დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 იანვარი

CC BY 2.0 / Giuseppe Milo / The Northern Lightsჩრდილოეთის ნათება
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 26 იანვარია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ნამდვილად არ გაწყენთ, დღეს ერთი–ორი საათი ჰედონისტი თუ გახდებით – დატკბებით ცხოვრებით, ურთიერთობებით და რაღაცა დოზით ჩარჩოებსაც გასცდით – დღეს შეგიძლიათ, თავს ამის უფლება მისცეთ. სამუშაოზე შემოქმედებითი დამოკიდებულება წაგადგებათ, ეს კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს. რაღაც სიურპრიზებიც გელოდებათ – რა თქმა უნდა, სასიამოვნო. ასევე არ არის გამორიცხული, უნიკალურ ადამიანს შეხვდეთ და მისგან საინტერესო წინადადება მიიღოთ.
დღევანდელი დღის დევიზია – „არ დაამუხრუჭო!“. გამოიყენეთ ბედის მოცემული შანსები, პრობლემები ახლებურად გადაჭერით. ალტერნატიული ვარიანტებით საქმეს სწრაფად და ლამაზად მოაგვარებთ.
ვერძი: საოცარი დღე გელოდებათ, როდესაც ცხოვრებისგან ყველაფერი უნდა აიღოთ. განწყობა შესანიშნავი გექნებათ – მოგინდებათ სიმღერა, ცეკვა, გართობა და თითოეული მომენტით დატკბობა. რეკომენდებულია კრეატიულობა და ცოტა „ცელქობაც“ სამუშაოზე – ეს კარიერაში დაგეხმარებათ და თანაც, ამოცანებთან გამკლავება უფრო საინტერესო იქნება. რუტინას მოერიდეთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2023
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს
კურო: დღეს შიგნიდან თქვენი „ემოციური ბომბი“ აფეთქების პირასაა და თავშეკავება არ შეგიძლიათ. ამიტომ კარგი იქნება, თუ უცნობ პირებს მოერიდებით, ახლობლები კი გაგიგებენ. ასტროლოგები გირჩევენ, მთელი კრეატივი გამოავლინოთ სამსახურში – შესანიშნავი შანსი გაქვთ, ყველას აჩვენოთ თქვენი ნიჭი და კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ.
ტყუპი: დღეს კონსერვატორი ბრძანდებით და თავისუფლებას არ აძლევთ არც საკუთარ თავს და არც სხვებს. მაგრამ აქ სანერვიულო არაფერია – ასეთი განწყობით სწრაფად დაასრულებთ ძველ საქმეებს, შემდეგ კი შეგიძლიათ დაისვენოთ – ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. ურთიერთობებს სერიოზულად მოეკიდეთ – ისაუბრეთ მნიშვნელოვან თემებზე, განიხილეთ პრობლემები და მოძებნეთ კომპრომისები.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღე გაქვთ – შეგიძლიათ სამსახურში ექსპერიმენტებს მიმართოთ. ეს ძალიან კარგ შედეგებს მოგიტანთ და განწყობასაც აგიმაღლებთ. რაც აკრძალულია დღეს თქვენთვის, ეს შოპინგია – ახალი შეძენილი ნივთები სიხარულს არ მოგიტანთ, უბრალოდ, ფულს ქარს გაატანთ, მეტი არაფერი. ბედი რაღაც სიურპრიზს გიმზადებთ და ეს ნამდვილად მოგეწონებათ.
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ - მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
ლომი: კარგი იქნება, თუ გარშემომყოფებთან ერთ ტალღაზე აეწყობით. ეს ურთიერთობების მოგვარებაში დაგეხმარებათ და ამასთან, დროს შესანიშნავად გაატარებთ. მიუხედავად კარგი მოვლენებისა, ნერვიულობაც მოგიწევთ და ძირითადად, სამუშაოს საქმეებთან დაკავშირებით. შესაძლოა, პრობლემები გაჩნდეს და მათი გადაწყვეტა მარტოს მოგიწიოთ. საღამოს აუცილებლად მოდუნდით. ენერგიის აღდგენაში ახლობლებთან სასიამოვნო საუბრები დაგეხმარებათ.
ქალწული: მზად იყავით სიახლეებისთვის, რაც ნამდვილად ძალიან კარგ შედეგებს მოგიტანთ. არ დაიმორცხვოთ, სამყაროს გამოწვევებს თამამად შეხვდით. ასე დროსაც კარგად გაატარებთ და ამასთან, ღირებულ გამოცდილებასაც შეიძენთ. ასტროლოგები პრობლემების არასტანდარტული მეთოდებით გადაწყვეტას გირჩევენ – ეძებეთ ალტერნატიული გზები.
სასწორი: დღეს შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი ყველა ნიჭი. სამსახურში ცოტა ჩარჩოებიდან გასვლაც არ გაწყენთ – რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ეს კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში კი კარგი იქნება, თუ კონსერვატიულ შეხედულებებს არ უღალატებთ – სიყვარული ისე გამოამჟღავნეთ, როგორც მიჩვეული ხართ. თავი შორს დაიჭირეთ რუტინისგან – ეს ასტროლოგების მთავარი რჩევაა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
ზოდიაქო: დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი
მორიელი: დღეს მიზნებისკენ კი არ უნდა იაროთ, არამედ სირბილით უნდა გაიქცეთ. მაგრამ, ამავე დროს, ალტერნატიული გზები უნდა ეძებოთ – ძველი და ნაცადი აღარ იმუშავებს. ასე რომ, არ შეუშინდეთ სიახლეებს, იმის მოსინჯვას, რაც უსარგებლო გეჩვენებოდათ. ასტროლოგები ახალი საქმეების დაწყებას გირჩევენ – ნამდვილად მიაღწევთ წარმატებებს თან ისე, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ.
მშვილდოსანი: შესანიშნავ განწყობაზე ხართ და მის გაფუჭებას ვერავინ შეძლებს. ეს აისახება როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაზე. შეუდექით არასტანდარტული ამოცანების ამოხსნას, გადაჭერით რთული საკითხები – ყველაფერი გამოგივათ. ამავდროულად, არ დაგავიწყდეთ კრეატივი – შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. კარგი დღეა ახალი ადამიანების გაცნობისთვის.
თხის რქა: თუ გინდათ, კარგი შედეგები გქონდეთ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში, ყველაფერს შემოქმედებითად უნდა მოეკიდოთ. გახსნილი უნდა იყოთ სიახლეების მიმართ, არ ჩაჯდეთ ჩარჩოებში. არ ღირს უცნობ ადგილებში წასვლა – იქ, დიდი ალბათობით, უსიამოვნებები გელოდებათ. ასტროლოგები გირჩევენ, რომანტიკაში „გადაეშვათ“ – დანიშნეთ პაემანი და გაატარეთ სასიამოვნო დრო საყვარელ ადამიანთან ერთად.
სასმელები ბარში - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
გასართობი ჰოროსკოპი: როგორი სიმთვრალე აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს
მერწყული: დღეს თქვენს ყურადღებას რაღაც მინიშნებები მიიქცევს, რომლებიც სწორ მიმართულებას მოგცემთ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. გამოიყენეთ ეს შანსი – ასეთი შესაძლებლობა დიდი ხანი აღარ მოგეცემათ. განავითარეთ როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი ურთიერთობები. ეს მომავალში დაგეხმარებათ. ასტროლოგები იმიჯის შეცვლას გირჩევენ – ეწვიეთ სილამაზის სალონს, კოსმეტოლოგს. ცვლილებები გაგახარებთ.
თევზები: დღეს დროებით დაივიწყეთ, რომ წარმატებების მიღწევაზე ხართ ორიენტირებული. ჯობია, რამე მსუბუქი და სასიამოვნო გააკეთოთ, არ იჩქაროთ. შესანიშნავი დღეა ცხოვრებაში სიახლეების შესატანად გარდერობის განახლებიდან დაწყებული, ურთიერთობების დასრულებით დამთავრებული. ეს შემოქმედებითად განგაწყობთ, რაც შეგიძლიათ თქვენ საყვარელ საქმიანობაში გამოავლინოთ.
ყველა ახალი ამბავი
0