ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ - მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...

© photo: Sputnik / Stringerდაისი
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
გამოწერა
აღმოსავლურ და ზოდიაქოს ჰოროსკოპებს ბევრი რამის თქმა შეუძლია თითოეული ადამიანის ხასიათსა და განსაკუთრებულ თვისებებზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ნიშნების ერთობლიობა კიდევ უფრო ზუსტ დახასიათებას იძლევა.
ადამიანების უმრავლესობას აინტერესებს ჰოროსკოპები, რათა გაეცნოს თავის და ახლობლების ხასიათს, გაიგოს, რა ელოდება ცხოვრებისეულ გზაზე. ასტროლოგების მრავალსაუკუნოვანი დაკვირვების წყალობით შესაძლებელია გავიგოთ, რა თვისებებით დაგვაჯილდოვეს ვარსკვლავებმა და რა უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში თქვენ ნახავთ ზოდიაქოსა და აღმოსავლურ ნიშნებს, მათ გადაკვეთაზე – ციფრს, რომელიც თქვენს დამახასიათებელ ნიშანს შეესაბამება. მოძებნეთ ტექსტში შესაბამისი ციფრი და გაეცანით თქვენი პიროვნების დახასიათებას.
© Sputnik / Konstantin Ivanovზოდიაქოს ცხრილი
ზოდიაქოს ცხრილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
ზოდიაქოს ცხრილი
იმის გასაგებად, თუ რომელ ცხოველს შეესაბამება თქვენი დაბადების წელი, იხილეთ „ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით".
1 - მეფე
ამ ნიშნის ადამიანები ძლიერი პიროვნებები არიან. ისინი მიჩვეული არიან სასურველის ნებისმიერ ფასად მიღწევას. მათი ცხოვრებისეული ფრაზაა „ყველაფერი ან არაფერი“. მეფეები გამოირჩევიან გაწონასწორებული ხასიათით, მიზანსწრაფულობით, არ საჭიროებენ თავიანთი ღირსებების დადასტურებას სხვების მხრიდან. შეუძლიათ ნებისმიერი ვითარებიდან თავაწეული გამოვიდნენ. აქვთ ხელმძღვანელობის უნარი.
2 - ბელადი
ამ ნიშნის წარმომადგენლები გულღია, პატიოსანი, დიდი ინტელექტის მქონე პიროვნებები არიან. აქვთ სხვების დარწმუნების უნარი, ამიტომ შეუძლიათ ადამიანების გაძღოლა. ვერ იტანენ ტყუილს და თავად პირში სიმართლის თქმა უყვართ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2023
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
3 - რაინდი
ამ ადამიანებს გულმოწყალება და სამყაროს დიდი სიყვარული გამოარჩევს. ისინი მიჩვეული არიან, რომ გაჭირვებულებზე უანგაროდ იზრუნონ და ამას გმირობად არ მიიჩნევენ. არიან პატიოსანი და კეთილი ადამიანები. ხშირად ხდებიან ფსიქოლოგები. ბუნებით აღმზრდელი, მასწავლებელი, მოძღვარი, შესანიშნავი მშობლები არიან.
4 - არისტოკრატი
არისტოკრატებს მათი ნიშანი საშუალებას აძლევს, თავი ხელოვნების სფეროში წარმოადგინონ. ამ ადამიანებს აქვთ დახვეწილი გემოვნება, მიჩვეული არიან ყურადღების ცენტრში ყოფნას. გამოირჩევიან ორიგინალური აზროვნებითა და მოქმედებებით, არიან უკონფლიქტო პიროვნებები და სურვილი აქვთ, რომ სამყარო უფრო მშვენიერი გახადონ.
თაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2018
ინდური ჰოროსკოპი – დაინახეთ საკუთარი თავი განსხვავებული რაკურსით
5 - პროფესორი
პროფესორებს რაციონალიზმი და პრაქტიკულობა გამოარჩევს. ისინი აუჩქარებლად მისდევენ წინასწარ შედგენილ გეგმას. იციან სწორი სიტყვების შერჩევა, აქვთ სხვების დარწმუნების უნარი, შეუძლიათ ირგვლივ მყოფებისთვის სასარგებლო რჩევების მიცემა. ამ ნიშნის ადამიანები არ გამოირჩევიან დიდი ემოციურობით, ამიტომ ძლიერ ემოციებს შეუძლია შეარყიოს მათი სამყარო და მასში დიდი ქაოსი შეიტანოს.
6 - მასხარა
მასხარები უნიკალური ინტელექტუალური შესაძლებლობებით გამოირჩევიან. არიან შესანიშნავი ფსიქოლოგები, ამიტომ ყოველთვის „სწორ“ საურთიერთობო წრეს ირჩევენ. ისინი ემოციური და ოპტიმისტები არიან. შეუძლიათ თავი წარმოადგინონ სხვა ადამიანებად და დაიცვან საკუთარი მდიდარი შინაგანი სამყარო გარე მზერისგან. აქტიური ცხოვრებისა და ფაქიზი ალღოს წყალობით მასხარები სასურველს სწრაფად აღწევენ. შეუძლიათ ჯანსაღი კრიტიკის მიღება და საკუთარ შეცდომებზე ხუმრობა.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2018
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ
7 - ვექტორი
ვექტორის მოწოდებაა, მისდიოს ყველაფერ არაორდინარულს. ბუნებით ავანტიურისტებს დიდხანს ფიქრი და განსჯა არ სჩვევიათ. მიჩვეული არიან, ცხოვრებისგან მიიღონ ყველაფერი და არ შეუშინდნენ სარისკო მოქმედებებს. შეუძლიათ ადამიანების გაძღოლა და მათთვის სამყაროს მრავალფეროვნების ჩვენება. არ მისცენ ადამიანებს მოწყენისა და ცხვირის ჩამოშვების, ცხოვრების ჭაობად ქცევის ნება – აი, ვექტორების ჭეშმარიტი დანიშნულება.
ყველა ახალი ამბავი
0