კამა და მისი სასარგებლო თვისებები

კამა - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
გამოწერა
კამა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა, შარდის გამომყოფი, საჭმლის მომნელებელი, სისხლის წარმომქმნელი სისტემებისთვის, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აქვეითებს არტერიულ წნევას, უძველესი დროიდან გამოიყენებოდა, როგორც მამაკაცთა პოტენციის ასამაღლებელი საშუალება.
კამა (ლათინურად Anethum) ქოლგოსანთა ოჯახის, ძირითადად ერთწლიანი, იშვიათად ორწლიანი მცენარეა. ის ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, გამოირჩევა ძლიერი და სასიამოვნო არომატით. მდიდარია ეთერზეთებით.
კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი რაოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და მიკროელემენტების მარილებს.
არომათერაპია და მისი ზეგავლენა ადამიანებზე>>
კამა მდიდარია უჯრედისით, ის შესანიშნავად წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, რის გამოც ხანდახან ხატოვნად „ნაწლავების ჯაგრისსაც“ კი უწოდებენ. განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც ძირითადად ცომეულსა და მშრალ საკვებს იღებს – დღეში ერთი კონა კამა მათ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
პრასი  - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
პრასი და მისი სასარგებლო თვისებები
კამას ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. მას აქვს ბაქტერიციდული, სპაზმოლიზური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ჰიპოტენზიური, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, კარდიოტონური, სედაციური, ბრონქოლიზური, ამოსახველებელი, ნაღველმდენი, საფაღარათო, რეპარაციული თვისებები.
კამა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა, შარდის გამომყოფი, საჭმლის მომნელებელი, სისხლის წარმომქმნელი სისტემებისთვის, ის კარგია თვალებისთვის სტაფილოს წვენთან ერთად. ასევე ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, შველის უძილობის დროს, აქვეითებს არტერიულ წნევას, ქრონიკული კორონარული უკმარისობისას გულის არეში ტკივილებს აცხრობს.
უკაპრიზო და ძალზე სასარგებლო – წიწმატი>>
გამხმარი კამა ხსნის კრუნჩხვასა და კოლიკას, მუცლის ძლიერ ტკივილს. ასევე ხმელი კამის დაღეჭვა (და არა გადაყლაპვა) აცხრობს ხველასა და მოხრჩობის შეგრძნებას.
კამის წყალი ძალიან კარგია პატარებისთვის კოლიკის მოსახსნელად. კამის ეთერზეთები ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფასა და ნაწლავებიდან აირების გამოდევნაში.
ნიახური - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2019
ნიახურის სუპი – ჯადოსნური დიეტა წონის დასაკლებად
კამას წარმატებით იყენებენ მარილთა ჩალაგების პროფილაქტიკისთვის, დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალოდ. დამამშვიდებელი ეფექტი აქვს სტენოკარდიის, ნევროზის, მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმის დროს.
კამა კარგ შედეგს იძლევა ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ის ლაქტოგენური, ანუ რძის წარმოქმნის მასტიმულირებელი მოქმედებით ხასიათდება.
სატაცურის სასარგებლო თვისებები>>
კამის თესლის ნაყენი სასარგებლოა ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში.
ამას გარდა, კამას კავკასიაში, აზიის ქვეყნებში, ეგვიპტესა და სამხრეთ ამერიკაში მამაკაცთა პოტენციის ასამაღლებელ საშუალებად იყენებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0