19:56 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
ჩვენ და ბუნება
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (500)
76220

თვითონ ბუნება გვასაჩუქრებს მრავალი ძლიერი საშუალებით, რათა ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, მაგრამ ბევრი მათგანის შესახებ ბევრს არაფერი სმენია, თუნდაც ის ჩვენ გვერდით უამრავი იყოს.

ერთ–ერთი ასეთი საშუალებაა ბაბუაწვერა, რომელიც მთელ პლანეტაზეა გავრცელებული, გარდა უკიდურესი ჩრდილოეთისა და შუა აზიის უდაბნოსი.

შედარებით ახალი ინფორმაცია ბაბუაწვერას შესახებ ისაა, რომ მას ლეიკემიასთან ბრძოლა საკმაოდ წარმატებით შეუძლია.

ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ბაბუაწვერას ფესვი ადამიანის ლეიკემიის უჯრედების სამივე სახეობისთვის ციტოტოქსიკურია და სულ რაღაც 48 საათში უჯრედების 96%-ს კლავს.

ბაბუაწვერას ჩაი კიბოს უჯრედებზე ისე მოქმედებს, რომ ისინი 48 საათში იშლება და თან ახალი, ჯანმრთელი უჯრედების ზრდის სტიმულირება მიმდინარეობს.

ექიმმა Hamm–მა თავის მოწაფეებთან ერთად ცდა ჩაატარა. მათ შეაგროვეს 9 პაციენტის სისხლის უჯრედები და გამოიყენეს ბაბუაწვერას ექსტრაქტი რამდენიმე უჯრედზე, რომ მათი კულტივირება მომხდარიყო. 24 საათის განმავლობაში უჯრედები მკვდარი იყო.

ხახვი – ვირუსებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება>>

ასევე ჩატარდა სხვა არაერთი კვლევაც, რომლებმაც აჩვენა, რომ ბაბუაწვერას ექსტრაქტი პოტენციურად აქტიურ ინგრედიენტებს შეიცავს კიბოს წინააღმდეგ.

ბაბუაწვერა
© Flickr / Elia Scudiero
ბაბუაწვერა

ბაბუაწვერა (Taraxacum) — რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარის წარმომადგენელია. ბუნებაში მისი 1000–მდე სახეობა გვხვდება, აქედან ადამიანი იყენებს დაახლოებით 70–ს.

ბაბუაწვერას ფოთლებსა და ფესვებში აღმოჩენილია ინსულინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა, კაუჩუკი, ცვილი, რკინა, კალციუმი, ფოსფორი, ფისები და სხვა ნივთიერებები.

ბაბუაწვერას ფესვების ექსტრაქტს ხალხურ მედიცინაში მრავალი საუკუნეების განმავლობაში ეფექტური სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა. ფოთლები კი, როგორც ვიტამინების მდიდარი წყარო, ძირითადად სალათებში და სხვა საკვებში დანამატის სახით გამოიყენება.

ის კარგად მოქმედებს სისხლნაკლებობის – ანემიის დროს, რადგან შეიცავს რკინის, ვიტამინებისა და ცილების მაღალ დონეს. ის ასევე მდიდარია კალციუმით, რაც აუცილებელია ზრდისა და ძვლების სიმკვრივისთვის, ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა С ვიტამინი და ლუტეოლინი, რომლებიც ძვლებს ასაკობრივი დაზიანებისგან იცავენ.

ბაბუაწვერას წვენი დიაბეტით დაავადებულებს ეხმარება – ხელს უწყობს ინსულინის გამომუშავებას. ამ მცენარეს ასევე შეუძლია, აღკვეთოს საშარდე გზების ინფექცია, აგრეთვე შარდის ბუშტის, თირკმელების დაავადებები და ასევე კისტა რეპროდუქციულ ორგანოებზე. 

ბაბუაწვერაში არსებული ვიტამინები და საკვები ნივთიერებები ღვიძლს გაწმენდაში ეხმარება. ის ასევე ძალზე ეფექტურია ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ის მოქმედებს, როგორც სუსტი გამხსნელი საშუალება, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, ასტიმულირებს მადას და ნაწლავებში აწონასწორებს ბუნებრივ და სასარგებლო ბაქტერიებს. 

D ვიტამინი – იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ვიტამინი>>

ბაბუაწვერას წვენს იყენებენ კანის დაავადებების დროსაც, რომლებიც გამოწვეულია მიკრობული და სოკოს ინფექციებით. 

თემები:
სასარგებლო რჩევები (500)

მთავარი თემები