ნესვი – კალორიულობა, შემადგენლობა, სასარგებლო და საზიანო თვისებები

CC BY 2.0 / Adolfo Calsin / Melonნესვი
ნესვი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
НовостиTelegram
ნესვი მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით. მას უამრავი სიკეთე მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ის მოქმედებს გარუჯვაზეც...
ნესვი (Cucumis) გოგრისებრთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ ძველი ინდოეთი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მიიჩნევა. დღესდღეობით ნესვი ველური სახით პრაქტიკულად აღარ გვხვდება. კულტურაში უფრო გავრცელებულია ჩვეულებრივი, ანუ სუფრის ნესვი (Cucumis melo). საქართველოში გავრცელებულია ადგილობრივი ჯიშები: მეგრული ადგილობრივი, მუხიანური ადგილობრივი, აგრეთვე „მშვენება“, „კოლხოზნიცა“. 
გარგარი – ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო ხილი>>
ნესვის კალორიულობა და სასარგებლო თვისებები
ნესვის კალორიულობა დამოკიდებულია მის ჯიშსა და მოყვანის პირობებზე. საშუალოდ მისი კალორიულობა 100 გრამზე 33 კკალორიაა.
საზამთრო  - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2020
საზამთრო და საზამთროს კურკა – რა სარგებლობა მოაქვს და როდის შეიძლება გვავნოს
ნესვში კარგად ერწყმის მისი გემოს თვისებები სასარგებლო თვისებებს. მის შემადგენლობაშია ვიტამინები A, B1, B2, B5, B6, B9, C, E, H, PP; ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალური ნივთიერებები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, ქლორი, გოგირდი, იოდი, ფტორი, ფოსფორი, ნატრიუმი, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, შაქარი, დაახლოებით 90–95% – წყალი.
ნესვი ძალზე ძვირფასი წყაროა ვიტამინი В9, ანუ ფოლიუმის მჟავისა. ეს ვიტამინი თერმული დამუშავებისას თითქმის მთლიანად ნადგურდება, მაგრამ ნესვს ძირითადად ნატურალური სახით ვიღებთ. ფოლიუმის მჟავა ფასდაუდებელია ორსულებისთვის და ქალებისთვის კლიმაქსის პერიოდში; ასევე ყველასთვის, ვისაც მეხსიერების გაუმჯობესება და დეპრესიისგან გათავისუფლება სურს. ფოლიუმის მჟავას ასევე შეუძლია დადებითად იმოქმედოს სისხლის წარმოქმნის პროცესზე, შეამციროს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონე.
С–ვიტამინი შეუცვლელია ზამთრის სიცივის, ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი მარაგის შევსებაში ნესვი დაგვეხმარება.
ლეღვი – სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლო>>
უძველესი დროიდან არის ცნობილი ნესვის ისეთი თვისება, როგორიცაა განწყობის ამაღლება. ის შველის უძილობას, დაღლილობას, გაღიზიანებას.
ნესვის რბილობი მდიდარია კაჟით, რაც აუცილებელია მყარი ქსოვილების, ნერვების, კანისა და თმისთვის.
ატამი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2020
დღეგრძელობის სიმბოლო – ატამი და მისი სასარგებლო თვისებები
რკინის დიდი რაოდენობის წყალობით ის საუკეთესო საშუალებაა სისხლნაკლებობის პროფილაქტიკისთვის; ხოლო კალიუმისა და მაგნიუმის შემცველობის წყალობით ძალზე დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
ნესვი სასარგებლოა არა მხოლოდ ქალებისთვის. ის მამაკაცებზეც ძალზე კარგად მოქმედებს. ნესვის თესლი უძველესი დროიდან უძლიერეს აფროდიზიაკად მიიჩნევა. ის ამაღლებს მამაკაცურ ძალას. შესაძლებელია ნესვის თესლის უბრალოდ დაღეჭვა, ჯობს – თაფლთან ერთად. მთავარია ზომიერების დაცვა – დღეში არაუმეტეს 2 გრამისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება პრობლემები შეუქმნას ელენთას.
ნესვის რბილობი სასარგებლოა შარდკენჭოვანი და სანაღვლე კენჭოვანი დაავადებების დროს.
ნესვის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა უჯრედისის დიდი რაოდენობა. ამ თვალსაზრისით მას სხეულის, ნაწლავების გაწმენდისთვის იყენებენ. მას ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებები გამოაქვს.
ტყემალი – ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის>>
და კიდევ ერთი – ნესვი შეიცავს ოქროს, რომელიც, სხვა ელემენტების მსგავსად, აუცილებელია ორგანიზმისთვის.
ნესვი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კანისა და თმის მოვლისთვის. ბეტა–კაროტინის წყალობით, რომელიც ნესვში უფრო მეტია, ვიდრე სტაფილოში, ის ჩვენს კანს გლუვს ხდის და მას ატმისფერ ელფერს აძლევს.
ქლიავი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ქლიავი, მისი თვისებები და რჩევები: როდის შეიძლება მისი მიღება და როდის – არა
ლამაზი რუჯის მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ნესვი რუჯს უფრო მყარსა და თანაბარს გახდის.
ნესვი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში – სახისა და თმის ნიღბებისთვის, მკურნალობს გამონაყარს კანზე, სხვადასხვა ანთებას, თმას კი ბზინვარებას ანიჭებს.
ნესვს, თავისი საოცარი არომატის, გემოს წყალობით, ნედლს, შემჭკნარს თუ ჩირის სახით ფართოდ იყენებენ კულინარიაში.
ნესვს, დაბალი კალორიულობის გამო, იყენებენ გასახდომ დიეტებში.
ნესვს ზიანის მოყენებაც შეუძლია. მისი მიღება არ შეიძლება:
  • რძის პროდუქტებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, რადგან იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობას;
  • მეძუძური დედებისთვის, რადგან ბავშვს შეიძლება საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას.
  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ნესვი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებების დროს.
  • გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების დროს.
კიდევ ერთი უსიამოვნო ასპექტია ის, რომ ნესვში შეიძლება იყოს პესტიციდებისა და ნიტრატების დაშვებულ ნორმაზე მეტი რაოდენობა, განსაკუთრებით, თუ მას სეზონზე ადრე შევიძენთ.
ნიტრატებისა და პესტიციდების ყველაზე მეტი რაოდენობა კანსა და მისი „კუდის“ არეში გროვდება. ამიტომ ნესვის დაჭრისას კანთან ერთად მინიმუმ ერთი სანტიმეტრი რბილობიც უნდა მოვაჭრათ.
ყველა ახალი ამბავი
0