პიტნა - ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლისთვის

პიტნა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2024
გამოწერა
პიტნას ძველად სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ბალახს უწოდებდნენ. მას იყენებენ როგორც ხალხურ, ისე ტრადიციულ მედიცინაში, ასევე პარფიუმერია-კოსმეტიკაში, ფხვნილებისა და კბილის ჰიგიენის საშუალებების დამზადებაში, საკონდიტრო წარმოებაში, კვების მრეწველობაში.
პიტნა (Mentha) ტუჩოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარია. მის სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის რეგიონია მიჩნეული.
დღეისათვის ცნობილია პიტნის დაახლოებით 300 სახეობა, თუმცა აქედან ფართოდაა გავრცელებული 20–25. საქართველოში ველურად იზრდება მხოლოდ ოთხი სახეობა: ომბალო, მინდვრის პიტნა, წყლის პიტნა, ტყის პიტნა.
ბაღის პიტნა, რომელსაც საოცარი სურნელი და მძაფრი გემო აქვს, XVII საუკუნეში ველური ჯიშების ჰიბრიდიზაციის გზით ინგლისში გამოიყვანეს.
პიტნის შესახებ პირველი ცნობები ასირიულ და ძველეგვიპტურ კულტურულ წყაროებშია მოცემული.
სამკურნალო მცენარე კრაზანა და მისი სასარგებლო თვისებები>>
მცენარის სამკურნალო თვისებები ძველი ბერძენი მეცნიერების – ავიცენასა და ჰიპოკრატეს ნაშრომებშია აღწერილი.
ძველ რომში მიიჩნევდნენ, რომ მცენარე ხსნის გონებას, ამიტომ მის ნაყენს აფრქვევდნენ ოთახებში, ხოლო ფოთლით მაგიდებს წმენდნენ.
პიტნის შემადგენლობა
პიტნა შეიცავს 2,5%-მდე ეთერზეთს, რომლის ძირითადი კომპონენტია მენთოლი. ამ ეთერზეთს შეიცავს მცენარის ფოთლები და ყვავილედი. მენთოლის რაოდენობა ვარირებს იმისდა მიხედვით, თუ სად იზრდება მცენარე და როდის დაკრიფეს ის.
პიტნა ასევე შეიცავს ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ბეტაინს, ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტოსტიროლებს.
დაფნა - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2022
დაფნა და მისი სასარგებლო თვისებები
პიტნას ფართო გამოყენება აქვს არატრადიციული მედიცინიდან დაწყებული, ოფიციალური ფარმაკოლოგიის ჩათვლით. ის შედის მრავალი ნაყენის, მალამოს, აბის, წვეთების, ექსტრაქტის, ბალახების ნაკრების შემადგენლობაში.
პიტნის სასარგებლო თვისებები
აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, მადას, აქვეითებს კუჭის მჟავიანობას, ებრძვის მუცლის შებერილობას.
აქვეითებს არტერიულ წნევას.
აუმჯობესებს პირის ღრუს მდგომარეობას: აქრობს უსიამოვნო სუნს, სპობს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევს კარიესს. სწორედ ამიტომ პიტნის ექსტრაქტს უმატებენ კბილის პასტაში.
გამოიყენება როგორც პირღებინების საწინააღმდეგო საშუალება.
კურნავს დეპრესიისგან.
აუმჯობესებს მეხსიერებას, გონების მუშაობას.
ხსნის ტკივილის სინდრომს.
უმკლავდება უძილობას, ისტერიას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
ხელს უწყობს შეკრულობისგან გათავისუფლებაში, გამოაქვს ნაღველი, ქოლესტერინი, წმენდს თირკმელებს.
ორგანიზმს ეხმარება გაციების, ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, აწესრიგებს ფილტვებთან და სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ასტიმულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
აუმჯობესებს თმის მდგომარეობას, ხელს უწყობს ქერტლის მოშორებას, ეწინააღმდეგება გამელოტებას.
შველის შაკიკის დროს – ჩინელი და იაპონელი მკურნალები მას ხმარობდნენ შაკიკის სამკურნალოდ, ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და შინაგანი სისხლდენის შესაჩერებლად.
პიტნის ჩაისა და ნაყენის დამზადების ხერხები:
ყველაზე გავრცელებულია პიტნის ჩაი, რომელიც ხსნის ნერვულ დაძაბულობას, ამშვიდებს, კარგია ჯანსაღი ძილისთვის, ასევე გაციების დროს. აიღეთ ახალი პიტნის ოთხი ფოთოლი, დააქუცმაცეთ და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. 20 წამის შემდეგ წყალი გადაასხით, შემდეგ კი ისევ დაასხით მდუღარე წყალი და ამჯერად გააჩერეთ 2 წუთის განმავლობაში. დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ ერთი ჭიქა პიტნის ჩაი. ასევე შეგიძლიათ ჩვეულებრივ ან სხვა ბალახეულ ჩაიში ჩაუმატოთ 1–2 ცალი პიტნის ფოთოლი.
ანწლის სამკურნალო თვისებები>>
პიტნის ნაყენი კარგია გასტრიტის პროფილაქტიკისთვის, პირღებინებისას, გულის არეში ტკივილის დროს. ასევე დაგეხმარებათ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გაქრობაში (გამოვლების სახით). პიტნის ნაყენის დასამზადებლად აიღეთ ერთი სუფრის კოვზი გამხმარი მცენარე, დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30–40 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, მიიღეთ ჭიქის მესამედი დღეში ორჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
პიტნის ნახარში ქალებს კლიმაქსის დროს მდგომარეობის შემსუბუქებაში ეხმარება. აიღეთ ორი ჩაის კოვზი გამხმარი პიტნა, დაასხით 500 მილიგრამი ცხელი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3–4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
კამა - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
კამა და მისი სასარგებლო თვისებები
თავის ტკივილების დროს საფეთქლებში შესაზელად გამოიყენება პიტნის სპირტზე დაყენებული ნაყენი. ამისათვის ერთ ჩაის კოვზ მშრალ პიტნას დაასხით 100 მილიგრამი სპირტი და გააჩერეთ ერთი კვირის განმავლობაში.
პიტნის უკუჩვენებები
დაბალი არტერიული წნევა
ვენების ვარიკოზული გაგანიერება
ალერგიული რეაქციები
ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები.
არ შეიძლება პიტნის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში და არ უნდა მივცეთ ის სამ წლამდე ბავშვებს.
კუჭის ქრონიკული მაღალი მჟავიანობა.
პიტნის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულის არეში და უძილობა.
პიტნის სამკურნალოდ გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ყველა ახალი ამბავი
0