არომათერაპია და მისი ზეგავლენა ადამიანებზე

CC BY 2.0 / Flickr/ Jurassic Blueberries / Aromatherapy - 2015არომათერაპია
არომათერაპია - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2022
გამოწერა
სუნს შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს არტერიული წნევა, გამოიწვიოს აგრესიის გრძნობა ან მოდუნება, გააძლიეროს სექსუალური გრძნობა ან დაამშვიდოს.
არომათერაპიის შესახებ კაცობრიობისთვის დაახლოებით ხუთი ათასი წელია ცნობილია. ძველი ინდოეთის, ეგვიპტის, ბაბილონის ცივილიზაციებში სურნელოვან ეთერზეთებზე დამზადებული პრეპარატები აქტიურად გამოიყენებოდა რელიგიურ წეს–ჩვეულებებში, კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში.
მეფეთა სასახლეებისა და წმინდა ტაძრების განუყოფელი ატრიბუტი იყო ვიწროყელიანი მცირე ზომის ჭურჭელი, რომელშიც არომატული ნაზავები ესხა, ხოლო ვიწრო ყელი მის ნელა აორთქლებას უწყობდა ხელს.
ეგვიპტელები გამყარებული ცხიმისა და ეთერზეთების ნაზავისგან პატარა კონუსებს იყენებდნენ სუნამოს სახით – მას დილით პარიკზე ათავსებდნენ, რომელიც დღის განმავლობაში მზის სხივების ზემოქმედებით ნელა დნებოდა და გარშემო სურნელს აფრქვევდა.
ამერიკელი ინდიელების, ჩრდილოეთის ხალხების, ძველი სლავებისა და ჩინელების წეს–ჩვეულებების განუყოფელი ნაწილი იყო მისტიკურ ტრანსში შესვლა არომატული მცენარეების კმევის სახით.
რა ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე სხვადასხვა სურნელი და არის თუ არა არომათერაპიის ეფექტურობის მეცნიერული მტკიცებულებები?
ცნობილია, რომ ცოცხალ ორგანიზმებში ყნოსვა პირველი სიგნალის, მგრძნობიარე სისტემის სახით ყალიბდება. ერთუჯრედიანი ამებაც კი საკვების ძებნისა და მტრებისგან თავდაცვისას თავის „ყნოსვას“ იყენებს.
ბევრი ცხოველი ინფორმაციის 80 პროცენტზე მეტს სუნით იღებს. ყნოსვა ეხმარება მათ არა მხოლოდ საკვების მოძებნაში, არამედ პარტნიორის პოვნაში, მიგრაციის მიმართულებაში, ჯოგის კუთვნილებაში.
ეს გასაკვირი არაა, რადგან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყნოსვის შედეგად მიღებული ინფორმაცია მიეწოდება თავის ტვინის გარკვეულ უბნებს. ამის შედეგად არომატების მოქმედების მექანიზმი ადამიანის ტვინზე ორმაგია.
სუნს შეუძლია გაზარდოს და შეამციროს არტერიული წნევა, გამოიწვიოს აგრესიის გრძნობა და მოდუნება, გააძლიეროს სექსუალური გრძნობა ან პირიქით, დაამშვიდოს.
გარდენიას შემოდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
როგორ ვუმკურნალოთ მაღალ არტერიულ წნევას ხალხური მეთოდებით
გასაკვირი არაა, რომ სურნელების ზემოქმედებას შეუძლია დახმარება ფსიქიკის მკურნალობასა და მართვაში.
ადამიანის ფსიქიკაზე სუნების ზემოქმედება პირველად ამერიკელმა ფსიქიატრმა ალან ჰირშმა გამოიკვლია. მან შეიმუშავა სპეციალური არომატული ნაზავი (რომლის შესახებ ინფორმაცია დაპატენტებულია და დღემდე გასაიდუმლოებული), რომელსაც ზოგიერთ სავაჭრო დარბაზში აპკურებდა. შედეგად – ამ დარბაზებში მკვეთრად გაიზარდა მომხმარებელთა აქტივობა.
შემდეგ ეტაპზე ჰირშმა კვლევა ჩაატარა 3 ათას მოხალისეზე, რომლბსაც ზედმეტი წონა აწუხებდათ. ფსიქიატრმა მათ შესთავაზა, არ შეეზღუდათ თავი საკვებში, მაგრამ ყოველი ჭამის წინ დაეყნოსათ სპეციალური არომატიზატორი. შედეგად – ნახევარ წელიწადში კვლევის მონაწილეებმა საშუალოდ 12,5 კილოგრამი დაიკლეს.
ექიმი ჰირში წონის დაკლების მსურველებს შემდეგ რჩევებს სთავაზობს:
საკვების მიღება დაიწყეთ სუნით. მრავალი სურნელი, მაგალითად, კვიპაროსის, ფიჭვის, ციტრუსების, როზმარინის, მადას აქვეითებს. ამიტომ შეიძინეთ ერთ–ერთის ეთერზეთი და ჭამამდე 10 წუთით ადრე შეისუნთქეთ;
ჭამის დაწყებამდე შეისუნთქეთ იმის სუნი, რის ჭამასაც აპირებთ. დანაყრების სიგნალი ტვინს ჩვეულებრივზე ადრე მიეწოდება;
კარგად დაღეჭეთ საჭმელი და ეცადეთ, შეიგრძნოთ გემოსა და არომატის ყველა ელფერი – ასე მალე იგრძნობთ შიმშილის მოკვლას და გაიგებთ, რომ სულ არაა საჭირო, მთელი ულუფა ბოლომდე შეჭამოთ;
მოერიდეთ კონსერვებსა და ნახევარფაბრიკატებს. ისინი სავსეა ქიმიური არომატიზატორებით, რომლებიც მადას აძლიერებს. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ სანელებლებს.
შემდგომმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ, მაგალითად, ლავანდის, გვირილისა და სანალოზის ხის არომატები ამშვიდებს, ხოლო ჟასმინის, პიტნისა და მიხაკის – ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, ტვინის აქტიურობას ისევე უწყობს ხელს, როგორც მაგარი ყავა.
ამჟამად ამ აღმოჩენით ბევრი იაპონური ფირმა სარგებლობს თანამშრომლების შრომისუნარიანობის ასამაღლებლად. გარკვეულ საათებში კონდიცირების სისტემაში აფრქვევენ გარკვეულ სურნელოვან ნაზავებს: დილით – გაღვიძებისა და სიფხიზლისთვის, სადილის შემდეგ – საჭმლის სწრაფი მონელებისთვის, საღამოს – დაღლილობის მოხსნისთვის.
ბიოლოგიური რიტმების მსგავსი რეგულირება პერსონალის შრომისუნარიანობას 50 პროცენტით ზრდის, ხოლო შესაძლო შეცდომების დაშვების რისკს 20 პროცენტით ამცირებს.
არომათერაპიას აქტიურად იყენებენ ბიზნეს–მოლაპარაკებების დროს. მაგალითად, ვარდის ზოგიერთი ჯიშის სუნი ბიზნესმენებში ლაპარაკისა და მოდუნების ეფექტს იწვევს, სხვა ჯიშები დაინტერესებისა და აღფრთოვანების გრძნობებს ასტიმულირებს; მსხლის სუნი აღვიძებს მადას, აქცენტი მოლაპარაკებებიდან კარგად გაწყობილი სუფრისკენ გადააქვს; ციტრუსების სურნელი წარმოშობს იდეებს, აზარტს და, ამავე დროს, გონებას ფანტავს.
ლიმონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
ლიმონი და მისი სასარგებლო თვისებები
ცნობილია, რომ ცხოველთა სამყაროში სუნს არსებითი ზეგავლენა აქვს სექსუალურ ქცევაზე. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ადამიანის სექსუალური უპირატესობა უმეტესად მხედველობითი ანალიზატორით განისაზღვრება – ფორმების სილამაზე, ლამაზი აღნაგობა, ჰარმონიულობა. თუმცა, ეს მთლად ასეც არაა. შორ მანძილზე, მაგალითად, ეკრანიდან მხედველობითი აღქმა ჭარბობს, მაგრამ ახლო კონტაქტისას პირველ ადგილზე სუნების ქვეცნობიერი აღქმა დგება.
საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს მეცნიერებმა მამაკაცებისა და ქალების ჯგუფებზე, რომლის დროსაც გამოიყენეს ფერომონები, ანუ „სიყვარულის ჰორმონი“. ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ეს ფერომონები მოქმედებს და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს, მიუხედავად მათი გარეგნობისა, ერთმანეთის მიმართ ინტერესი უჩნდებათ.
თუმცა, სუნის დოზის შერჩევისას ერთი რამეც გამოიკვეთა – გადაჭარბების დროს ფერომონები ზედმეტი აგზნების გამო თავის ტვინის სექსუალური ზონების შემდგომ დათრგუნვასა და პარტნიორებს შორის „სიმაძღრის“, დაღლილობისა და, გარკვეულწილად, ზიზღის გრძნობებსაც იწვევს.
შესაძლოა, სწორედ ამიტომ ზოგიერთ კულტურაში მიღებულია მეუღლეების სხვადასხვა საძინებელში ან თუნდაც საწოლში წოლა. ეს ხელს უწყობს სექსუალური შეხვედრების მეტ ფერადოვნებას, სიახლეებს.
ახლა კი მოკლედ ზოგიერთი მცენარის სურნელის ზემოქმედების შესახებ
რეჰანი – საოცრად კარგი ზემოქმედება აქვს სტუდენტებსა და მენეჯერებზე. ის ამაგრებს ნერვებს და მძიმე დატვირთვის შემდეგ გონებრივ საქმიანობას ასტიმულირებს.
თავშავა – კარგია ქალებისთვის, რომლებიც დეპრესიას გრძნობენ მენსტრუაციის წინ, დროს ან შემდეგ. ასევე კლიმაქსის პერიოდში.
სამკურნალო მცენარეები. კრაზანა>>
კრაზანა – კარგია ადამიანებისთვის, რომლებიც თავს ყველასთვის ზედმეტად, არასაჭიროდ გრძნობენ. კარგია მძიმე დანაკარგის, განქორწინების, განშორების დროს. მოკლედ, თუ გრძნობთ, რომ ყველაფერი დაინგრა…
კედარი – თუ დეპრესიული განწყობა არ გტოვებთ, არაფრის გაკეთება არ გსურთ, დადეთ საძინებელში 1–2 უმწიფარი გირჩი ან რტო.
ყავა – მათთვის, ვინც გონებრივად მუშაობს.
ყავის ხე - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი
ლავანდა – ამაღლებს შრომისუნარიანობას, განაწყობს შოპინგისთვის, გარიგებების დასრულებისთვის. ასევე, თუ ღამე ხშირად გეღვიძებათ, გამოიყენეთ ლავანდა – ის ღრმა ძილს უწყობს ხელს.
ლიმონი – ფიზიკური საქმიანობისთვის განაწყობს, მატებს ძალებს. ლიმონის სურნელი ორსულებს ტოქსიკოზისას ეხმარება. ამ სუნს ვერ იტანს ჩრჩილი.
ბარამბო – შესანიშნავი ანტიდეპრესანტია. კარგია მენსტრუალური ციკლის დარღვევისას.
ავშანი, აბზინდა – ხსნის თავის ტკივილს, ადუნებს კუნთებს, აძლიერებს სულსა და ხორცს, მის სუნს ვერ იტანენ თაგვები და ჩრჩილი.
ვარდი – ხელს უწყობს ჩასახვას, ასტიმულირებს სქესობრივ სფეროებს როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. გარდა ამისა, ის დამამშვიდებლად მოქმედებს, განდევნის სევდიან აზრებს. ის ხსნის გულის შეტევებსა და თავის ტკივილებს. პირველი საშუალებაა უძილობის, მელანქოლიისა და დეპრესიის დროს.
გვირილა და მისი სასარგებლო თვისებები>>
გვირილა – ამშვიდებს, კარგია ღრმა ძილისთვის, შესაძლებელია ბავშვებისთვისაც.
როზმარინი – არის დეპრესიის, სისუსტის, უძილობისა და თავის ტკივილის მტერი
სვია – ცნობილი დამამშვიდებელი საშუალებაა
ქრიზანთემა – დაგეხმარებათ ჰორმონალური უკმარისობისას. მისი საშუალებით ხალხურ მედიცინაში უნაყოფობას მკურნალობენ. ამსუბუქებს კლიმაქსის სიმპტომებს.
ბეგქონდარა – ამშვიდებს ნერვულ სისტემას, განსაკუთრებით ალკოჰოლის ზედმეტი დოზის მიღების შემდეგ.
მოცვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2020
უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის
მოცხარი – შავი მოცხარის ფოთლის სუნი ქმნის კარგ განწყობას, ხსნის დაღლილობას, განგაშის შეგრძნებას.
სალბი – ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის 35 წლის შემდეგ. ხელს უწყობს ჩასახვას.
ევკალიპტი – ის კურნავს სასუნთქ გზებს.
ვაშლი – თუ დაიღალეთ ცხოვრების სირთულეებით, ზრუნვით, პრობლემებითა და ინტრიგებით – დატკბით ვაშლის არომატით, ჭამეთ და საწოლთან დაიდეთ.
დარიჩინი – დარიჩინი ასტიმულირებს შემოქმედებით პროცესს, ააქტიურებს ტვინის მუშაობას. კვლევებმა აჩვენა, დარიჩინს შეუძლია აამაღლოს მეხსიერების შემეცნებითი ფუნქცია, გააძლიეროს სიფრთხილე და ყურადღების კონცენტრაცია. მისი ეთერზეთი ბლოკავს შფოთვისა და მოუსვენრობის შეგრძნებებს.
ყველა ახალი ამბავი
0