კომში და მისი სასარგებლო თვისებები

გამოწერა
კომშის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი კოლხი მედეას ისტორიას უკავშირდება. კომში ბედნიერი, ჯანმრთელი ოჯახის სიმბოლოდ მიიჩნევა – ის ქალური და მამაკაცური საწყისების ჰარმონიული შერწყმის სიმბოლოს წარმოადგენს.

კომში, ბია (Cydonia) — ვარდყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარის გვარია. არსებობს ერთი სახეობა — ჩვეულებრივი კომში (Cydonia oblonda). კომში ველურად იზრდება კავკასიაში, შუა აზიასა და ირანში. კულტივირებულია თითქმის ყველგან. საქართველო კომშის ერთ-ერთი სამშობლოა, აქ ადგილობრივი წარმოშობის 75 ჯიში არსებობს. საუკეთესო ჯიშებია ლაგოდეხის მსხვილნაყოფა, ქართული მჟავე, შილდური საგვიანო, საკომპოტე და სხვ.

შავი მოცხარი - Sputnik საქართველო
შავი მოცხარი და მისი სასარგებლო თვისებები

უძველეს დროში ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე კომში სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნეოდა, რადგან ის, ბერძნული და რომაული მითოლოგიის მიხედვით, ქალღმერთ აფროდიტე–ვენერას საყვარელი ხილი იყო.

კომშის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი კოლხი მედეას ისტორიას უკავშირდება.

იასონმა ოქროს საწმისთან ერთად, მოგეხსენებათ, მედეაც წაიყვანა. მედეამ საბერძნეთში კავკასიის მაგიური თილისმებიც წაიყოლა და მათ შორის – კომშის ნაყოფი. ქორწილის დღეს, ტრადიციულად, მედეამ კომში საძინებელში დარგო, რადგან არსებობდა გადმოცემა, რომ სანამ ქალის სარეცელი კომშის სურნელს აფრქვევს, არაფერი ემუქრება მის სილამაზეს, მისი ბავშვების ჯანმრთელობას და ქმარი მას არ მიატოვებს. მედეა და იასონი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ, სანამ მისმა მოშურნემ კომში არ გაანადგურა.

ანწლი - Sputnik საქართველო
ანწლის სამკურნალო თვისებები

ეს ლეგენდა მეტყველებს, რომ კომშს სასიცოცხლო ენერგია და ჯადოსნური სურნელი აქვს, რომელიც მამაკაცისა და ქალის მგრძნობიარობაზე განსაკუთრებულად მოქმედებს.

ცნობილია, რომ ძველ საბერძნეთში კომში რიტუალური ნაყოფი იყო. პატარძალს საქორწინო ღამის წინ ამ ხილს მიართმევდნენ ხოლმე.

კომში დღესაც ბედნიერი, ჯანმრთელი ოჯახის სიმბოლოდ მიიჩნევა – ის ქალური და მამაკაცური საწყისების ჰარმონიული შერწყმის სიმბოლოს წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0