სამკურნალო მცენარე კრაზანა და მისი სასარგებლო თვისებები

კრაზანა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2024
გამოწერა
შუა საუკუნეებში სჯეროდათ, რომ კრაზანას ავი სულებისგან, ალქაჯებისგან დაცვა შეუძლია. კრაზანაზე მკითხაობდნენ: ღეროდან გამოსული წითელი წვენი საპასუხო გრძნობას ნიშნავდა. ასევე კრაზანას ტოტებს ყრიდნენ წყალში, ამით ისინი დიზენტერიისგან იცავდნენ თავს.
კრაზანა (Hypericum perforatum) კრაზანასებრთა (Hypericaceae) ოჯახის წარმომადგენელია. არის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე წვრილი დატოტვილი ფესურით, ორწახნაგოვანი, გლუვი, დატოტვილი ღეროთი.
მისი სიმაღლეა 30–60 სანტიმეტრი. ფოთლები გლუვი, დაწინწკლული აქვს, ყვავილები – სწორი, ხუთფოთლიანი ჯამითა და ხუთფურცლიანი გვირგვინით. ფურცლები კაშკაშა ყვითელია, მოგრძო ოვალური, რომელსაც ზედა მხარეს შავი რუხი წერტილები აქვს. მისი ნაყოფი სამბუდიან მრავალთესლიან კოლოფს წარმოადგენს. თესლი ძალიან პატარაა, მოგრძო და რუხი ფერის. ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე.
საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული, გვხვდება 19 სახეობა. იზრდება ტყის პირებზე, მშრალ მდელოებზე, ბუჩქნარს შორის, მთის მშრალ კალთებზე, გზის პირებსა და მინდვრის ნაპირებში – როგორც სარეველა.
კლდისდუმა - მცენარე, რომელიც ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირებსაც კი კურნავდა>>
კრაზანას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად უწოდებენ: ქართლში – ტრაზანა, ფშავში – ჩაის ყვავილი, ხევსურეთში – უჟმურის ბალახი, ჩაის ყვავილი, მთიულეთში – უჟმურაი, მესხეთსა და ჯავახეთში – ნეგო, ლეჩხუმში, იმერეთში – თავცეცხლა, ქვემო იმერეთში – კერეჟანა, გურიაში, ასევე იმერეთში – ცოცხობე, სამეგრელოში – მჟუაში ოსური.
კრაზანას 300-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული ზომიერ და სუბტროპიკულ ოლქებში, ძირითადად, ხმელთაშუაზღვისპირეთში, აგრეთვე ტროპიკების მთებში.
შუა საუკუნეებში ევროპელ და სლავ ხალხებს სჯეროდათ, რომ კრაზანას ავი სულებისგან, მოჩვენებებისა და ალქაჯებისგან დაცვა შეუძლია. მას ბავშვის საწოლში დებდნენ ან იქვე კიდებდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ბავშვს უწმინდური ძალა არ შეაშინებდა და კარგ სიზმრებს ნახავდა.
ვარდკაჭაჭა - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
ვარდკაჭაჭა – ჯანმრთელობისთვის უძვირფასესი მცენარე
კრაზანაზე მკითხაობდნენ გოგონები: მის ღეროს ხელით სრესდნენ და თუ წვენი წითელი გამოუვიდოდა, ეს ნიშნავდა, რომ გოგონას გრძნობას პასუხობდნენ, თუ უფერული – გოგონას რჩეული მის მიმართ გულგრილი იყო.
კრაზანა მიჰქონდათ თან მოგზაურებს, რადგან სჯეროდათ, რომ ის მხეცებისა და ყაჩაღებისგან დაიცავდა.
ასევე კრაზანას ტოტებს ყრიდნენ წყალში, როდესაც არ იცოდნენ, დაბინძურებულია თუ არა ის, ამით ისინი დიზენტერიისგან იცავდნენ თავს.
სლავებში ამ მცენარის დასახელება იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას უკავშირდება – როდესაც მას თავი მოჰკვეთეს, მიწაზე სისხლის წვეთების ადგილზე სწორედ კრაზანა ამოვიდა. სლავები ამ მცენარეს სხვაგვარად Иванова кровь-ს (იოანეს სისხლს) უწოდებენ.
კრაზანა შეიცავს:
ტოკოფეროლებს (ვიტამინი E, რომელიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს)
ჰიპერიცინსა და ჰიპერფორინს (ამ ნივთიერებებს ანტიდეპრესიული მოქმედება ახასიათებს),
მთრიმლავ ნივთიერებებს (ეხმარება ჭრილობების ინფექციებისგან გაწმენდაში, ხსნის ანთებით პროცესებს),
კაროტინს (პროვიტამინი A-ს წინამორბედი, აუცილებელია თვალების სწორად მუშაობისთვის, კანის უჯრედების განახლების, ორგანიზმის ვირუსებისა და ბაქტერიებისგან დაცვისთვის),
ნიკოტინის მჟავას (აუცილებელია გულისა და ნერვული სისტემის სწორი მუშაობისთვის),
ჰიპეროზიდსა და რუტინს (ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს),
ფიტონციდებს (მცენარეული „ანტიბიოტიკი“, აქვს მძლავრი ანტიმიკრობული ზემოქმედება),
საპონინებს,
ვიტამინებს P, PP, C,
ფლავანოიდებს,
აზულენს,
ინვერტულ შაქარს და სხვ.
სამედიცინო თვალსაზრისით ძირითადად გამოიყენება კრაზანის ფოთლები და ნორჩი ყლორტები. ფესვები გამოიყენება ტუბერკულიოზისა და დიზენტერიის დროს.
ასკილის ყვავილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
ასკილი და მისი სამკურნალო თვისებები
კრაზანას ხალხურ მედიცინაში იყენებენ შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: გასტრიტი, კუჭის მომატებული მჟავიანობა, ნაღვლის ბუშტში კენჭები, ანთება, ჰეპატიტები, მათ შორის – ვირუსული; ართრიტები, ტკივილი სახსრებში, კანის ინფექციები, დამწვრობა, ქრონიკული პიელონეფრიტი, სტომატიტი, პარადონტოზი, გინგივიტები, ქრონიკული ან ჩირქოვანი ოტიტი, კატარული ანგინა, აკნე, მასტიტი, ანემია, ჰემოროი (ბუასილი), მარტივი ვაგინიტი, შაკიკი, ხველება, ჰიპერტონია, ფსიქიკური დაავადებები, ჰაიმორიტი, ალკოჰოლიზმი.
კრაზანა აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, მატონიზირებელი, ნაოჭების საწინააღმდეგო, ანტისებორეული ეფექტი; კარგია კანის მომატებული ცხიმიანობის, კანის მოდუნებისა და ნაოჭების, ჩირქოვანი გამონაყარის, ქუსლზე ნახეთქების, გამელოტების დროს.
გთავაზობთ კრაზანის გამოყენებისა და დამზადების რამდენიმე რეცეპტს:
კანის მოდუნებისა და ნაოჭების წინააღმდეგ დაამზადეთ მცენარის ნაყენი: აიღეთ 1 სუფრის კოვზი გამომშრალი, დაქუცმაცებული კრაზანა, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, გააცივეთ და გაყინეთ ყინულისთვის განკუთვნილ სპეციალურ ფორმებში. ყოველ დილით სახის დაბანის შემდეგ ყინულის ნატეხით გაიწმინდეთ სახე და დეკოლტე.
ტყემალი - ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის>>
კრაზანის ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახლადმოკრეფილი დაქუცმაცებული მცენარე, ან 1 სუფრის კოვზი გამომშრალი, დაასხით 200 გრამი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3–4 საათი ბნელ ადგილზე. ამის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ 15 მილიგრამი დღეში 3-ჯერ ჭამამდე.
ეს რეცეპტი გამოიყენება გასტრიტის, კუჭის წვენის ნორმალიზების, კოლიტის, ცისტიტის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების, თავის ტკივილის დროს, არტერიული წნევის მოსამატებლად. პირის ღრუს დაავადებებისას ეს ნაყენი გამოივლეთ, კანის ანთებითი პროცესების დროს დაიდეთ ამ ნაყენის კომპრესი. ბავშვებში კანის არაინფექციური დაავადებებისას აბაზანაში კრაზანის ნაყენს უმატებენ.
კრაზანის ნახარშსაც ისევე იყენებენ, როგორც ნაყენს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
ცაცხვი და მისი სამკურნალო თვისებები
ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ 1,5 სუფრის კოვზი მცენარე და დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. გამოიყენეთ მხოლოდ ემალის ან მინის ჭურჭელი. ამის შემდეგ წყლის აბაზანაში გააცხელეთ 20–30 წუთის განმავლობაში, მაგრამ არ აადუღოთ. ნახარში გამოიყენეთ გარეგანად დაბანის დროს, კანის გასაწმენდად, გადაივლეთ თმაზე, ხოლო შინაგანად მიიღეთ ნაწლავური ინფექციების, ფაღარათის დროს.
კრაზანას ასევე აყენებენ არაყზე ან სპირტზე თანაფარდობით 1:7 ან 1:10. აჩერებენ ბნელ ადგილზე სამი ან მეტი დღით. ნაყენი უნდა გამოიყენოთ წყალში გაზავებული: ერთი ჩაის კოვზი გააზავეთ 50 მლ წყალში. გამოიყენება ასევე პირის ღრუს გამოსავლებად და ინჰალაციისთვის. სპირტზე დამზადებული ნაყენი ძალზე ეფექტურია კუნთებისა და სახსრების ტკივილის დროს კომპრესის სახით.
კრაზანა სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, მაგრამ საშიშია ცხოველებისთვის.
დაფნა და მისი სასარგებლო თვისებები>>
გაითვალისწინეთ: კრაზანის მიღება არ შეიძლება ორსულებისა და ჰიპერტონიით დაავადებულებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ამ მცენარის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ღვიძლში, ჭინჭრის ციება, ცუდი გემო პირის ღრუში, რადგან ის მცირედ ტოქსიკურია (ძველად პირში ცუდი სუნის დროს კრაზანას ღეჭავდნენ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში). ასევე კრაზანის დიდი ხნით მიღება მამაკაცებში დროებით იმპოტენციას იწვევს, რომელიც მცენარის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში აღდგება.
კრაზანის მიღების დროს ადამიანის კანი ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი მგრძნობიარე ხდება, უნდა მოერიდოთ მზეზე ყოფნას, რადგან შეიძლება გაჩნდეს დერმატიტი და კანის დამწვრობა. კრაზანის ძლიერი ჩაი კუჭის ტკივილს იწვევს.
მცენარის გამოყენებამდე რეკომენდაციებისთვის მიმართეთ ექიმს.
ყველა ახალი ამბავი
0