https://sputnik-georgia.com/20210726/mayvali-Rubus-fruticosus-Blackberry-252426031.html
მაყვალი და მისი სასარგებლო თვისებები
მაყვალი და მისი სასარგებლო თვისებები
Sputnik საქართველო
ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში მაყვალს იყენებდნენ ნევროზის, ისტერიის, სკლეროზის, ჰიპერტონიის, კუჭის ავადმყოფობისა და შაქრიანი დიაბეტის დროს. 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T16:37+0400
2021-07-26T16:37+0400
2023-07-21T10:26+0400
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23293/11/232931162_0:242:2502:1657_1920x0_80_0_0_ba6856488d20ba73e2f4cc224a54d68a.jpg
მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს.ქლიავი, მისი თვისებები და რჩევები: როდის შეიძლება მისი მიღება და როდის – არა>>მაყვალი (Rubus fruticosus) — ვარდისებრთა ოჯახის კენკროვანი მცენარეა. იზრდება ბუჩქებად. აქვს ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. მაყვლის 200-მდე სახეობაა გავრცელებული ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 37 სახეობა გვხვდება, მათგან 27 საქართველოს ენდემია.ნაყოფს იყენებენ ნედლად, აკეთებენ მურაბას, ჯემსა და სხვა ნაწარმს.სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთოლი და ბუჩქის ფესვები.მაყვლის შემადგენლობამაყვლის ნაყოფი შეიცავს 3-5% შაქარს (გლუკოზასა და ფრუქტოზას), 1,5%-მდე ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ასევე ბევრია მასში კალიუმის მარილები, სპილენძი, მანგანუმი. ფოთლები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ C-ს, ორგანულ მჟავებს, უმნიშვნელო რაოდენობით – ეთერზეთს; ფესვები – ეთერზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს.ჟოლო და მისი სასარგებლო თვისებები>>მაყვლის სასარგებლო თვისებებიტრადიციულ ხალხურ მედიცინაში მაყვალს იყენებდნენ ნერვული სისტემის დარღვევებისას, ნევროზის, ისტერიის, სკლეროზის, ჰიპერტონიის, კუჭის ავადმყოფობისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.ნედლი ნაყოფისგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში მიიჩნევა დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს.მშრალი კენკრის ნაყოფს იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, პნევმონიის დროს. არის სიცხის დამწევი, აქტიური შარდმდენი და ოფლმდენი საშუალება. გადამწიფებული ნაყოფი იწვევს სუსტ საფაღარათო მოქმედებას, ხოლო მკვახე – შემკვრელ მოქმედებას.მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისების გამო მის ნახარშს (1:10) იყენებენ კუჭიდან სისხლდენის, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში.ფოთლის ნახარში გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ანთების დროს, ფოთლების ნახარშის საფენებს იდებენ კანის სხვადასხვა დაავადების დროს – სირსველით დაზიანებული ადგილების, ეგზემის, ქრონიკული წყლულების, ძველი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი>>მაყვლის ფესვების ნახარში კარგი შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.
https://sputnik-georgia.com/20210719/msxali-Pear-252356886.html
https://sputnik-georgia.com/20210705/nesvi-Cucumis-Melons-252206456.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23293/11/232931162_0:163:2502:1736_1920x0_80_0_0_d0f55d95f274b7bea7c4ed2bd3864da6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები
მაყვალი და მისი სასარგებლო თვისებები
16:37 26.07.2021 (განახლებულია: 10:26 21.07.2023) ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში მაყვალს იყენებდნენ ნევროზის, ისტერიის, სკლეროზის, ჰიპერტონიის, კუჭის ავადმყოფობისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.
მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს.
მაყვალი (Rubus fruticosus) — ვარდისებრთა ოჯახის კენკროვანი მცენარეა. იზრდება ბუჩქებად. აქვს ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. მაყვლის 200-მდე სახეობაა გავრცელებული ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 37 სახეობა გვხვდება, მათგან 27 საქართველოს ენდემია.
ნაყოფს იყენებენ ნედლად, აკეთებენ მურაბას, ჯემსა და სხვა ნაწარმს.
სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთოლი და ბუჩქის ფესვები.
მაყვლის ნაყოფი შეიცავს 3-5% შაქარს (გლუკოზასა და ფრუქტოზას), 1,5%-მდე ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ასევე ბევრია მასში კალიუმის მარილები, სპილენძი, მანგანუმი. ფოთლები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ C-ს, ორგანულ მჟავებს, უმნიშვნელო რაოდენობით – ეთერზეთს; ფესვები – ეთერზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს.
მაყვლის სასარგებლო თვისებები
ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში მაყვალს იყენებდნენ ნერვული სისტემის დარღვევებისას, ნევროზის, ისტერიის, სკლეროზის, ჰიპერტონიის, კუჭის ავადმყოფობისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.
ნედლი ნაყოფისგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში მიიჩნევა დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს.
მშრალი კენკრის ნაყოფს იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, პნევმონიის დროს. არის სიცხის დამწევი, აქტიური შარდმდენი და ოფლმდენი საშუალება. გადამწიფებული ნაყოფი იწვევს სუსტ საფაღარათო მოქმედებას, ხოლო მკვახე – შემკვრელ მოქმედებას.
მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისების გამო მის ნახარშს (1:10) იყენებენ კუჭიდან სისხლდენის, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში.
ფოთლის ნახარში გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ანთების დროს, ფოთლების ნახარშის საფენებს იდებენ კანის სხვადასხვა დაავადების დროს – სირსველით დაზიანებული ადგილების, ეგზემის, ქრონიკული წყლულების, ძველი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.
მაყვლის ფესვების ნახარში კარგი შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.