ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინა აღნიშნავს, რომ არასწორია, ზოდიაქოს რომელიმე ნიშანს ვუწოდოთ, რომ ის ყველაზე საუკეთესოა. ის ზოდიაქოს ნიშნებს შორის სამ ნიშანს გამოყოფს, რომელთაც „მეფური" დიდება ახასიათებს. თუ რატომ, გაეცანით ჰოროსკოპს.
კურო
ეს ზოდიაქოს მიწის ნიშანია. ამ ნიშნის წარმომადგენლები მყარად დგანან ფეხზე. შეუძლიათ რთული ვითარებიდან ადამიანების გამოყვანა და მათთვის დახმარების ხელის გაწვდენა. აქვთ კარგი ინტუიცია და ასევე არანაკლებად განვითარებული გონება. კუროებს უყვართ სიცოცხლე და სიცოცხლეც იმავეთი პასუხობს, ასაჩუქრებს მათ თავისი სიკეთით. კუროებს ლამაზი ოცნების კოშკების სრულიად რეალურ პროექტებად გადაქცევა შეუძლიათ.
ლომი
ნამდვილად „მეფური" ნიშანია. ლომი ხომ ცხოველთა მეფეა. არცთუ იშვიათად ამ ნიშნის წარმომადგენლებს სწორედ რომ მეფური დგომა და საქციელი აქვთ, არიან ამბიციებით სავსე, აქვთ დახვეწილი სტილის გრძნობა. ლომის სტიქია ცეცხლია, რომელიც ხანდახან წვავს კიდეც, მაგრამ ის ასევე ათბობს. ლომები ხშირად ხდებიან ლიდერები, არ უშინდებიან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. არიან გულუხვნი და მტკიცე ხასიათის მქონე ადამიანები.
ქალწული
ქალწული მიწის სტიქიის პრაგმატული წარმომადგენელია, რომელსაც შეუძლია მიზნის დასახვა და მისკენ ზედმეტი ხმაურის გარეშე სვლა. ქალწულებს შეუძლიათ მიმდინარე მოვლენის დანახვა დეტალებშიცა და მთლიანადაც. ისინი ისწრაფვიან სამართლიანობისკენ, სისუფთავისკენ. ქალწულების წინსვლა ხშირად დადებითად მოქმედებს მათ გარემოცვაზე. ისინი მუხლჩაუხრელად შრომობენ, არ ცდილობენ მიზნის მიღწევისთვის სხვების განადგურებას, იბრძვიან პატიოსნად და ამტკიცებენ, რომ ასეთ სტრატეგიას შესანიშნავი ნაყოფის მოცემა შეუძლია.