ანწლის სამკურნალო თვისებები

© Pixabay / RitaEანწლი
ანწლი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ანწლის ყველა ნაწილი – ნაყოფი, ყვავილები, ფოთლები, ფესვი.
ანწლი (Sambucus) ბუჩქი ან მცირე ზომის ხე, ყვავილოვან მცენარეთა გვარი ადოქსასებრთა (ცხრატყავასებრთა) ოჯახის. მისი ნაყოფი წვნიანი შავი ან წითელი კენკრაა. არის ანწლის 40 სახეობა. აქედან საქართველოში ორია გავრცელებული – დიდგულა და საკუთრივ ანწლი.
შავი ანწლი სამკურნალოდ გამოიყენება, ხოლო წითელი საკმაოდ შხამიანი მცენარეა.
ანწლის კალორიულობა და შემადგენლობა
ანწლის კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 73 კკალორია.
ანწლის ყვავილედი რთული ქიმიური შემადგენლობისაა. ის შეიცავს გლიკოზიდ სამბუნიგრინს, ორგანულ მჟავებს: ვალერიანის, ყავის, ძმრის, ვაშლის; ნახევრად მყარ ეთერზეთებს, ქოლინს, ეთილიზობუტილს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქრებს და სხვა.
ანწლის კენკრა შეიცავს ვიტამინ C-ს, კაროტინს, სამბუცინს, ფისს, გლუკოზას, ფრუქტოზას, თავისუფალ მჟავებს, ამინომჟავებს, თიროზინს, საღებავ ნივთიერებებს.
თუთის ნაყოფი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
თუთა და მისი სამკურნალო თვისებები
ანწლის ცოცხალი ფოთლის შეადგენლობაშია დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავა – ვიტამინი C, კაროტინი; გამხმარ ფოთოლში – პროვიტამინი А1. ასევე სამბუნიგრინი, ეთერზეთი, ალალოიდები, ტანინები და სხვა.
ანწლის ფესვი შეიცავს ეთერზეთებს, ქოლინს, ფიტოსტერინს.
ანწლის სასარგებლო თვისებები
ხალხურ მედიცინაში ანწლის ყველა ნაწილი გამოიყენება.

ანწლის ნაყოფი სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ცოცხალი, ისე გამხმარი სახით.
ცოცხალი კენკრა წარმატებით ებრძვის ჰეპატიტს, წყლულოვან დაავადებებს, კარგია მათი პროფილაქტიკისთვის. გამოიყენება ნევრალგიის დროს. გამხმარი ნაყოფი წარმატებით ებრძვის მალარიას. მიიჩნევენ, რომ შავი ანწლის სამკურნალო თვისებები იმდენად მაღალია, რომ მისი გამოყენება შეიძლება, როგორც დამხმარე საშუალება კუჭისა და კანის კიბოს მკურნალობისას.
მაყვალი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
მაყვალი და მისი სასარგებლო თვისებები
არანაკლებ ფასეულია შავი ანწლის ყვავილები. მისგან ამზადებენ ნაყენს ან ნახარშს და იყენებენ, როგორც ანტიბაქტერიულ და ოფლმდენ საშუალებას. ამიტომ ის ძალიან ეფექტურია გაციების, ანგინის, გრიპის, სასუნთქი გზების დაავადებების დროს, ასევე ებრძვის ართრიტს, პოდაგრას, რევმატიზმს. ყვავილებს იყენებენ კომპრესებისთვის, როგორც შაკიკის საწინააღმდეგო, იშიასის, პოდაგრის სამკურნალო საშუალებას. მას ასევე აქვს ოფლმდენი, შარდმდენი და ზომიერი გამხსნელი თვისებები.

ანწლის ყვავილებისგან დამადებულ ნაყენს იყენებენ ლარინგიტების, ბრონქიტის, გრიპის, ნევრალგიის დროს, პირის ღრუს გამოსავლებად, თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებების, რევმატიზმისა და პოდაგრის დროს.
ცაცხვი და მისი სამკურნალო თვისებები>>
ყვავილების ნაყენის დასამზადებლად ერთ სუფრის კოვზ ანწლის ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი. შემდეგ გააციეთ, გადაწურეთ. მიიღეთ თბილი სახით ჭამამდე ნახევარი ჭიქის ოდენობით, დღეში 2–3-ჯერ.
ასევე სამკურნალო თვისებები აქვს ანწლის ფოთოლს. ყვავილების მსგავსად, ფოთოლსაც აქვს სიცხის დამწევი მოქმედება, არის ოფლმდენი და შარდმდენი, შემკვრელი, დამამშვიდებელი საშუალება. დაორთქლილი ფოთლების დადება მტკივნეულ ადგილებზე ხსნის ანთებას, შველის გამონაყარს, დამწვრობას, ჰემაროიდული კვანძების ანთებას, ფურუნკულს. ქორფა ფოთოლს გამხსნელი და ორგანიზმის გამაძლიერებელი თვისებები გააჩნია. ქრონიკული შეკრულობის სამკურნალოდ ფოთოლს ხარშავენ თაფლში და ისე იღებენ.

არანაკლები სამკურნალო ეფექტი აქვს ანწლის ფესვს. მისგან ამზადებენ ნახარშს, რომელსაც იღებენ კანისა და თირკმელების დაავადებების დროს. ნახარშს ხმარობენ აბაზანისთვის პოდაგრის, რევმატიზმისა და ართრიტების დროს.
ჟოლო - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
ჟოლო და მისი სასარგებლო თვისებები
შავ ანწლს იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც. მაგალითად, მისი ყვავილებისგან ამზადებენ ლოსიონს შემდეგნაირად: 10 ყვავილედს ასხამენ 0,5 ლიტრ მდუღარე წყალს და აჩერებენ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ ფილტრავენ და ინახავენ მაცივარში. ლოსიონს ისვამენ სახეზე დილითა და საღამოს. ის კარგი მატონიზირებელი საშუალებაა და აახალგაზრდავებს კანს.

მთელი მცენარის ნახარში კარგი საშუალებაა ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებისთვის.
ანწლის სახიფათო თვისებები
განსაკუთრებით საშიშია წითელი ანწლი, რომლის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ ხელით შეეხეთ მას, აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნით.

ასევე შეუძლია ზიანის მოყენება შავ ანწლსაც. მისი გამოყენება არ შეიძლება ორსულებისთვის, უშაქრო დიაბეტის, კოლიტის დაავადებების დროს.
ანწლის მიღება არ შეიძლება კრონის დაავადების დროს (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული რეციდიული დაავადება). ასევე ის შეიძლება უარყოფითად აისახოს კუჭის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებზე და ინდივიდუალური აუტანლობის დროს.
საინტერესო ფაქტები:
ანწლს იყენებდნენ ბაღლინჯოებთან ბრძოლისთვის. მისი ყვავილები გამოიყენებოდა ვაშლის შენახვისთვის – ხილი კარგად ინახება და იძენს საუკეთესო სურნელს. ანწლის კენკრა ფართოდ გამოიყენებოდა ბამბისა და აბრეშუმის ქსოვილების შავად შესაღებად. მისგან ამზადებდნენ მელანს. ასევე გამოიყენება ანწლი ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელებისთვის ფერის მისაცემად. ანწლისგან ხდიან არაყს.
ყველა ახალი ამბავი
0