გასართობი ჰოროსკოპი: როგორი სიმთვრალე აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასმელები ბარში
სასმელები ბარში - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
გამოწერა
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში, როგორ გავლენას ახდენს ალკოჰოლი სხვადასხვა თანავარსკვლავედის წარმომადგენლებზე - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და შეადარეთ საკუთარ თავსა თუ თქვენს ახლობლებს.
საინტერესოა, როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში. როგორც ამბობენ, ალკოჰოლი ზოგს მარწუხებიდან, კომპლექსებიდან ათავისუფლებს, ზოგს კი - გონებას უბნელებს... ერთი ქართული გამონათქვამისა არ იყოს: სასმელი ჭკვიან კაცს აბრძენებს და გიჟს უფრო ახელებს, ასე რომ, ვნახოთ, ვინ როგორ იქცევა სიმთვრალეში თავისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე - ხუმრობანარევი ჰოროსკოპი:
ვერძი
ვერძს სიმთვრალისას საოცარი საქციელის ჩადენა შეუძლია. მასთან დალევა საშიშია, რადგან, მოულოდნელად, შესაძლოა, ყველაფერი სულ სხვაგვარად შემოტრიალდეს.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
კურო
კურო მთელი საღამოს განმავლობაში ყველას დაუმტკიცებს, რომ სრულიად ფხიზელია მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დალია. მისი გადარწმუნება არ ღირს - დაე, გაერთოს. როცა კურო მთვრალია, ის ცხოვრებისგან ყველაფერს იღებს, ასე რომ, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
ტყუპი
როცა ტყუპი სვამს, მისი ორბუნებოვანი არსებიდან ერთ-ერთი წინა პლანზე გამოდის. აქ კი, როგორ გაუმართლებს: შეიძლება, მთელი საღამო კეთილი და საყვარელი იყოს, ან პირიქით - ყველას პირში მიახალოს, ვისზეც რას ფიქრობს.
კირჩხიბი
კირჩხიბი სიმთვრალეში კომპლექსებისგან თავისუფლდება და თავის ჭეშმარიტ არსს აჩვენებს. თუ იცნობთ კირჩხიბს თუნდაც ათი წელი და არც ერთხელ არ გინახავთ ის მთვრალი, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ მას არ იცნობთ.
განთიადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2019
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის
ლომი
მთვრალი ლომი თითქმის არაფრით განსხვავდება ფხიზლისგან, ერთადერთი, ხმა უფრო ომახიანი უხდება, ხოლო ქცევები - უფრო მეფური. სიმთვრალეში ლომს განსაკუთრებით ახასიათებს ის, რომ გაუთავებლად შეუძლია თავის გამარჯვებებზე, მიღწევებსა და ცხოვრებისეულ მიზნებზე საუბარი.
ქალწული
ქალწული სიმთვრალის სამ ეტაპს გადის. პირველი: „ისე დავთვერი“, მეორე - „ყველა მიყვარს“, და მესამე - „ბორჯომი!“. მიწის სტიქიის ნიშანი მიწიერი პრობლემებით, აზრებითა და გრძნობებით, რომელიც უკვე პირველი ჭიქის შემდეგ პოულობს თავისუფლებას.
სასწორი
სასწორი სიმთვრალეში უფრო მტკიცე ხდება და მკაფიოდ იცის, რა სურს. ის, ბოლოს და ბოლოს, პოულობს ჰარმონიასა და სულიერ წონასწორობას, რისკენაც მუდამ ისწრაფვის სიფხიზლეში.
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2019
იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
მორიელი
მორიელს შეუძლია დალევა და კიდევ სხვების დათრობა. ის ხშირადაა კომპანიის სული და გული და, რა თქმა უნდა, თამადა. სვამს „ჭიქის გამოუტოვებლად“. ბოლოს კი აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისაა ყველაზე ფხიზელი და შერაცხადი.
მშვილდოსანი
მთვრალ მშვილდოსანთან ცოტა გაუგებარი ვითარებაა. თავდაპირველად ის ყვება, როგორ კარგად აეწყო მისი ცხოვრება და როგორი ბედნიერია, მესამე ჭიქის შემდეგ კი იწყებს ტირილს და საკუთარ თავს უიღბლოსა და წარუმატებელს უწოდებს.
თხის რქა
თხის რქა სიმთვრალეში უფრო გულღია ხდება. ფხიზელს იშვიათად ნახავთ, რომ ვინმეს ქათინაურებს ეუბნებოდეს, სიყვარულს უხსნიდეს ან სულელურ ხუმრობაზე იცინოდეს.
ადამიანები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2019
კრიმინალური ტალანტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული
მთვრალი მერწყული პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. ასეთ მომენტებში მსოფლიოში ჩნდება ახალი აღმოჩენები, იწერება გენიალური თხზულებები და ხდება მრავალი სულელური საქციელი. და ყველაფერი იმიტომ, რომ მთვრალ მერწყულს მუზა ეწვია.
თევზები
მთვრალი თევზები საშიშროებას წარმოადგენენ. მათ შეუძლიათ, ერთი საღამოს განმავლობაში ჩაიდინონ ყველაფერი, რასაც ზოდიაქოს ყველა ნიშანი, ერთად აღებული, გააკეთებს. მათი ემოციურობა, უბრალოდ, პიკს აღწევს.
ყველა ახალი ამბავი
0