https://sputnik-georgia.com/20220502/cacxvi-tilia-266362463.html
ცაცხვი და მისი სამკურნალო თვისებები
ცაცხვი და მისი სამკურნალო თვისებები
Sputnik საქართველო
ცაცხვს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებენ. ის შეუდარებელია გაციების, მაღალი სიცხის, ბრონქიტის, ანგინისა და სხვა დაავადებების დროს. 02.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-02T13:52+0400
2022-05-02T13:52+0400
2022-05-02T19:44+0400
ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24091/12/240911253_0:285:5472:3363_1920x0_80_0_0_a31fa9333b826c63a587272c10889456.jpg
ცაცხვი (Tilia) ფოთოლმცვენი ხეა, სიმაღლეში იზრდება 35 მეტრამდე. არსებობს მისი 40-მდე სახეობა.ბაბუაწვერა – ბუნების საჩუქარი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში>>ცაცხვს ადამიანის ორგანიზმისთვის მრავალი სამკურნალო და სასარგებლო თვისება გააჩნია. მას იყენებენ როგორც არატრადიციულ მედიცინაში, ისე თანამედროვე სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად.სამკურნალოდ გამოიყენება ცაცხვის თითქმის ყველა ნაწილი – ქერქი, ფოთლები და ყვავილები, ნაყოფი. ტოტებისა და მერქნისგან ამზადებენ კუპრს. არის ძვირფასმერქნიანი მცენარე.გინკგო ბილობა – ხე, როგორც „ცოცხალი წიაღისეული" და მისი თვისებები>>ხის ქერქი შეიცავს ზეთების მნიშვნელოვან რაოდენობას (8 პროცენტამდე), ასევე ტილიროზიდს, ტრიტერპენოიდებს; ფოთლების შემადგენლობაშია ასკორბინის მჟავა, კაროტინი, ნახშირწყლები. ცაცხვის ყვავილები კი შეიცავს ეთერზეთებს, საპონინებს, ორგანულ შაქარს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას, ფლავონოიდებს, კაროტინს, გლიკოზიდებს, ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს.ცაცხვი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ცაცხვმაცაცხვის ყვავილების მუდმივმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ (მაგალითად, რამდენიმე თვე ზედიზედ) შეიძლება მხედველობაზე იმოქმედოს, თან სწრაფად და მოულოდნელად. გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა მიიღოთ ხანმოკლე პერიოდების განმავლობაში და დღეში 2–3-ჯერ, არ გადააჭარბოთ დოზას.ცაცხვმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, გულის პათოლოგიები, ნერვული დაავადებები, კენჭები შარდის გამომყოფ სისტემაში.ასევე გასათვალისწინებელია, რომ მცენარის ნახარშები არ უნდა შეუთავსოთ ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატს.ცაცხვის ნაყენის დამზადების წესი:გთავაზობთ ცაცხვის ნაყენის დამზადების ერთ-ერთ ვარიანტს.ცაცხვის ყვავილების ეს ნაყენი გამოიყენება ნევრალგიური დაავადებების, გაციების, ხველების, პოდაგრის, რევმატიზმის დროს.კომში და მისი სასარგებლო თვისებები>>2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. მიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში ოთხჯერ, როგორც ჩვეულებრივი ჩაი.
https://sputnik-georgia.com/20200406/fiTri-Viscum-album-248167824.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24091/12/240911253_304:0:5168:3648_1920x0_80_0_0_7dad2c7fb00746973667994a218c4437.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
ცაცხვი და მისი სამკურნალო თვისებები
13:52 02.05.2022 (განახლებულია: 19:44 02.05.2022) ცაცხვს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებენ. ის შეუდარებელია გაციების, მაღალი სიცხის, ბრონქიტის, ანგინისა და სხვა დაავადებების დროს.
ცაცხვი (Tilia) ფოთოლმცვენი ხეა, სიმაღლეში იზრდება 35 მეტრამდე. არსებობს მისი 40-მდე სახეობა.
ცაცხვს ადამიანის ორგანიზმისთვის მრავალი სამკურნალო და სასარგებლო თვისება გააჩნია. მას იყენებენ როგორც არატრადიციულ მედიცინაში, ისე თანამედროვე სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად.
სამკურნალოდ გამოიყენება ცაცხვის თითქმის ყველა ნაწილი – ქერქი, ფოთლები და ყვავილები, ნაყოფი. ტოტებისა და მერქნისგან ამზადებენ კუპრს. არის ძვირფასმერქნიანი მცენარე.
ხის ქერქი შეიცავს ზეთების მნიშვნელოვან რაოდენობას (8 პროცენტამდე), ასევე ტილიროზიდს, ტრიტერპენოიდებს; ფოთლების შემადგენლობაშია ასკორბინის მჟავა, კაროტინი, ნახშირწყლები. ცაცხვის ყვავილები კი შეიცავს ეთერზეთებს, საპონინებს, ორგანულ შაქარს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას, ფლავონოიდებს, კაროტინს, გლიკოზიდებს, ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს.
ცაცხვი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
ანგინა, ლარინგიტი, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბაქტერიული ინფექციები, შარდმდენი სისტემის ორგანოების პათოლოგიები, პოდაგრა, რევმატიზმი, ნევრალგიური დაავადებები, კრუნჩხვები, გონის დაკარგვა, ციებ-ცხელება, ნაწლავების სპაზმები, კუჭის წყლული, სტომატოლოგიური დაავადებები, დამწვრობა (გარეგანი გამოყენებისთვის), გინეკოლოგიური დაავადებები, ჰემოროი, პროსტატა, გაციება და სიცხის დამწევი საშუალება. ასევე მცენარე გამოიყენება როგორც კოსმეტიკური საშუალება. რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ცაცხვმა
ცაცხვის ყვავილების მუდმივმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ (მაგალითად, რამდენიმე თვე ზედიზედ) შეიძლება მხედველობაზე იმოქმედოს, თან სწრაფად და მოულოდნელად. გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა მიიღოთ ხანმოკლე პერიოდების განმავლობაში და დღეში 2–3-ჯერ, არ გადააჭარბოთ დოზას.
ცაცხვმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, გულის პათოლოგიები, ნერვული დაავადებები, კენჭები შარდის გამომყოფ სისტემაში.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ მცენარის ნახარშები არ უნდა შეუთავსოთ ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატს.
ცაცხვის ნაყენის დამზადების წესი:
გთავაზობთ ცაცხვის ნაყენის დამზადების ერთ-ერთ ვარიანტს.
ცაცხვის ყვავილების ეს ნაყენი გამოიყენება ნევრალგიური დაავადებების, გაციების, ხველების, პოდაგრის, რევმატიზმის დროს.
2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. მიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში ოთხჯერ, როგორც ჩვეულებრივი ჩაი.