2020 წელს მოქნილობა და სიბრძნე უნდა გამოავლინოთ, რადგან ჩამოყალიბებული ვითარებების გათვალისწინებით საკუთარი პოზიციებისა და შეხედულებების შეცვლა მოგიწევთ. საქმიან სფეროში და პირად ცხოვრებაში შესაძლებელია კავშირების ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანი შეთანხმებების დადება. ეს არცთუ ცუდ შემოსავალს მოგიტანთ. თუ სირთულეებს წააწყდებით, არავითარ შემთხვევაში არ ჩამოუშვათ ხელები, შეუძახეთ თავს, რომ ყველაფერი გამოგივათ - და ეს აუცილებლად ახდება.

ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>

ლომი-ცხენი

2020 წელი თქვენთვის საკმაოდ ხელსაყრელი უნდა იყოს. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების პირობები და თქვენი ოცნებისკენ გადადგათ ნაბიჯი. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. მაგრამ თავად თქვენზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული - მოისურვებთ თუ არა შესაძლებლობების სრულად გამოყენებას თუ მცირედს დასჯერდებით. თუ ახალ სამუშაოზე გადასვლას აპირებთ, სჯობს, ივლისის ბოლომდე ეს ნაბიჯი არ გადადგათ.

ლომი-თხა (ცხვარი)

ბევრ სფეროში გელოდებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები, თან, უმეტესობა სასიხარულო იქნება. ამას, რა თქმა უნდა, თქვენც შეუწყობთ ხელს. თქვენი ყველა პოზიტიური ცვლილება თქვენი მიზანსწრაფულობისა და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი იქნება. მაგრამ იმოქმედეთ თანამიმდევრულად. რასაც დაიწყებთ, შუა გზაზე არ მიატოვოთ და ბოლომდე მიიყვანეთ. 2020 წელს არ არის გამორიცხული, რომ თქვენს ერთადერთს, საყვარელ ადამიანს შეხვდეთ.

ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი

ლომი-მაიმუნი

2020 წელი შესაფერისი დროა ნებისმიერი საქმისთვის, რომელიც თქვენგან ინიციატივას, სიმტკიცესა და ნებისყოფას მოითხოვს. არ ღირს არჩეული გზიდან გადახვევა. დიდი დრო დაგჭირდებათ ახლობლებთან და უბრალოდ, კარგ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. ვიღაცებს თქვენი დახმარება ან რჩევები დასჭირდება. ამით მორალურ კმაყოფილებას მიიღებთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დიდი თანხის გაცემა ვალად არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია ალბათობა იმისა, რომ თავი ვერ აარიდოთ დანაკარგს და იმედგაცრუებული დარჩეთ.

ლომი-მამალი

ეცადეთ, ვითარება გააკონტროლოთ და ნებისმიერ შემთხვევაში მდგომარეობის ბატონ-პატრონი დარჩეთ. შესაძლოა, ხანდახან არ გქონდეთ საკუთარი მოსაზრების დაცვის სურვილი და უკანდახევა მოგინდეთ, მაგრამ კაპიტულაცია არ იჩქაროთ. გაიაზრეთ არსებული სიტუაცია, გამოიჩინეთ შეუპოვრობა და აუცილებლად მიიღებთ მნიშვნელოვან შედეგს. არ აურიოთ ერთმანეთში საქმიანი და პირადი ინტერესები, უფრო ზუსტად, სამსახურში არსებული დაძაბულობა არ მიიტანოთ სახლში.

ლომი-ძაღლი

2020 წელი მრავალფეროვანი იქნება თქვენთვის. მოასწრებთ მრავალ რამეს, მიაღწევთ წარმატებებს სხვადასხვა სფეროში. გულწრფელობის, მეგობრულობისა და იუმორის გრძნობის წყალობით ნებისმიერ გუნდს მოერგებით. თქვენ გვერდით იდგებიან ნათესავები, მეგობრები და უბრალოდ, კარგი ნაცნობები. მარტოხელები ხშირად ეწვიეთ გასართობ ღონისძიებებს, სადაც რომანტიკული ნაცნობობის ალბათობა ძალზე მაღალია.

ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები>>

ლომი-ღორი

თეთრი ლითონის ვირთხის წელიწადს ძალითა და ენერგიით აღსავსე იქნებით და ამის წყალობით ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას შეძლებთ. თუ გსურთ, რომ მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი, საკუთარი საქმიანობის თითოეული ეტაპი კარგად უნდა გათვალოთ, შეიმუშაოთ იდეების რეალიზაციის გეგმა და მას მიჰყვეთ. თუ გაგიჭირდებათ ვითარებაში გარკვევა. დახმარებისთვის კოლეგებს, სპეციალისტებსა და ახლობლებს მიმართეთ, არ მოგერიდოთ.

ყველა ახალი ამბავი
0