https://sputnik-georgia.com/20221128/dafna-laurus-272499417.html
დაფნა და მისი სასარგებლო თვისებები
დაფნა და მისი სასარგებლო თვისებები
Sputnik საქართველო
დაფნა ამცირებს ორგანიზმში შაქრის დონეს, აქვეითებს მადას და ხსნის ტკივილს სახსრებში, ასევე ხსნის ტკივილს დაჟეჟილობის, ნაღრძობის, დამბლისა და დაჭიმულობისას. 28.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-28T11:48+0400
2022-11-28T11:48+0400
2022-11-28T17:10+0400
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
ხალხური მკურნალობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23251/98/232519851_0:132:1351:892_1920x0_80_0_0_e0aa46b6418fa150de2b2dacf39ca267.jpg
დაფნა (Laurus) – დაფნისებრთა ოჯახის მცენარეა. ის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან და მცირე აზიიდან გავრცელდა. დაფნა, უპირველესად, წარმატებასთან ასოცირდება. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ის ხელოვნების მფარველი ღმერთის აპოლონის აუცილებელი ატრიბუტი იყო, დაფნის ტოტი კი უკვდავების, ტრიუმფის, გამარჯვების სიმბოლოა.დაფნის სახელიდან – Laurus – მომდინარეობს „ლაურეატი" და პირდაპირი მნიშვნელობით „დაფნის გვირგვინოსანს" ნიშნავს.დაფნის ფოთოლი სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენება. ის ეფექტური სამკურნალო მცენარეა მაღალი არტერიული წნევის დროს, ხსნის სპაზმებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, შველის გაციებისას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, კანის მდგომარეობას, გამოდევნის სახსრებიდან მარილებს. დაფნა ამცირებს ორგანიზმში შაქრის დონეს, აქვეითებს მადას და ხსნის ტკივილს სახსრებში, ასევე ხსნის ტკივილს დაჟეჟილობის, ნაღრძობის, დამბლისა და დაჭიმულობისას; კარგი საშუალებაა ჭრილობის სწრაფად შეხორცებისთვის.მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ხალხური საშუალებებით>>დაფნის ფოთლის შემადგენლობაშია: ვიტამინები - A, C, B, PP, სელენი, მანგანუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, სპილენძი და სხვ.ის ასევე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, საკვებ ბოჭკოებს, ორგანულ მჟავებსა და ეთერზეთებს.დაფნა პირიდან არასასიამოვნო სუნის გაქრობაში ეხმარება, ამისთვის დღეში რამდენჯერმე უნდა გაღეჭოთ დაფნის ფოთოლი.თუ ბავშვს დაძინება უჭირს, დაფნის ფოთოლი ვალერიანის ფესვებზე ნაკლებად არ მოქმედებს — შეგიძლიათ დაფნის ფოთოლი ბალიშში ჩაუდოთ. ეს დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.დაფნის ფოთლის ნაყენი გამოიყენება ფეხის უსიამოვნო სუნისა და ოფლიანობის მოსაცილებლად.დაფნა შაქრის დამწევი კარგი საშუალებაა დიაბეტის დროს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი რევმატოიდული ართრიტისას, არის ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმულირებელი საშუალება სხვადასხვა ავადმყოფობის დროს.გასათვალისწინებელია, რომ დაფნის ფოთლის ნაყენი ორგანიზმიდან მარილების გამოდევნის ისეთი ძლიერი საშუალებაა, რომ, შესაძლოა, თირკმელ-კენჭოვანი დაავადების გამწვავება გამოიწვიოს, რადგან მარილთან ერთად კენჭებიც გამოდევნოს.დაფნის ფოთლებით ორგანიზმის გაწმენდა არარეკომენდებულია ასევე კუჭის წყლულით დაავადებულებისთვის.P.S. დაფნის ფოთლის სამკურნალო მიზნით გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.
https://sputnik-georgia.com/20210816/askili-Rosa-samkurnalo-Tvisebebi-252592945.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23251/98/232519851_0:5:1351:1018_1920x0_80_0_0_a2bfdca9148a1cf63e86a9d74d4f1c14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება , ხალხური მკურნალობა
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება , ხალხური მკურნალობა
დაფნა და მისი სასარგებლო თვისებები
11:48 28.11.2022 (განახლებულია: 17:10 28.11.2022) დაფნა ამცირებს ორგანიზმში შაქრის დონეს, აქვეითებს მადას და ხსნის ტკივილს სახსრებში, ასევე ხსნის ტკივილს დაჟეჟილობის, ნაღრძობის, დამბლისა და დაჭიმულობისას.
დაფნა (Laurus) – დაფნისებრთა ოჯახის მცენარეა. ის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან და მცირე აზიიდან გავრცელდა. დაფნა, უპირველესად, წარმატებასთან ასოცირდება. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ის ხელოვნების მფარველი ღმერთის აპოლონის აუცილებელი ატრიბუტი იყო, დაფნის ტოტი კი უკვდავების, ტრიუმფის, გამარჯვების სიმბოლოა.
დაფნის სახელიდან – Laurus – მომდინარეობს „ლაურეატი" და პირდაპირი მნიშვნელობით „დაფნის გვირგვინოსანს" ნიშნავს.
დაფნის ფოთოლი სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენება. ის ეფექტური სამკურნალო მცენარეა მაღალი არტერიული წნევის დროს, ხსნის სპაზმებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, შველის გაციებისას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, კანის მდგომარეობას, გამოდევნის სახსრებიდან მარილებს.
დაფნა ამცირებს ორგანიზმში შაქრის დონეს, აქვეითებს მადას და ხსნის ტკივილს სახსრებში, ასევე ხსნის ტკივილს დაჟეჟილობის, ნაღრძობის, დამბლისა და დაჭიმულობისას; კარგი საშუალებაა ჭრილობის სწრაფად შეხორცებისთვის.
დაფნის ფოთლის შემადგენლობაშია: ვიტამინები - A, C, B, PP, სელენი, მანგანუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, სპილენძი და სხვ.
ის ასევე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, საკვებ ბოჭკოებს, ორგანულ მჟავებსა და ეთერზეთებს.
დაფნა პირიდან არასასიამოვნო სუნის გაქრობაში ეხმარება, ამისთვის დღეში რამდენჯერმე უნდა გაღეჭოთ დაფნის ფოთოლი.
თუ ბავშვს დაძინება უჭირს, დაფნის ფოთოლი ვალერიანის ფესვებზე ნაკლებად არ მოქმედებს — შეგიძლიათ დაფნის ფოთოლი ბალიშში ჩაუდოთ. ეს დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.
დაფნის ფოთლის ნაყენი გამოიყენება ფეხის უსიამოვნო სუნისა და ოფლიანობის მოსაცილებლად.
დაფნა შაქრის დამწევი კარგი საშუალებაა დიაბეტის დროს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი რევმატოიდული ართრიტისას, არის ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმულირებელი საშუალება სხვადასხვა ავადმყოფობის დროს.
გასათვალისწინებელია, რომ დაფნის ფოთლის ნაყენი ორგანიზმიდან მარილების გამოდევნის ისეთი ძლიერი საშუალებაა, რომ, შესაძლოა, თირკმელ-კენჭოვანი დაავადების გამწვავება გამოიწვიოს, რადგან მარილთან ერთად კენჭებიც გამოდევნოს.
დაფნის ფოთლებით ორგანიზმის გაწმენდა არარეკომენდებულია ასევე კუჭის წყლულით დაავადებულებისთვის.
P.S. დაფნის ფოთლის სამკურნალო მიზნით გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.