2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი

© Pixabay / gabicuzბეღურა ხის ტოტზე
ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლური კალენდრით ყოველი წელიწადი სხვადასხვა ცხოველი-თილისმის მფარველობით მიმდინარეობს. 2020 წელს ღორს თეთრი ლითონის ვირთხა ჩაანაცვლებს

თეთრი ლითონის ვირთხის წელი 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება. ის ამ წელიწადში მოიტანს ღრმა ცვლილებებს ცხოვრების ყველა სფეროში. და თუმცა ეს ცვლილებები შეიძლება პოზიტიური გახდეს, ადამიანებზე იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სკრუპულოზურობა, გონიერება, ეშმაკობა - სწორედ ეს თვისებები ახასიათებს 2020 წლის მფარველ ცხოველს.

როგორი იქნება 2020 წელი სასწორისთვის - ზოგადი მიმოხილვა

2019 წლის ბოლოს დიდი ჯაფა გადგათ. ეს ეხება არა მხოლოდ სამსახურს, არამედ საკუთარ თავზე მუშაობასაც. 2020 წლის იანვარში გარშემომყოფები სათანადოდ შეაფასებენ თქვენს მომხიბვლელობას, ენამახვილობასა და საქმიან თვისებებს. დატკბით დამსახურებული რეპუტაციით, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ მიღწეულზე გაჩერება არ ივარგებს. ამისთვის ეცადეთ, არ დასვათ ზედმეტი კითხვები, არავის მოახვიოთ თავზე საკუთარი მოსაზრებები და რა თქმა უნდა, განაგრძოთ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვა.

© FB/ Zodiac Signsსასწორი
2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი - Sputnik საქართველო
სასწორი

შუა ზამთარში ბედმა სიურპრიზი მოგიმზადათ - დიდი ალბათობით, გამოჩნდება ძველი ნაცნობი, რომელიც მოულოდნელად საინტერესო საქმიან ან პირად წინადადებას შემოგთავაზებთ. თქვენი გადასაწყვეტია, დათანხმდებით თუ არა ამ წინადადებას, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებული ძველია.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება

წლის პირველ ნახევარში გელოდებათ საჩუქრები, მგზავრობა, შეხვედრები, აღიარებები და დამაინტრიგებელი წინადადებები. სამწუხაროდ, ემოციებისგან გამოფიტვა გემუქრებათ. კრიზისი რომ აიცილოთ თავიდან, რომელიც გაზაფხულზეა მოსალოდნელი, ეცადეთ, ცოტა თავი აარიდოთ მიმდინარე საქმეებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრების მთავარი მოქმედი პირი თქვენ არ ხართ, არამედ სხვაა, თქვენ კი დამკვირვებლის როლში ხართ. რა თქმა უნდა, გაგიხარდებათ და გეწყინებათ კიდეც, მაგრამ მხოლოდ, როგორც სხვისი ცხოვრების დამკვირვებელს. მაგრამ არ დაივიწყოთ ამ ნიღბის მოხსნა საყვარელ ადამიანთან: გულწრფელი ემოციები პირად ფრონტზე ყველასთვის დიდი წყალობა იქნება.

წლის მეორე ნახევარში, შესაძლოა, დაფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად სწორად აირჩიეთ პროფესია. არ ინერვიულოთ - პრობლემები სამუშაოზე დროებითია და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი სპეციალისტი ხართ. წლის ბოლოსთვის ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება და უფრო მეტიც - შესაძლოა, ხელმძღვანელობა თქვენი იდეებით დაინტერესდეს კიდეც. მარტოხელა სასწორები შეიძლება გაოცდნენ იმით, რომ არ ჰყავთ ერთი უცვლელი პარტნიორი, ხოლო დაოჯახებულები დაფიქრდნენ, რომ მათი ურთიერთობა მეორე ნახევართან რაღაცნაირად გაცივდა. სიტუაცია სასწრაფოდ უნდა მოაგვაროთ, თუ არ გინდათ, რომ მარტო დარჩეთ, რასაც სასწორი, როგორც წესი, ვერ იტანს.

ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის>>

დეკემბერში მშვიდი, ზომიერი ცხოვრება გექნებათ. ბევრ დროს დაუთმობთ საკუთარი თავის სრულყოფაზე მუშაობას. არის იმის ალბათობა, რომ მეგობრებმა და ნათესავებმა თქვენი ეს საკუთარ თავში ჩაღრმავების პროცესი ვერ გაიგონ და თქვენგან მოშორებით დადგნენ. აქედან საუკეთესო გამოსავალი საერთო საქმე იქნება. აუცილებელია არაა, ეს საქმე ბიზნესს უკავშირდებოდეს. შესაძლებელია ერთობლივად სპორტდარბაზში წასვლა, ან სხვადასხვა კურსზე ჩაწერა. ვისაც მეორე ნახევარი ჯერ არ ჰყავს, ყურადღება უნდა გაამახვილოს - წლის ბოლოს აუცილებლად მიიღებთ რაღაც მინიშნებას, თუ სად უნდა ეძებოთ თქვენი ერთადერთი სიყვარული.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

სასიყვარულო ჰოროსკოპი

2020 წელს სიყვარულში ექსპერიმენტები გაგიტაცებთ - როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. მთავარია, იპოვოთ ადამიანი, რომელთანაც საკუთარი ფანტაზიების რეალიზებას შეძლებთ. მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ - ასეთ ადამიანს აუცილებლად იპოვით. შესაძლოა, ის ახლა თქვენი მეგობრები, ახლობლების ან კოლეგების სიაშია. კარგად გადახედეთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს და აუცილებლად იპოვით მას.

დაოჯახებულ სასწორებს სიყვარულში სრული სტაბილურობა ელოდება. არ გაინტერესებთ ახალი თავგადასავლები. თუ საყვარელ ადამიანთან ქორწინება ოფიციალურად არ გაქვთ გაფორმებული, ახლა ესეც შეიძლება, თუ ამის სურვილი გექნებათ, ყოველ შემთხვევაში, თქვენი ურთიერთობები ჩვეულებრივი ოჯახური ურთიერთობების მსგავსად ვითარდება. ამასთან, თუ თქვენი ოჯახის წევრები, დავუშვათ, ალმაცერად უყურებდნენ თქვენს საყვარელ ადამიანს, ახლა მათი დამოკიდებულება მისდამი შეიცვლება.

ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით>>

მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, ერთგული პარტნიორები ხართ, ამ წელს გვერდით გახედვის სურვილი გაგიჩნდებათ. თუ თავისუფალი ხართ, თქვენთვის მაშინ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ამასთან, მარტოხელები საკმაოდ „ამჩატებულად" იქცევით გრძნობების საკითხებში, მაგრამ, სავარაუდოდ, საკმარის სიფრთხილესაც გამოიჩენთ.

შემოდგომა - Sputnik საქართველო
წინასაახალწლო ჰოროსკოპი: რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წლის ბოლოს

კარიერა და ფინანსები

ვარსკვლავები უხვმოსავლიან წელიწადს გპირდებიან, ოღონდ იმ პირობით, თუ მუხლჩაუხრელად იშრომებთ. თუ ქვეშევრდომი ხართ, არ შეუშინდეთ რთული ამოცანებისა და დავალებების შესრულებას. თქვენს ძალისხმევას ხელმძღვანელობა დააფასებს. მოსალოდნელია ხელფასის მომატება, პრემია ან ახალი, მაღალი თანამდებობა. ეს უკვე მარტის ბოლოს შეიძლება მოხდეს. თუ ხელმძღვანელ პირთა რიცხვში შედიხართ, მოემზადეთ იმისთვის, რომ მოგიწევთ მნიშვნელოვანი საკითხების მარტოს გადაწყვეტა და პასუხისმგებლობას სხვებს ვერ გადააბარებთ. ეს დიდი შრომისა და ნერვების ფასად დაგიჯდებათ, მაგრამ, სამაგიეროდ, გაიზრდება კომპანიისა და, შესაბამისად, თქვენი შემოსავლები.

გაზაფხულზე ხარჯების ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა, ამას იოლად გაუმკლავდებით - გაზაფხულის ბოლოს შესაძლებელია შემოსავლის დამატებითი წყაროს გამოჩენა.

ზაფხულის დასაწყისში, სავარაუდოდ, ახალ პროექტს შეეჭიდებით, რომელიც მომგებიანი იქნება.

აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე არ არის რეკომენდებული ლატარიის თამაში, რამე სახის ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელიც იოლ ფულს გპირდებათ. ეს წელი და განსაკუთრებით, ეს პერიოდი არახელსაყრელია აზარტული მოთამაშეებისთვის.

თანხა ბანკომატიდან - Sputnik საქართველო
„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში

განსაკუთრებული ყურადღება ფულის მიმართ ნოემბერში გმართებთ. მოსალოდნელია სხვადასხვა სახის თაღლითობა, ამიტომ ყველა წინადადება კარგად აწონ-დაწონეთ.

ჯანმრთელობა

ეცადეთ, თავი აარიდოთ გაციებას, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას.

სასწორის ნიშნის პირველ დეკადაში დაბადებულები (24.09 - 3.10) - ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ სტრესი ბუნებაში გასვლით მოიხსნათ. ეწვიეთ აგარაკს, სოფელს, დაამუშავეთ ბოსტანი ან ბაღი, დაისვენეთ, მოდუნდით, დააგროვეთ ენერგია.

მეორე დეკადაში დაბადებულები (4.10 - 13.10) - წელი საკმაოდ დაძაბული და გიჟური იქნება, ამიტომ საჭიროა, რომ ჯანმრთელობა არ დაივიწყოთ. შუაღამემდე ნუ იმუშავებთ, დიდხანს ნუ ისხდებით კომპიუტერთან. დაიცავით კვების რეჟიმი.

მესამე დეკადაში დაბადებულები (14.10 - 23.10) შემოდგომაზე, შესაძლოა, მელანქოლიური შემოტევები გქონდეთ. მისგან თავის დაღწევაში საოჯახო და სამსახურის საქმეები დაგეხმარებათ. იარეთ სპორტდარბაზში, ან ფიზიკურად სახლში ან სუფთა ჰაერზე ივარჯიშეთ. შესაძლებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ იკვებეთ დღეში 5-6-ჯერ, ოღონდ მცირე ულუფებით.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

2020 წლის ჰოროსკოპი დაბადების წლის მიხედვით:

სასწორი-ვირთხა

ბევრ სასწორ-ვირთხას ელოდება ნაყოფიერი წელი. შეაჯამეთ და გააანალიზეთ გასული პერიოდი, რომ აღმოაჩინოთ და გამოასწოროთ შეცდომები. თქვენი გეგმების რეალიზებაში განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლიათ მეგობრებსა და თანამოაზრეებს. ვირთხის წელი მოგიტანთ ბევრ სასარგებლო ნაცნობობას, შეხვედრას, მგზავრობასა თუ მოგზაურობას. ბევრ წყვილს გაუმძაფრდება გრძნობები. ამ წელს დაქორწინებულებს ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობები ელოდება.

სასწორი-ხარი

ცვლილებები წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. მაგრამ წარმატებებით აღტყინებულებს სიფრთხილე არ დაგავიწყდეთ. მაისიდან მოყოლებული თავი შორს უნდა დაიჭიროთ სარისკო და ავანტიურული საქმეებისგან, ამ პერიოდში ადვილია ვინმეს მახეში გაბმა. გაგიტაცებთ რომანტიკული თავგადასავლები. გააფართოეთ ინტერესების წრე, ბევრი დრო გაატარეთ მეგობრების კომპანიაში და თქვენს ბედს აუცილებლად შეხვდებით.

© photo: Sputnikტიბეტური ჰოროსკოპი
2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი

სასწორი-ვეფხვი

ასტროლოგები გირჩევენ, არ მოდუნდეთ. ეცადეთ, იმოქმედოთ თანამიმდევრულად, დაწყებული საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოთ. მხოლოდ ასე შეიძლება საკუთარი მიზნების მიღწევა. წლის პირველ ნახევარში იფრთხილეთ ნებისმიერ საქმეში. მოსალოდნელია მოშურნე ადამიანების გააქტიურება. ასევე იფრთხილეთ ფულის ინვესტიციების საკითხში. წლის მეორე ნახევარი უფრო ხელსაყრელად განვითარდება.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

სასწორი-კატა (კურდღელი)

ამ ნიშნების ტიპური წარმომადგენლები არ მოინდომებთ დროის უქმად დაკარგვას და შეეცდებით მის სასარგებლოდ გამოყენებას. სასურველია, რომ საქმეები გადაუდებლად, მაშინვე გააკეთოთ, რომ დაგიგროვდეთ და შემდეგ მათ გასაკეთებლად დამხმარე ძალა არ დაგჭირდეთ. დიდი ხნის წყვილებში ურთიერთობების გადახედვის საჭიროება იჩენს თავს. ეცადეთ, გარშემომყოფებთან კონფლიქტებს აარიდოთ თავი.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
2020 წლის კალენდარი: საუკეთესო დღეები ქორწილისთვის

სასწორი-დრაკონი

2020 წელს ბევრ საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი საქმეებისთვის მყარი ბაზა შექმნათ. წინ მტკიცედ ივლით და ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ. წარმატებული წელია პირადი და ოჯახური ურთიერთობების თვალსაზრისით. შინაგანი ჰარმონია რომ მოიპოვოთ და ღირსეულ ადამიანს შეხვდეთ, ზოგჯერ უნდა მოწყდეთ პროფესიულ საქმიანობას და აქეთ-იქით გაიხედოთ - ასე შეხვდებით თქვენს რჩეულს.

სასწორი-გველი

2020 წელი თქვენთვის იღბლიანი იქნება, თუ მცდელობასა და ძალისხმევას არ დააკლებთ და თავს საუკეთესო მხრიდან აჩვენებთ. უნდა შეძლოთ ლავირება, გარემოსა და ადამიანების განწყობის შეგრძნება. ინტუიცია ზედმეტი განგაშისა ეჭვების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ბევრ თქვენგანს გაუმართლებს სიყვარულში.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით

სასწორი-ცხენი

2020 წელს მრავალი ჩანაფიქრის ასრულებას შეძლებთ. ეს, ძირითადად, საქმიან სფეროს ეხება. პროფესიული წარმატება მას ერგება, ვინც მცირედს არ სჯერდება და მაღალი შედეგებისკენ ისწრაფვის. შეიძლება ითქვას, რომ თეთრი ვირთხა ცხენის წელიწადში დაბადებულ ყველაზე აქტიურ და საქმიან სასწორებს გაუწევს მფარველობას.

სასწორი-თხა (ცხვარი)

ეცადეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებიც დიდ ძალისხმევასა და დაძაბულობას მოითხოვს, წლის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. ეს ბევრად ხელსაყრელი პერიოდი იქნება, ვიდრე წლის მეორე ნახევარი, რადგან ამ დროს გააქტიურებული იქნება თქვენი საქმიანი ენერგია, ბევრად იოლად იპოვით გამოსავალს რთული ვითარებიდან, მოძებნით ეფექტურ მეთოდებს საკითხების გადასაჭრელად.

ნივთები, რომლებიც წარმატებას იზიდავს: რა დატვირთვა აქვს წითელ კარს, ჭიამაიასა თუ სპილოს>>

სასწორი-მაიმუნი

2020 წელს მრავალი საინტერესო და სასიამოვნო მოვლენა და სიახლე გელოდებათ, რომლებიც შეეხება როგორც პროფესიულ საქმიანობას, ასევე პირად ცხოვრებასა და ფინანსურ სფეროს. მთავარია, რომ რეალურად შეაფასოთ საკუთარი ძალები და პერსპექტივები, შეძლოთ ვითარების წინასწარ გათვლა. თუ თქვენი გული არ არის დაკავებული, ამ წელს, დიდი ალბათობით, ბედი საჩუქარს გამოგიგზავნით საყვარელი ადამიანის სახით.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...

სასწორი მამალი

2020 წელს შეძლებთ მყარი ნაბიჯების გადადგმას მომავალში, საქმიანობის სფეროებში უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას. ეს, რა თქმა უნდა, ენერგეტიკულ ხარჯებს, ემოციურ დატვირთვას მოითხოვს, მაგრამ როდესაც საკუთარი შრომის ნაყოფს დაინახავთ, ძალა მოგემატებათ. მატერიალური თვალსაზრისით იღბლიანი წელი გელოდებათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მფლანგველობის გზას არ დაადგებით.

სასწორი-ძაღლი

ვირთხის წელი თქვენთვის ხელსაყრელი დროა, რომ დაიწყოთ ახალი გრძელვადიანი სასიყვარულო რომანი ან საქმიანი პარტნიორობა, ასევე, გარშემომყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობები დაამყაროთ. გაგიჩნდებათ ახლის გაგების სურვილი. ეს, შესაძლოა, კარგი სტიმული გახდეს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და განათლების მიღებისთვის. მარტოხელებს სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ - თქვენი საოცარი მომხიბვლელობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას მიიპყრობს.

ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...>>

სასწორი-ღორი (ტახი)

ეჭვები უკან მოიტოვეთ. ეცადეთ, განსაზღვროთ მიზნები, შეაფასოთ ისინი რეალურად და თქვენი შესაძლებლობების შესატყვისად. დეტალურად მოიფიქრეთ ნებისმიერი წვრილმანიც კი. დაიწყეთ ყველაზე იოლიდან. ეცადეთ, გვერდი აუაროთ იმას, რისი შეცვლის ძალაც არ შეგწევთ. პირად ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0